უკან: ტერენტი გრანელი

შემოდგომა

2 ნახვა  •  1 წთ კითხვა
ეს შემოდგომა წყნარი,
ქარი, ზარები, ფიქრი.
მიდის ცისფერი წყალი
და სიჩუმეა ირგვლივ.

მიდის ცისფერი წყალი
და სიჩუმეა ირგვლივ.
ეს შემოდგომა წყნარი
ქარი, ზარები, ფიქრი.

ტერენტი გრანელი