შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი ბედისწერის ბრალია


21-12-2017, 16:42
ავტორი marimayishvili
ნანახია 573

შენი ბედისწერის ბრალია

რესტორანში ჯერჯერობით სიმშვიდე სუფევდა, მხოლოდ მომსახურე პერსონალი მიმოდიოდა სწრაფი, საქმიანი ნაბიჯებით, დროდადრო ისმოდა გადაძახილები, ხანდახან შეფპოვრის, შუახანს მიღწეული ლადოს გულიანი სიცილი და შდეგ ისევ სიჩუმე... ფაქტია რაღაც რიგზე ვერ იყო, პერიოდული ჩურჩული, დამფრთხალი სტაფი, დაბნეული მრეცხავის გამტყდარი თეფშის ხმა თითქოს მთელ ობიექტს აზრიალებდა. ,,ახალი'' - აი რა სიტყვამ გამოიწვია მათი შიში, სიახლის მოლოდინი ბევრ ადამიანს უჩქარებს გულს სიხარულით, ბევრს კი პირიქით, შიშით, რომ რაღაც ისე არ იქნება, ყველაფერი ცუდისკენ შეტრიალდება, ცხოვრება აერევათ და ასე შემდეგ. ყველაზე დაბნეული კი მაინც რესტორნის ოცდაშვიდი წლის გენერალური დირექტორი, ბარბარე კალანდაძე იყო, მენეჯერთან ერთად იჯდა კაბინეტში და სიგარეტს ღერი-ღერზე ეწეოდა.
- მიკეტე ეგ ფანჯარა რაა, გავიყინე!
- არა უბრალოდ არ მესმის, რა უპასუხისმგებლობაა! ხო შეიძლებოდა ჩემთვის მაინც ეთქვა, ხალხიც დაბნეულია, აღარ იციან მართალია თუ ჭორია...
- იქნებ ჭორია და საერთოდ მომატყუა იმ აფერისტმა? - ეჭვით შეხედა ელენემ ბარბარეს და თვალები მოჭუტა.
- გაქნილი მატყუარა კია, მარა მასეთ რაღაცას არ მოიტყუებოდა. თანაც ლაგვილავას ცოლის დაქალია. გაგვყრიან ყველას ელენე... - საფერფლეში ჩააჭყლიტა კიდევ ერთი ღერი და ფანჯარას ხელი მიკრა.
- ხო... ახალი მფლობელი, ახალი სტაფი... სუ თავისიანებს მოათრევს... შენ რა გიჭირს ყველა რესტორანი სიამოვნებით მიგიღებს... მე კიდე ძლივს დავწინაურდი და ახლა ისევ...
- აქ როგორც ვარ ისე ვერსად ვიქნები, ამხელა ხელფასი სად აქვთ მითხარი? თანაც მანქანის განვადებაზე დამრჩა სამი თვე...
- რით ვერ მორჩი შენ კიდე?
- მოვრჩები იმედია ეხლა... თან ამ დოლარის აწევამ მაგრად ჩამძირა. მთელი შვებულება ბორჯომში გავატარე არ გახსოვს?
- დაურეკე ლაგვილავას...
- გაგიჟდი? და რა ვუთხრა, ასეთი და ასეთი ჭორი გავიგე და მართალი თუა-თქო?
- რამე ცვლილებები ხო არაა-თქო!
- ოო, არ მინდა რა... მისი ვალდებულებაა თვითონ მითხრას ყველანაირი სიახლე... ამ ბოლო დროს კი იყო ისე სულ დაძაბული და უხასიათო... - ბარბარეს მობილური აწკრიალდა და ისე შეეცვალა სახე ელე მაშინვე მიხვდა ვინც იქნებოდა ზარის მფლობელი და გაიტრუნა.
- გისმენთ ბატონო ზაზა, როგორ ხართ? - ინსტიქტურად წამოდგა ფეხზე და ფანჯარა გამოაღო. - დღეს ჯერჯერობით მნიშვნელოვანი არავინ, არა დახურვა არ გვექნება, წინასწარ დარეკავდნენ... კარგით... - ცივად გათიშა აპარატი და შეწუხებული მზერა მენეჯერს მიაპყრო.
- დაგვერხა?
- სავარაუდოდ... სამისთვის მთელი სტაფი დარბაზში იყოსო...
ბარბარეს ამ განცხადებამ სულ უფრო არია მომსახურე პერსონალის საქმიანობა, ლადოს სიცილიც კი აღარ ისმოდა სამზარეულოში, მხოლოდ ჩურჩული... შეცბუნებული და შეშინებული სახეები. ვის უნდოდა სამსახურის გარეშე დარჩენა თუნდაც ერთი დღით? მითუმეტეს, რომ ,,სთარშაინი'' ერთ-ერთი საუკეთესო იყო ხელფასების საკითხში. სამი საათი ახლოვდებოდა, ბარბარე უკვე მეორედ გავიდა სიგარეტის საყიდლად და მეათეთ გააგზავნა მიმტანი მაგარ უშაქრო ყავაზე. მას ვერავინ ვერაფერს უბედავდა, აი ელენე კი აიკლეს თანამშრომლებმა კითხვებით. არავის აინტერესებდა რატომ იყიდებოდა რესტორანი, ვინ იქნებოდა ახალი მფლობელი და ასე შემდეგ, მათი კითხვები იყო - ვის გაუშვებენ? მთელ პერსონალს თუ მხოლოდ ზემდგომებს? მიმტანებს თუ ემუქრებათ ამ მხრივ საფრთხე? დაცვასაც შეცვლიან? - მოკლედ ელენეს ყვირილს სულ ცოტა ეკლდა საათმა სამჯერ რომ ჩამოკრა და ყველას ცნობისმოყვარე მზერა შიშმა შეცვალა. სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა, რესტორანიც თითქოს უფრო ჩაბნელდა. ყველა ერთად იყო შეკრებილი ლაგვილავას სიცილის ხმა რომ მოისმა და დარბაზის კარი გაიღო.
- ოჰ, რა კარგია, ყველანი აქ ხართ, რამდენნი ყოფილხართ თურმე ერთად ა? - ცდილობდს ეხუმრა და დაძაბულობა მოეხსნა, თანამშრომლებმაც გიღიმეს, ყველამ, ბარბარეს გარდა, მისი გული ახლა უფრო გამალებით ცემდა ვიდრე ოდესმე, წამით გაიგო კიდეც მისი ბაგა-ბუგის ხმა, ამოსუნთქვა უნდოდა მაგრამ ყველაფერი ისე უსაშველოდ გაიწელა...
- გამარჯობა, - გაისმა მამაკაცის დაბალი, მაგრამ მკვეთრი ბარიტონი, ჭაობისფერი თვალები მოავლო სტაფს და მზერა ბარბარეზე მიეყინა. გოგონა მანამდე თითქმის დარწმუნებული იყო რომ ნიკოლაოსმა წინასწარ იცოდა ყველაფერი, თუმცა ახლა ეჭვი შეეპარა.
- გაიცანით, ნიკოლაოს კონსტანტინიდის, ჩემი მეგობრის შვილი და ახლა უკვე ამ რესტორნის ახალი მფლობელი. გამოსამშვიდობებელი სიტყვა მომზადებული მაქვს მაგრამ წაკითხვა მეზარება, ყველანაირ სიახლეს თვითონ შეგატყობინებთ დირექტორის ან მენეჯერის საშუალებით, რეფორმები სავარაუდოდ გატარდება... რას ფიქრობ ნიკ?
- გატარდება, - გამოერკვა მამაკაცი, - სავარაუდოდ გატარდება - ზაზა გვერდით გაიხმო და ერთერთ მაგიდასთან სავარძელში მიწვა. სიგარეტი ამოიღო და ჩაფიქრებულმა მოუკიდა. - ბარბარე თქვენი მენეჯერია თუ დირექტორი?
- დირექტორი...
- საკმაოდ ახალგაზრდა ხომ არაა ამისთვის?
-იცი, თავიდან მართლაც იყო, მაგრამ ხომ იცი მთავარი პრაქტიკაა, ისწავლა, მიეჩვია, დაამუღამა. საიდან იცნობ?
- ბავშვობიდან.
- და არც კი მოგიკითხავს...
- ეს პირადულია.
- მივხვდი რომ პირადულია, შენ მე გუშინ დაბადებული ხომ არ გგონივარ? ისე... მინდოდა მეთხოვა მისი დარჩენა...
- რა თქმა უნდა, დარჩება, სხვას დავპირდი, მაგრამ ბარბარე აქ დარჩება.
- ნიკ, კარგი გოგოა ბარბარე...
