უკან: ტარიელ ჭანტურია

სიმღერა

1 ნახვა  •  1 წთ კითხვა
ისე მომწონს ეს კაბა!
ისე მომწონს ეს კაფე!
ისე მამღვრევს კაბაზე
გადაღვრილი „ნესკაფე“,

სისხლში ჩაბუდებული,
გულში შემოპარული -
სიყვარული - ფარული!
„სიყვარული“ - პაროლი!

მაჯა თუ ააჩქარა,
ხდება მაშინ აშკარა!
უნდა თავიც მოიკლა -
მარტო გლოვა არ კმარა!

პაემანის ადგილი -
ეს კიბე და ეს კაფე!
სიყვარული - ადვილი! -
„ჯაკობსი“ და „ნესკაფე“!

ტარიელ ჭანტურია