შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიძულვილის ექსტრაქტით (თავი პირველი)


21-01-2018, 01:22
ავტორი Anano Magradze
ნანახია 554

სიძულვილის ექსტრაქტით (თავი პირველი)

დილაობით მზის სხივის ამონათებასთან ერთად ჩემი დის ტელეფონი ბზუილს იწყებს და არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს ერთი კვირაა, უჩვეულოდ, რვის ნახევარზე მეღვიძება. მარიამის ხმამაღალ მაღვიძარასაც კი ვასწრებ. მთელი ცხოვრება დედაჩემი იმას მიყვირის დილაობით მე როგორ უნდა გაღვიძებდეო და ახლა მე მიწევს მისი გაღვიძება.

საწოლიდან გადმოსვლა და სააბაზანოში შეკეტვა ერთია. თავის მოწესრიგების შემდეგ, რასაც დიდ დროს არ ვანდომებ, ჯინსს და თბილ, უსაყელო ჯემპრს ვიცვამ. სამზარეულოში ჩაიდანს ვადგამ და სანამ წყალი ადუღდება, მარიამს ვაღვიძებ. მხარზე ფრთხილად ვეხები და ნაზად ვანჯღრევ.

-მარიამ! -ვეძახი. ჩემი და გვერდს იცვლის.
-დამანებე რა თავი! -ღმუის თბილი საბნის ქვეშ და ძილს უბრუნდება, მაგრამ მეც არ ვნებდები.
-არა! მარიამ, ლექცია გაქვს ერთ საათში. მარიამ გაიღვიძე! -ყურს არ იბერტყავს, მე ვოხრავ და ვცდილობ მქსიმალურად უკან გავიწიო სანამ იმას გავაკეთებ რაც ჩავიფიქრე. მის თბილ საბანს ხელს ვკიდებ და საწოლოლიდან ვაგდებ.
-აუუუ!-მარიამი ხელს იქნევს. ვიღიმი. მისგან შორს ვდგავარ და ვერ მომახვედრებს.

როგორც იქნა, ჩემი და საწოლიდან დგება და სააბაზანოსკენ მიემართება. მე ზედაც არ მიყურებს. ვიცი, ცოტა ხანში დამშვიდდება. ჩაიდანი 'კივილს' იწყებს და სამზარეულოში შევდივარ, გაზს ვრთავ და ჩემთვის და მარიამისთვის ჩაის ვაკეთებ. იმედია წასვლამდე დალევას მოვასწრებთ.

რამდენიმე ხნის შემდეგ, ჩაცმულ-მოწესრიგებული, მარიამი მაგიდასთან ჩემს გვერდით ჯდება და თავის ჩაის ჭიქას ხელს ხვევს.
-რომელი საათია? -მეკითხება და ტუჩს იკვნეტს, მისი მოკლედ შეჭრილი თმა კიდეებზე ოდნავ სველია, სახის დაბანისას დაუსველდებოდა და გამშრალებისას ვერც შეამჩნია. დილის შუქზე მონაცრისფრო მწვანე თვალები უბზინავს და უფერული მოშავო, მონაცრისფრო დიდი მაისური მთლიან ტანს უფარავს.
-ნახევარია, მალე უნდა გავიდეთ -ვეუბნები მე და ვტკბები ჩაის ცხელი ჩაით, უმალვე რომ მითბობს სხეულს.
-წასვლამდე დედა გავაღვიძოთ? -მეკითხება ის.
-არა, ცოდოა, ეძინოს. წუხელ მთელი ღამე მუშაობდა.

ჩემი და თავს მიქნევს და დგება, ცარიელ ჩაის ჭიქას მაგიდაზე ტოვებს. მეც ასე ვიქცევი. გასასვლელში ჩანთას და ქურთუკს ვიცვამ და გარეთ გავდივარ. დილის სუსხიანი ჰაერი მაშინვე სახეს მიჭიმავს და მიუხეშებს.

მარიამის მანქანაში წინ ვჯდები და ღვედს ვიკრავ. ჩემი და მანქანის ტარებას იწყებს და რადიოს რთავს. ორივენი ხმამაღლა ვყვებით Mellow-ის „Not your blood"-ს. ეს სიმღერა ერთ-ერთი იმ იშვიათთაგანია რომელიც ორივეს მოგვწონს. მარიამს და მე გამორჩეულად განსხვავებული გემოვნება გვაქვს მაგრამ რაღაცეებში ჩვენც ვემთხვევით.

მანქანიდან გადმოვდივარ თუ არა უცნაური შეგრძნება მეუფლება. დღეს რაღაც ცუდი უნდა მოხდეს, ქალური ინტუიცია ამას მეუბნება და ყოველთვის როდესაც ასეთი შეგრძნება მაქვს მართლაც ხდება რაღაც ცუდი. ზამთრის სუსხი ჩემი უშველებელი ქურთუკის ქვეშაც აღწევს და ისეთი შეგრძნება მაქვს რომ სიცივე ძვლებში გამიჯდა, არადა არ მიყვარს როდესაც მცივა, არ მიყვარს წვიმა, ზამთარი ან თუნდაც თოვლი. ჩემთვის ყველაზე სანატრელი ზაფხულის მზეა, აი ისეთი რომ გცხელა მაგრამ მაინც კომფორტულად რომ ხარ. საერთოდ ზაფხული ჩემი უსაყვარლესი სეზონია.

სკოლის დიდი შენობა ჩემს წინ მთასავით არის აღმართული, შიგნიდან უფრო დაპატარავებული ჩანს, უამრავი ბავშვი ბრბოდდ მიაბიჯებს, მე კი ჩემი თავის ამარა ნელა მივუყვები დერეფანს.

ჩემი კლასის წინ ვჩერდები, არვიცი რატომ მაგრამ ხელები მიოფლიანდება.

დღეს აუცილებლად მოხდება რაღაც ცუდი. არ თმობს ჩემი გონება. ღრმად ვსუნთქაცს სანამ კლასის კარებს შევაღებ და ადგილზე ვშეშდები, იმიტომ რომ ჩემი თვალები ზუსტად იმ ერთადერთ სახეს ესვენება ვისი ნახვაც ყველაზე ნაკლებად მინდა.

ის ცალყბად იღიმის და თვალს მიკრავს. ყურებში სისხლი მიგუბდება და კბილს კბილზე მაგრად ვაჭერ რომ არ ვიყვირო.

დღეს რაღაც ცუდი მოხდება.

ჩემი ინტუიცია მუდამ მართალია.

კლასს სწრაფი ნაბიჯით ვკვეთავ და მისგან რაცშეიძლება შორს ვჯდები, მზერას არ მარიდებს, უსირცხვილოდ მომჩერებია. საკუთარი გულისცემა ყელში მეჩხირება, როგორ შეუძლია ასე ურცხვად მიყუროს! როგორ?!
-კარგად ხარ? -მეკითხება ნინიკო და მისკენ დემონსტრაციულად ვბრუნდები, საკუთარი ბრაზი თვალს მიბნელებს. -შენი აზრით კარგად მყოფს ვგავარ?! -ვეკითხები მკაცრად.
-ღმერთო ლუ -ნინიკო თვალებს ატრიალებს, ნაწყენი მზერით მიყურებს. -რაჩემი ბრალია რომ აქ გადმოიყვანეს. ნერვები დაიმშვიდე რა! -და მასწავლებლისკენ ბრუნდება, ისე რომ მთელი გაკვეთილის განმავლობაში ერთხელაც არ იხედება ჩემსკენ.

„ყოჩაღ!" საკუთარ თავს მენტალურად ვუბრაზდები. საოცარი ადამიანი ვარ, შემიძლია ერთ წუთში წყობიდან გამოვიდე და ხალხი ისე გავაღიზიანო რომ მეორედ ჩემს მხარეს არც კი გადმოაფურთხონ. ყოვლად ნიჭიერი და წარმოუდგენელი ლუ.

მისკენ არცერთხელ არ ვბრუნდები, ამის გაკეთება კი ნამდვილად ძნელია, ხელისგულში ფრჩხილებს ვისობ და ამით საკუთარ თავს ვახსენებ რომ არ მიიხედოს. პირდაპირ დაფას მივჩერებივარ, თანაც ისე გეგონება თვალებით ვბურღავდე.

„უბრალოდ დამშვიდდი ლუ, უბრალოდ დამშვიდდი!" ვუმეორებ ჩემს თავს. გაკვეთილი ისე გადის რომ მასწავლებლის ერთ სიტყვას ვერ ვიგებ, ყურებში თითქოს საცობი მიკეთია, საკუთარ გონებას ვერ ვიმორჩილებ და მოგონებები ძალადობრივად აღწევენ ჩემს თავში, თვალები მებინდება და წინ მხოლოდ წარსული მიდგება, ხელებს ხმაურიანად ვაკაკუნებ მაგიდაზე და ყველას ყურადღებას ვიქცევ. მასწავლებელი წარბაწეული მაკვირდება, მაგრამ ახლა ეს ყველაზე ნაკლებად მანაღვლებს.

-ბაქრაძე, იქნებ მიხვდე და გაჩერდე? -უხეშად მომმართავს მასწავლებელი.
-შეიძლება გავიდე? -სიტყვას ვუბრუნებ და ამაზე თვალები უფართოვდება. -მოხდა რამე? -მეკითხება სარკასტულად და მე თავს ძალით ვაქნევ, ერთი ეს ქალი დამათრევინა თმით და მეტი არაფერი მინდა! რაც ამას ხალხი გაუმწარებია, რაც ამას მე ვუწვალებივარ და გამოცდის ნიშნები დაუკლია! უხ, ერთი გემრიელად გავჩეჩავდი. -შეიძლება გავიდე თუ არა? -ვუმეორებ კვლავ, ის კი თავის წითელ თმებს ყურს უკან იწევს და ბოროტი თვალებით მომჩერებია.

-გადი ქალბატონო! შენ ხო ერთ გაკვეთილს არ გამოტოვებ, რაიყო პრობლემა გაქვს რამე?... -თავის მონოლოგს აგრძელებს მაგრამ მე უკვე კლასის კარებს ვხურავ და მძიმე ნაბიჯებით გავდივარ დერეფანს, საპირფარეშოში სახეზე წყალს ვისხამ რომ დავმშვიდდე, დედაჩემი ამბობს ცივი წყალი ყველაფერს შველისო და აჰა, იქნებ მეც მიშველოს. ერთი ამ საპირფარეშოებში სარკე ვერ დაკიდეს! ადამიანს რამე რომ დასჭირდეს არაფერს გაგიკეთებენ, დირექტორს რომ სთხოვო ბატონო სარკე დაგვიკიდეო გამოგლანძღავს ამ ღლაპებს სარკე რაში დასჭირდებათო და გამოგაგდებს კაბინეტიდან! ასე იცის ყველამ, განა აკვირდებიან რაში გჭირდება.

სანამ საკლასო ოთახში დავბრუნდები ზარი ირეკება. ჩემი კლასიდან ყველა გამოდის, მასწავლებელი კი ყვირის „რა გაზრდილები ხართ თქვენ! არ იცით რომ ჯერ მასწავლებელი უნდა გაუშვათ?" თვალებს მტკივნეულად ვატრიალებ და ოთახში შევდივარ, ისიც იქ არის. ტელეფონს აკვირდება და რაღაცას წერს. არ მინდა ყურადღება მივაქციო ასე რომ უკან გამოვდივარ.

-ლუ, წამოდი გავიაროთ რა -ნინიკო მიდგება გვერდით, წარბს ვუწევ მარამ მაინც მივყვები.

ნინიკო ბარათელი, ჩემი კლასელი და რომ იტყვიან „ტრუსიკის მეგობარი" მემგონი ბავშობაში დედაჩემი ჩემზე მეტად მასზე ზრუნავდა. ერთად გავიზარდეთ და სულ ყოველთვის ერთად ვართ, განუყრელები. ნინიკო მაღალია და მოდელის ტანი აქვს მაგრამ როგორც თვითონ ამბობს 'ექიმობას აწვება' და თუ ამ საქმეში არ გაუმართლა მაშინ პატივცემული სულხან ბარათელი, ცნობილი როგორც ნინიკოს მამა, შვილს თავის კომპანიაში დაასაქმებს. ნინიკო ჭკვიანია და მემგონი ერთადერთი ვისაც ეროვნულების ჩაბარება უმაღლეს ქულებზე გარანტირებული აქვს. მეც მწინასწარმეტყველობს მაღალ ქულებს აიღებო მაგრამ მასავით მოწადინებულად არ ვსწავლობ მე.

-იცოდი რომ გადმოდიოდა? -ვეკითხები და ხელმკლავს ვხვევ. ნინიკო თავს აქნევს და ტუჩს იკვნეტს.
-საერთოდ არ ვიცოდი საქართველოში თუ დაბრუნდა.
-შენ ხო არ ეჩხუბები? -ამატებს ცუტა ხანში.
-მეტი საქმე არ მაქვს!
-აუ ლუ, მართლა არ ეჩხუბო რა, პროსტა დააიგნორე.
-აუ ნინიკო, დედასგეფიცები არ ვეჩხუბები მეთქი, ეგღა მაკლია სკოლაში სცენები გავმართო!
-მართლა გეუბნები.
-აუ ნი, ნერვებს მიშლი და გაჩუმდი რა.

ნინიკოს დერეფანში მივათრევს და ვერც კი ვიაზრებ რომ გიორგი გეგუჩაძის კლასისკენ მივდივარ, ბოლო სამ თვეში ისე 'ავითვისე' ეგ კლასი რომ ახლა გაუაზრებლად მივაბიჯებ მისკენ. მოდით მოგაწვდით ცნობებს გიორგი გეგუჩაძე, ცნობილი როგრც გიუშა უბნის სიამაყე და დედიკოზე და მამიკოზე საუბარი არ მაქვს, ჩემი ნინიკოს ბიძაშვილი და ჩემი 'ქრაში'. გიუშა როგორც ასეთი ანგრევს ქართველი 'მაგარი ბიჭების' ტიპოლოგიას, არ ეწევა, კარგად სწავლობს და მარტო გიტარასაც არ იყენებს გოგონების მოსახიბლად. მაგრამ მთლად 'ნერდიც' არ გახლავთ, ისკიარა სულ არაა ნერდი, მთელს საძმაკაცოს და სკოლას 'აზანზარებს'. ყველა გოგო ზედ ეკიდება და მისი პროფილის ფოტოზე შემდეგი კომენტარები „აუ გიუშ დამთაგე" და „აუუ, როგორმიყვარსეს" არ წყდება ეგრედწოდებული 'გაჩითული' გოგონებისაგან. გიუშა წინა წელს მომეწონა, ვიცოდი რომ ნინიკოს ბიძშვილი იყო მაგრამ ახლოდან არ ვიცნობდი, ერთი-ორჯერ მის სახლში მინდახავს, მაგრამ რამოდენიმე თვის წინ ჩვენს სკოლაშ რომ გადმოვიდა, თანაც ყოველდღე დადის და თავის 'საფირმო' ღიმილს მჩუქნის და 'აუ შენ ჩემი ნინუცის დაქალი არ ხარო' რომ მითხრა ერთხელ ლამის გული ნასკებში ჩამივარდა და გაშტერებულმა კი მეთქი მარტო ეგ ვუთხარი.

გიუშა კლასიდან გამოდის და ჩვენ რომ გვხედავს ჩვენკენ მოდის და ორივეს მხრებზე ხელს გვხვევს. არ ვიცი ჩემი გული ამდენს გაუძლებს თუ არა, სასწაულად მისწრაფდება, თვალები მიბინდდება, მთელი სხეული მიოფლიანდება.

-აი ჩემი გოგონები! -ჩაგვყვირის ყურში გიუშა -რასშვებით?

მე თავს ვარიდებ და ჩემს ფეხსამელებს ვუყურებ, რათქმაუნდა ძალიან მაგარია ჩემი 'ქრაშის' მკლავებ ქვეშ მოქცეული რომ მივაბიჯებ დერეფანში არა? მაგრამ აბა მე მკითხეთ. ერთ წამში მთელი სხეული გამიოფლიანდა და არაფრის გაკეთება არ შემიძლია.

-გიუშ! -მისი ხმაა, თავს წამში მაღლა ვწევ, ჩვენს წინ დგას და წარბაწეული მიყურებს, ან შეიძლება მეჩვენება იმიტომ რომ იმავე წამს გიუშას 'ხელს ართმევს' თავის ძმაკაცურ ნოტაზე და მე და ნინიკო გწგუჩაძის მკლავების გარეშე ვრჩებით.
-ვაა! შენ აქ რა გინდა? -გიუშა ბოხი მაგრამ სასიამოვნო ხმით ეკითხება მას.
-აბა რავიცი ძმაო, დღეს გადმოვედი.
-ვაა, როგორ გამახარე!
-კი ნამეტანი, ყველა გაახარე! -ვბუტბუტებ ჩემთვის,
-რამე მითხარი ლუ? -მეკითხება
-შენთვის რა უნდა მეთქვა? -სიტყვას ვუბრუნებ წარბებშეკრული.
-აუ ლუ, წავიდეთ რა -ნინიკო სიტუაციის განმუხტვას ცდილობს. ხელმკლავს მიყრის და ძალით მიმათრევს იქიდან, გიუშა 'ვაა კარგად ნი, მერე გნახავ-ო' ყვირის და მას უბრუნდება.

მე კი, საკუთარი ბრაზით ხელში მივაბიჯებ დერეფანში.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent