უკან: ტერენტი გრანელი

მას შემდეგ მტერმა სისხლი დალია ..

2 ნახვა  •  1 წთ კითხვა
მას შემდეგ მტერმა სისხლი დალია,
და ღამე გაჰქრა, როგორც ზმანება.
და ის ყოველთვის იდუმალია,
რაც ჩემში იწვევს აღფრთოვანებას.

მხოლოდ ფიქრისთვის ახლა მცალია,
ის ღამე გაჰქრა, როგორც ზმანება.
და ის ყოველთვის იდუმალია,
რაც ჩემში იწვევს აღფრთოვანებას.

ტერენტი გრანელი