უკან: ტარიელ ჭანტურია

ივლისის თვე..

1 ნახვა  •  2 წთ კითხვა
ივლისის თვე - შენი თვეა - ლუდის აქაფქაფების დრო!
თანაც ცხვირწინ გაუხსნიათ დიდებულ კაფე-ბისტრო!

ისევ ამირანასთან ხარ! - ერთად ხვდებით დილის
სისხამს!

- არ ვსვამ!
- კი სვამ! - ის იცინის და „აბსოლუტ ვოდკას“ გისხამს!
ამ ცხოვრებას - თან მწარეს და თან უფერულს -
არაყივით -

კიდევ კარგი, ზოგ-ზოგივით არ ენდე და არ აყევი!
სულ ასეა: ჩაგაფიქრა არყოფნის და ყოფნის არსმა! -
სულ ერთია არწევა და წევა, ანდა სმა და არსმა...
ამ „აბსოლუტ ვოდკასავით“ გაქრები და განქარდები...
ფრიალ-ფრიალ წავლენ ცისკენ შენი უჯრის ქაღალდები!
მაინც გიყვარს ივლისის თვე - ლუდის
აქაფქაფების დრო!

„მაშ, დალიეთ!
მაშ, გიყვარდეთ!
მაშ, ეწვიეთ კაფერ-ბისტროს!“

ტარიელ ჭანტურია