უკან: ტერენტი გრანელი

სიცოცხლე

148 ნახვა  •  1 წთ კითხვა
საღამო მოდის, წვიმის წვეთები
უახლოვდება ჩინარს და ალვას.
ღმერთო! მომკალი, მე გევედრები,
ახლა სიცოცხლე ფერფლია ალბათ.

ახლა საღამო უფრო წყნარია,
თეთრი ოცნება კვდება ახლავე.
სადღაც ქალები ჩუმად მღერიან,
ვფიქრობ სანთელზე, მოდის ეს ღამე.

საღამო მოდის, წვიმის წვეთები
უახლოვდება ჩინარს და ალვას.
ღმერთო! მომკალი, მე გევედრები,
ახლა სიცოცხლე ფერფლია ალბათ.

ტერენტი გრანელი