უკან: ტარიელ ჭანტურია

დარდი - ხილული და უხილავი..

1 ნახვა  •  1 წთ კითხვა
ღამის მყუდროებაში
ჯონ ლენონის ჰიტი რო
წვეთავს ნუკრის ცრემლივით -
შეიძლება იტირო...

ანდა ჩვენს სინათლეზე
უსინათლო კაცი რო
მღერის... მზად ხარ, იმ ბრმისთვის
თვალისჩინი გაწირო...

თვალებს რა ეშველება -
უცრემლოს და ცრემლიანს! -
თუ ვერ ხედავს - ძნელია...
ხედავს? - უფრო ძნელია...

ტარიელ ჭანტურია