უკან: ტერენტი გრანელი

სიჩუმე და სიმარტოვე

103 ნახვა  •  1 წთ კითხვა
ჩემი სული სიზმარია,
ბედზე დარდი მივატოვე.
და მე ასე მიხარია
სიჩუმე და სიმარტოვე.

დღესაც ბაღში ვიმალები,
როგორც თეთრი მდუმარებ
და მიზიდავს გრიგალივით
სიჩუმე და მწუხარება.

მაღლა თეთრი აივანია,
გლოვა ისევ აინთება.
ახლა ჩემი სავანეა
სიჩუმე და გარინდება.

ტერენტი გრანელი