უკან: ტარიელ ჭანტურია

ლექსკლუზიური საიუბილეო

1 ნახვა  •  1 წთ კითხვა
ქალბატონ გულიკო ჩაფიძეს

რაც არ უნდა მოხდეს აწი,
ეს სამოცდაათი წელი -
ოცდახუთიათას ხუთას
ორმოცი დღე ხომ გავძელი!

აქეთ - აკაკი და ვაჟა,
იქეთ - პუშკინი და შელი!
რა თქმა უნდა - ჰომეროსი!
რა თქმა უნდა - რუსთაველი...

გალა. დანტე. რემბო. ლორკა.
ანრი ბეილი და ბელი...
ჩემზე უფრო მათი იყო
ეს სამოცდაათი წელი...
... ცას ცრემლიანს ავცქერი და
მეც გაფრენას ჩემსას ველი -
სიცოცხლისთვის, სიკვდილისთვის -
ორივესთვის მადლობელი...

ტარიელ ჭანტურია