უკან: ტარიელ ჭანტურია

სიყვარულის ახსნა (2)

1 ნახვა  •  1 წთ კითხვა
სიცოცხლეს და სიკვდილს შუა
სიყვარული ტიხარია
სხვა სათქმელი აღარც მე მაქვს -
მიყვარხარ და მიხარია!
რაის სიყვარულიმეთქი -
წინათ მეც მიმიქარია!
მეასეჯერ გამიმართლა!
მიყვარხარ და მიხარია!
ყველა ქალი ლამაზია
ყველა კაცი - ჯიგარია
არვის ვერჩი, არვინ მერჩის
მიყვარხარ და მიხარია!
სიცოცხლეს და სიკვდილს შუა,
სიყვარული - ტიხარია!
მომწონხარ და
მინდიხარ და
მიყვარხარ და
მიხარია!

ტარიელ ჭანტურია