უკან: ტერენტი გრანელი

მივალ, ჩემს წინ გზა არი ..

2 ნახვა  •  1 წთ კითხვა
მივალ, ჩემს წინ გზა არი,
ახლო სხვებიც არიან.
რომ ელვარებს, ცა არის,
რომ შრიალებს, ქარია.

ასეთი დღე რა არი,
მზეა და მიხარია.
რომ მდუმარებს, ცა არი,
რომ შრიალებს, ქარია.

ტერენტი გრანელი