- ვიცნობ... თანაც კარგად. - ფეხზე წამოდგა და მოთმინებადაქცეულ, დამფრთხალ თანამშრომლებს წინ აესვეტა, - რეფორმები არ იქნება, არავინ განთავისუფლდება უმიზეზოდ, შეგხედავთ, დაგაკვირდებით, - ამ სიტყვებზე ბარბარეს გახედა და გაუღიმა, - ყველა მიიღებს იმას, რაც დაიმსახურა. დანარჩენს მენეჯერი მოგახსენებთ. შეგიძლიათ საქმეს დაუბრუნდეთ, - დაამატა მოგვიანებით როცა არავინ გაინძრა და ბარბარეს ანიშნა გამომყევიო. იცით, ცხოვრება მართლაც საინტერესო ფენომენია, სრულიად თავისუფალი ხარ, მაგრამ შეზღუდული, შეგიძლია იყვირო თუმცა სიტყვას არ ამბობ, გინდა გაიქცე და ნაბიჯსაც არ დგამ, მარტო ყოფნას არჩევ თუ არა, მაშინვე გამოჩნდება შენი მოსურნე და პირიქით, ერთი სიტყვით წინააღმდეგობათა მთელი თაიგულია, რომელიც ზუსტად მაშინ დაგხვდება კართან, როცა საერთოდ არ ელი. ზუსტად ასე დარეკა ბარბარეს კარმა ზარი და იქ ლამაზად შეფუთული დროზერები დაახვედრა ნიკოლაოსის სახით.
- დაჯექი, - ბარბარე მაგიდასთან იდგა და დარბაზის სივრცეს მიშტერებოდა. - დაჯექი მეთქი!
- იცოდი რომ აქ ვმუშაობდი?
- არა, მაგრამ ხომ იცი რა იღბლიანი ვარ... კიდევ გაგიმეორო?
- მირჩევნია საქმეს მივხედო...
- შენი საქმე ახლა მე ვარ და არ დამაყვირო აქ დაჯექი თქო! - ბარბარე ისე დაჯდა რომ მამაკაცისთვის ზედ არ შეუხედავს, ერთი სული ჰქონდა სიგარეტი ამოეღო, ნიკოლაოსი თითქოს მიუხვდაო, მაგიდაზე დადებულ სობრანიეს თითი ჰკრა და კოლოფი გოგონას ხელებთან გაუჩერდა. სურვილი იმდენად დიდი იყო, ბარბარემ ინსტიქტურად ამოაძვრინა ერთი ღერი, ასანთი მოიძია და ისეთი ღრმა ნაპასი დაარტყა მამაკაცს გაეღიმა. - ვგიჟდები რომ ნერვიულობ... მერე სუნთქვა გიჩქარდება... მერე...
- ეს არის შენი საქმე? - ბარბარემ ვეღარ გაუძლო გაორმაგებულ პულსაციას და მოზღვავებულ ემოციებს გზა სიბრაზისკენ მისცა. - ნიკოლაოს რა გინდა?
- მინდა ის იგრძნო, რაც მე მაშინ განვიცადე, როცა წახვედი! მაგრამ შენ მასე რომც მოგექცნენ ვერაფერს მიხვდები, შენ ხომ გრძნობები ადამიანების კი არა ნივთების მიმართ გაქვს!
- საწყალი პატარა ბიჭუნა, შეყვარებულმა გაგაბრაზა?
- დღეს ორ კაცზე მინდა მაგიდა, ეს მაგიდა, ძალიან მომწონს, 8 საათისთვის... მენიუს მერე შევარჩევთ.
- კიდევ ინებებთ რამეს? - ბარბარემ სიგარეტი საფერფლეში ჩაასრისა და ფეხზე წამოდგა.
- კი, იმ ღამეს... - მამაკაცმა თვალი წვივებიდან ააყოლა და მზერა გოგონას ტუჩებზე შეაჩერა, - მაშინ დაშვებულ შეცდომას ნაღდად აღარ გავიმეორებ და... - აქ გვერდულად ჩაიღიმა. იცოდა როგორ მოქმედებდა ეს ფანდი ბარბარეზე და საშინლად ესიამოვნა სუნთქვა აჩქარებული გოგონა სასწრაფოდ რომ შეტრიალდა და ცხვირაწეული წავიდა სამზარეულოსაკენ. ქუსლების კაკუნით მიდიოდა და იმ დღეს წყევლიდა როცა ნიკოლაოსი გაიცნო. - ლევან, - დაუძახა პირველივე მიმტანს რომელიც დაინახა. - საღამოს რვა საათზე, ორკაციანი მაგიდა ნიკოლაოსის და მისი თანმხლებისთვის. ლადო გააფრთხილე დღეს მისი ხუშტურების ნერვები არ მაქ რასაც მოითხოვენ პირადად მან მოამზადოს და არაფერი ,,ჩეპე" არ მოხდეს, ნიკოლაოსმა რომ გამომიძახოს დაგხოცავთ!

