უკან: სულხან-საბა ორბელიანი

ვირის წვივის ჩამდგმელი (იგავ-არაკი)

112 ნახვა  •  1 წთ კითხვა
მეზობელი ჩემი ხელმარჯვე დოსტაქარი იყო.

მეზობელმან ჩემმან წვივი დაილეწა ასე, რომე ძვალი სრულობით დაიფქვა, აღარ შეერთდებოდა და ხორცი გაუჭრა, ძვლები გამოუღო და წვივად ვირის წვივი ჩაუგდო.

წამლები აყარა და შეადუღა და მოარჩინა.

სულხან-საბა ორბელიანი