კაბინეტში იჯდა და ხარჯთაღრიცხვებისთვის თავი ვერაფრით მოეყარა, ელენე ფრთხილი დაკაკუნებით შევიდა ოთახში, ბარბარეს თავი არ აუწევია.
- ბარბარე... ბაბი... მომეჩვენა თუ იცნობ?
- ვიცნობ, მარა ნეტა არ ვიცნობდე... - ფურცლები გვერდზე გასწია, თავი მაგიდის ცივ ზედაპირს დაადო და ესიმოვნა, თვალები დახუჭა. ისევ მოგონებები, თუმცა უკვე მკვდრეთით აღმდგარი დღევანდელ მწარე რეალობაში...

როდის გაიცნეს ერთმანეთი? რეალურად ამაზე ბარბარე ვერ გიპასუხებთ, უბრალოდ იმდენად პატარა იყო რომ არ ახსოვს, აი ნიკოლაოსს კი ხშირდ აგონდება სპილენძისფერთმიანი პატარა გოგონა უბანში სასაცილოდ მოკლე სარაფნით რომ დბრძანდებოდა მის ტოლ ბავშვებთან ერთად და დროდადრო ხელს უშლიდა უფროს ბიჭებს ფეხბურთის თამაშში. შევარდებოდა მოედანზე და როგორც კი შანსს ნახავდა ბურთს ფეხს ურტყავდა... რამდენჯერ შეაწყვეტინა თამაში, მაგრამ მისკენ საჩხუბრად მომართულ ბიჭებს ნიკოლაოსი გადახედავდა თუ არა ყველაფერი კალაპოტს უბრუნდებოდა, მფარველით გათამამებული ბარბარე სკოლაშიც არ იყო ადვილი ასატანი. მისი ბავშვური სისულელეების გამართლება და მოგვარება ხშირად უწევდა ნიკოლაოსს, ამიტომ გოგონა მუდამ დაუსჯელი რჩებოდა და დღითიდღე უფრო საზიზღარი ხასიათი უხდებოდა. ურთიერთობა? თავიდან თითქმის არ ქონდათ, თუმცა ნელ-ნელა დაქალდა, მკერდი გაეზარდა, თეძოები ლამაზად გამოეყო წვრილ წელს და ნიკოლაოსს დაძინების საშუალება თითქმის მოუსპო, სხვა ბიჭებზე ლპარაკი ყოველთვის ზედმეტი იყო, ყველამ იცოდა მათი ამბავი. ასაკობრივმა სხვაობამ მალე შექმნა პირველი პრობლემა, კონსტანტინიდისებმა კარგად იცოდნენ ქართული უნივერსიტეტების ამბავი და ბიჭის საბერძნეთში გაგზავნა გადაწყვიტეს, ნიკოლაოსს არაფრის გაგონება არ უნდოდა, ბევრი იწვალა, იურჩა და საბოლოოდ მიზანს მაინც მიაღწია, იცოდა ბარბარე დიდი მგრძნობიარობით არ გამოირჩეოდა მის მიმართ და არ აპატიებდა ,,მფარველს'' დაუცველად დატოვებას.
- ვრჩები... არსად წავალ. - ღიმილით ახარა გოგონას სკოლიდან გამოსვლისას და ჩანთა გამოართვა, - სამ წელში შენც დაამთავრებ სწავლას და...
- და? - ღიმილით ახედა ბაბიმ და ,,ჩუპაჩუფსი'' ერთი ლოყიდან მეორეში გადაიტანა.
- მერე სულ ერთად ვიქნებით... - თავი მორცხვად დახარა ბიჭმა. გიჟდებოდა, სულ ეჩხუბებოდა მის თავს, მაგრამ ლოყებზე წამოსულ სიწითლეს ვერფერი მოუხერხა ბარბარესთან.
- ისედაც ერთად ვართ სულ, თანაც მე სწავლა უნდა გავაგრძელო.
- გააგრძელე მერე ვინ გიშლის, ოღონდ ჩემი სახლიდან ივლი რა პრობლემაა?
- შენი სახლიდან რატომ? ჩემი არ მაქვს?
- ბარბარე გეყოფა რა, კარგად იცი რაზეც გელაპარაკები!
- სანამ ჩემი სამსახური არ მექნება არაფერი გამოვა ნიკოლაოს!
ბარბარე არ იყო მდიდარი ოჯახიდან, მისი მშობლები სულ მუშაობდნენ, მამა ინჟინერი იყო, დედა ექიმი, მაგრამ ოჯახს არასდროს ჰქონდა საკმარისი ფინანსები, ამიტომ გოგონამ კარგად იცოდა ფულის, საკუთარი შემოსავლის ფასი. არც ნიკოლაოსი იყო გათამამებული ამ საკითხში, მამამისის, კონონ კონსტანტინიდის საქმიანობის წყალობით, ფული ხან ჰქონდათ, ხან არა. მისი გავლენა დიდი იყო არამხოლოდ საბერძნეთსა და საქართველოში, მათ საზღვრებს გარეთაც. ერთი სიტყვით კანონიერი ქურდის ოჯახი აბსოლუტურად მიუღებელი იყო ბარბარეს მშობლებისთვის, რამაც გავლენა გოგონაზეც იქონია.
ბოლო ზარის დამთავრების შემდეგ რესტორნიდან გამოპარული ბარბარე შავ ,,მერსედერსში'' მოკალათდა და ნამთვრალევი მზერა საჭესთან მჯდომ თანაკლასელს, დიტო ნემსაძეს ღიმილით შეავლო.
- ,,დაგშტრაფავენ''!
- ჯერ გამაჩერონ, - გვერდულად ჩაიცინა დიმიტრიმ და მანქანა ადგილს მოწყვიტა.
- ნელა რაა! ასეთ მდგომარეობაში სახლში მისვლა ეხლა მაგრად მეზრება!
- მერე ნუ მივალთ ჩვენც სახლში, - ვითომ სხვათაშორის თქვა ბიჭმა და სანაპიროსკენ გადაუხვია.
- ანკასაც უნდოდა წამოსვლა, რატომ არ დაანებე? - სიგარეტს ღრმა ნაპასი დაარტყა ბარბარემ და მტკვარს გადახედა.
- მეზარებოდა ეხლა მაგრად მთვრალი ანკას უაზრო ღადაობები, შენ ბევრად დასტოინი ხარ. - თვალი გვერდულად ააყოლა გოგონას დიტომ და გაუღიმა. ბარბარე მიხვდა რასაც ნიშნავდა ეს ჟესტი, მომღარი თანაკლასელის სახე მომენტალურად ნიკოლაოსის ანთებულმა თვალებმა შეცვლა და გულმა რეჩხი უყო.
- გადაუხვიე, აქ ჩამოვალ.
- აქ რატო მიგიყვან ბარემ სახლთან!
- არა არა, აქ მინდა, ფეხით გავისეირნებ ცოტას.
- მაშინ გაგაცილებ მეც ფეხით. - ძრავა გამორთო ბიჭმა მაგრამ ბარბარეს სასტიკმა უარმა მიახვედრა აზრი არ ჰქონდა მასთან ლაპარაკს. ოდნავ გაბრაზებული მზერა გააყოლა უბანში შესულ გოგონას, ვერც შეამჩნია უკნიდან ისე ჩაუკეტა გზა შავმა, წითელი ფარებიდან ავად მომზირალმა ,,ბეემვემ'' და სინათლეები მრავალმნიშვნელოვნად აუთამაშა.
.........
დავბრუნდი! ,,მალე დადეზე'' ალერგიული ვარ ყველამ იცით :D ძალიან მომენატრეთ ჩემო მკითხველებო იმედი მაქვს დაგვიანებებს მომიტევებთ.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი დარინა

უკვე ძალიან მომწონს იმედია ბარბარეს ცოტა აწვალებს ეტყონა ნიკოლაოს რომ ძალია ყვარებია ბარბარე ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები,მიხარია რომ დაბრუნდი მიყვარს შენი ისტორიები ჯერ კიდევ სანდროზე ვარ შეყვარებულიიიი

 



№2  offline აქტიური მკითხველი lalita

რადგან ,,მალე დადეზე"" ალერგია გაქ მაშინ თავები გაზარდე პატარ იყო და არ მეყო.

 



№3  offline წევრი marimayishvili

სტუმარი დარინა
უკვე ძალიან მომწონს იმედია ბარბარეს ცოტა აწვალებს ეტყონა ნიკოლაოს რომ ძალია ყვარებია ბარბარე ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები,მიხარია რომ დაბრუნდი მიყვარს შენი ისტორიები ჯერ კიდევ სანდროზე ვარ შეყვარებულიიიი

სამდრო ჩემი ფავორიტია :დ მიხარიქ რომ კითხულობ <3

lalita
რადგან ,,მალე დადეზე"" ალერგია გაქ მაშინ თავები გაზარდე პატარ იყო და არ მეყო.

:დ ვეცდები მარა დროს რა ვუთხარი სულ რომ არ მაქვს ლალიტა <3

 



№4  offline წევრი ablabudaa

როგორ გამიხარდა შენი ლინკის ნახვა ახალი მოთხრობით, მოუთმენშად ველი გაგრძელებას, როგორც ყოველთვის ძალიან, ძალიან საინტერესოა :)))

 



№5  offline წევრი marimayishvili

ablabudaa
როგორ გამიხარდა შენი ლინკის ნახვა ახალი მოთხრობით, მოუთმენშად ველი გაგრძელებას, როგორც ყოველთვის ძალიან, ძალიან საინტერესოა :)))

davde meorec <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent