შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენ, სულელები! 2


5-07-2018, 20:24
ავტორი Marry Amm
ნანახია 276

ჩვენ, სულელები! 2

იმ საღამოს ვერ იყო ხასიათზე ლენა, იქამდე იწვა მზეზე სანამ სულ არ გახმა და წყალში შესულს ორთქლი არ აუვიდა. დიდხანს აცეცა თვალები აქეთ-იქით. იცოდა ვისაც ეძებდა მაგრამ თავს არ უტყდებოდა, რამდენჯერმე იგრძნო ნიკეს დაჟინებული მზერა, თუმცა ვერსად შეძლო მისი ამოცნობა.
- ნეტა იცის ანკამ საჭმლის კეთება? - სიცილით იკითხა ნათიამ ეზოში რომ შევიდნენ.
- იმედია, თორემ ისე მშია მგელს შევჭამ. - გადაიკისკისა ნინელიმ.
- შენ შეჭამ, კი. - წონაზე მიუთითა ლენამ დაქალს და კარი შეაღო.
- რა მოშხამული ხარ ქარცვაძე რა გეტაკა, დილით ტყუილად დავრბივარ და ვიკლავ თავს? შენნაირ სიფჩხიკინეს ისევ ეს მირჩევნია.
- გვარით ნუ მომმართავ სამოცდამეთექვსმეტედ გეუბნები. კლასელი ვარ შენი თუ მოსწავლე?
- კურსელი!
- ოო. შევედი მე დუშში სანამ კანი გამძვრა. - მეორე სართულზე აირბინა ლენამ, ანდრონიკეს ოთახთან სვლა შეანელა, კარი შეღებული იყო. ვერაფრით აიძულა თავი რომ არ შეეხედა. თავიდან ვითომ ჩაუარა, მაგრამ ვერაფერი დაინახა. კართან მივიდა და ცხვირი შეყო. აშკარად არ გახლდა ოთახის პატრონი აქ. ინსტიქტურად შევიდა შიგნით და ნიკეს ნივთების თვალიერებას მიყვა. ისე სუფთა და მოწერიგებული იყო ყველაფერი საკუთარი ოთახის შერცხვა. გამოტრიალებას აპირებდა უცებ რომ შეხტა.
- ვის ეძებ? - კარში ჩამდგარიყო ნიკე, წელსქვემოთ პირსახოცი შემოეხვია და მეორეთი თმას იმშრალებდა.
- მე... - დაიბნა ლენა. - ვის უნდა ვეძებდე, ოთახი შემეშალა.
- ოთახი შეგეშალა. - გაიღიმა ბიჭმა.
- ხო.
- შენს დერეფნის ბოლოს მდებარე ოთახში შეგეშალა.
- არა. - ლენკამ სწრაფად გაიაზრა ვისი ოთახი იყო იქვე ახლოს. - ნათიას ვეძებდი.
- ნათია შენთან ერთად მოვიდა ლენა.
- ხოდა ამომასწრო! - ნერვები მოეშალა გოგონას და გასვლა დააპირა, როცა ნიკემ უცებ მიკეტა კარი და ზედ აეკრო. - რას აკეთებ?
- აღიარე!
- რა ვაღიარო ხო არ გაგიჟდი, გამოდი მაქედან.
- აღიარე რატომ მოხვედი.
- შენი აზრით რატომ მოვედი?
- არ ვიცი, ალბათ დღევანდელის გამეორება გინდა, იქ მაინც ხალხი, კამერები, ხო აზზე ხარ? - ისე სერიოზულად უთხრა ნიკემ ეს სიტყვები ლენკამ გულიანი სიცილი მორთო. - რა გაცინებს? - წარბები შეკრა ბიჭმა და ერთი ნაბიჯი გადმოდგა გოგონასკენ. ლენკა მაშინვე დასერიოზულდა.
- რას აკეთებ?
- სასაცილოა რაც ვთქვი? - კიდევ მიუახლოვდა ნიკე.
- ძაან და გამატარე ახლავე! - აღელვება ვეღარ დაფარა ლენკამ.
- მე კი მგონია რომ სრულიად სერიოზულია ეს ამბავი. - უკვე მის წინ იდგა ანდრონიკე და ოდნავადაც არ ეტყობოდა ხმაში ირონია.
- რა ამბავი? - ძლივს გადაყლაპა ნერწყვი გოგონამ და ცნობისმოყვარე თვალებით ახედა.
- რომ გიყვარვარ.
ლენას რამდენიმე წამი დასჭირდა იმის გასააზრებლად რაც მოისმინა. ამ დროში ანდრონიკე საგრძნობლად დაიხარა მისკენ და ცხვირი ცხვირთან მიუტანა. დიდი ძალისხმევა დასჭირდა გოგონას და თვალები, რომლებსაც ძალიან უნდოდათ მინაბვა, უფრო მეტად დააჭყიტა. ანდრონიკეს სიცილი წასკდა.
- გიჟი ხარ გეფიცები. - უკვე ხარხარებდა ბიჭი. - არა გიჟიც არ გეთქმის, რაღაც უფრო სხვა, ალბათ შეშლილი. - იცინოდა გულიანად. - ხო, ნამდვილად შეშლილი.
- დაეშვი ნიკე, დაბლა დაეშვი, ხომ გაგიგია, რაც უფრო მაღლა ხარ, მით უფრო მტკივნეულია დაცემა.
- გამიგია, გამიგია. ისე, თუ გინდა მაინც გაკოცებ. - ხელი წაიღო გოგონასკენ, მაგრამ ლენამ ძლიერად ჩაარტყა.
- გაეთრიე.
- შენთვითონ გაეთრიე, ჩემი ოთახიდან მე როგორ გავეთრიო?
- ხოდა გამატარე.
- მიბრძანდი. - ლენამ სწრაფად გაიარა ნიკესგან გათავისუფლებული ადგილი და კარი გამოაღო. - ლენა!
- რა გინდა?
- თუ გინდა დარჩი, ერთ შანსსაც მოგცემ. - გოგონამ ბრაზით მოჭუტა თვალები.
- მართლა?
- ხო, შენთვის გამონაკლისები შეიძლება. - მაგიდას მიეყრდნო ნიკე.
- კარგი. - კარი ისევ მიკეტა ლენკამ და გაიღიმა.
- დარჩები? - გაუკვირდა ნიკეს.
- აბა რას ვიზავ. ამ შანსს როგორ გავუშვებ? - ბიჭისკენ წავიდა ღიმილით.
- აი თურმე როგორი ყოფილხარ. - გაიცინა ანდრონიკემ, თუმცა ლენკამ ვერ გაარჩია სიხარულის იყო ეს ღიმილი თუ სიმწრის.
- დღეს მთელი დღე უცნაურად ვარ. - თავი ჩახარა გოგონამ.
- რატომ?
- არ ვიცი... მგონი მართალი ხარ ნიკე. - მეამიტურად ააფახულა თვალები გოგონამ.
- ანუ? - ხმა გაებზარა ბიჭს.
- მგონი მართლა შემიყვარდი ანდრონიკე. - თვალებში ახედა და რეაქციას დაელოდა. დაფიქრებული უყურებდა ბიჭი. ლენამ თითის წვერებზე აიწია და სახე სახესთან მიუტანა. ცხვირი ოდნავ გაუხახუნა და როგორც კი ბიჭმა თვალები დახუჭა გაეღიმა. ფრთხილად მოშორდა და უკვე შორიდან გაიცინა.
- ახლა დაეშვი ნიკე?
ნელა გაახილა ბიჭმა თვალები და მასაც გაეღიმა.
- ძალიან ჩქარობ, დიალოგები ოდნავ უფრო უნდა განავრცო.
- რა? - ვერ მიუხვდა ლენა.
- ჩქარობ გოგონა, მეტი ლაპარაკია საჭირო, მეტი თავბრუდამხვეობა, ქალური ტანის რხევა და ცოტა გამომწვევობა. გულახდილობა უნდა დამანახო ლენკა, გულახდილობა. მიდი აბა თავიდან. იქიდან დაიწყე კარი რომ მიკეტე.
- იდიოტი ხარ. - გულწრფელად გაეცინა ლენკას.
- ,,The eyes chico, they never lie!”
- მართლა იდიოტი ხარ. - კარი გამოხსნა ლენკამ.
- შენ კი ძალიან ლამაზი.

არანაირი დაცინვა, არანაირი ირონია ან თამაში. კარგად დააკვირდა ლენა. არ ტყუოდნენ თვალები...


მომდევნო დღეს ორივემ აიძულა საკუთარი თავი ისე მოქცეულიყვნენ, ვითომ არ შეცვლილა არაფერი. გაუკვირდა ნინელის, არცერთი მათი ერთობლივი სცენა არ ჩაშლილა, არადა თითქოს ჩვეულებრივ იყო ყველაფერი. ზღვაზე წასვლას აპირებდა ლენა ოთახის კარზე რომ მიუკაკუნა ნიკემ და თან შემოხსნა.
- გაგიჟდი? - დაუყვირა გოგომ და ზედა კუპალნიკით დაფარა სიშიშვლე წელსზევით. ბიჭი გაშეშდა. - რას მომაჩერდი, გადი!
- ლენა რაღაც უნდა გითხრა...
- ნიკე გადი მეთქი! - სულ გაწითლდა გოგონა.
- კარგი... - კიდევ ერთხელ აათვალიერა ნახევრადშიშველი და ღიმილშეპარულმა მოხურა კარი. - იცი რა? - დაუძახა იქიდან.
- რა?
- ტყუილად ემზადები ორშაბათია დღეს და საჭმელი გაქვს გასაკეთებელი. და არამარტო საჭმელი.
- ჯანდაბა... სულ დამავიწყდა. - თქვა თავისთვის.
- აბაზანაც უნდა გახეხო, რამე კომფორტული ჩაიცვი.
- გადი მეთქი! - დაუყვირა გაბრაზებულმა ლენკამ.
- ხომ გამოვედი რა გინდა? - ხმის ტემბრის მიხედვით აშკარად იცინოდა ნიკე.
- აქედანაც გადი! - ისე დაუბრახუნა კარზე ატუზულ ბიჭს უცებ, რომ ანდრონიკე შეხტა და მაშინვე მოსცილდა ოთახს.
- მანიაკი ხარ გეფიცები!
- წადი!
- წავალ!
- ხოდა წადი!
- მივდივარ! - დერეფანს გაუყვა ბიჭი. - გიჟია ნამდვილად, ფსიქოპატკა, შეურაცხადი. - მერე უცებ მობრუნდა და სიცილით აეკრო კარს. - ლენკა!
- ვაიმე... რა ჯანდაბა გინდა, რა? - უკვე ჩაცმულმა გამოხსნა კარი.
- მე არაფერი დამინახავს.
- რა?
- არაფერი. - წარბები ასწია და თვალებით მკერდზე მიანიშნა გოგონას.
- ნიკე!
- მივდივარ მივდივარ. - შემობრუნდა ბიჭი. - მე არაფერი დამინახავს! - მიაძახა უკვე კიბიდან და ლენკამ თავზე მოიჭირა ძლიერად ხელები...


ზოგადად ქარცვაძე კარგი მზარეული იყო, ალბათ იმიტომ, რომ მარტო ცხოვრობდა, აინტერესებდა და უყვარდა როცა ძალიან გემრიელი საჭმელი გამოსდიოდა. არცერთი კერძი არ გაუკეთებია ისე, რომ რამე თავისებური ინგრედიენტი არ დაემატებინა ან არ შეეცვალა, თუმცა, დიასახლისები გაუგებთ, საჭმლის მომზადებას თავისი ხალისი უნდა. ხოდა იმ დღეს ლენკა სულაც არ იყო ხასიათზე რომ რამე გემრიელი მოემზადებინა, ამიტომ კარტოფილის თლა დაიწყო და ოცნებობდა ნიკე არ შემოსულიყო.
- რას აკეთებ? - ოდნავ შეაკრთო ბიჭის ხმამ.
- საჭმელს.
- ჩაგეძიებით და რომელს?
- შემწვარ კარტოფილს.
- ასეც ვიცოდი რომ მეტი არაფერი გეცოდინებოდა.
- მშვენივრად ვიცი, უბრალოდ ეს ყველაზე მარტივია და საზაფხულო, სალათსაც დავჭრი და ყველა კმაყოფილი იქნება.
- მე ბულიონი მინდა.
- რა?
- ბუ-ლი-ო-ნი!
- მე შემწვარი კარტოფილი მინდა.
- კაი... წამო კენჭი ვყაროთ.
- სად?
- მისაღებში არიან, ჯერ არ გასულან ზღვაზე, წამო, წამო!
გოგონამ ღრმად ჩაისუნთქა დასაწყნარებლად და სკამიდან ჩამოხტა. სანამ ხელები დაიბანა ნიკეს მოესწრო ამომრჩეველთა გულის დაპყრობა.
- წარმოიდგინეთ, წვნიანი, მსუბუქი, კამის არომატი რომ დაჰკრავს...
- ნიკე!
- და გაფჩხიკინებული კარტოფილი, რომელსაც წესიერად ვერც შეწვავს.
- არაფერიც, მე კარტოფილს ხახვში ვწვავ, - ხმას აუმაღლა ლენამ. - არც ბევრ ზეთს ვუშვრები, თან სალათსაც დავჭრი წარმოიდგინეთ რა გემრიელი იქნება ორივე ერთად.
ამომრჩეველი დაიბნა.
- ორივე რომ გააკეთოთ? - პატარა ღიპზე ხელი მოისვა ლევანმა.
- ხო, აბა რა. - გაუცინა ლენკამ. - მერე კექსსაც გამოვაცხობ და ბაღში დაკრეფილი ფორთოხლის წვენსაც გამოვწურავ.
- მართლა? - აშკარად ძაან წარმოიდგინა ლევანმა და ნერწყვი გადაყლაპა.
- რა თქმა უნდა, არა. ვსიო, გადაწყდა, კარტოფილს ვწვავ!
- ლენკა მოდი აქ, - წამოეწია ნიკე და მოატრიალა. - ძირს ტირანია ხალხო, თავისუფლება დემოკრატიას!
ანამ ტაში დაუკრა მაგრამ არავინ რომ არ აყვა მალევე გაჩერდა და ხელები უხერხულად ჩამოსწია.
- თუ ბულიონს აირჩევთ წვენებს მე ვიყიდი გპირდებით.
- წვენი კარტოფილს უფრო უხდება!
- მორჩა, დავიღალე. - წინ გამოვიდა ნინელი. - აბა ვის უნდა შემწვარი?
შვიდმა ადამიანმა ხელი ასწია.
- აბა წვნიანი? - ხელი ჩამოსწია ნინელიმ და ხალხს გადახედა. - ისევ შვიდი?
- მერვე მე ვარ! - ამაყად ასწია ხელი ნიკემ.
- ახლავე ჩამოსწიე თორემ მოგამტვრევ!
- ვერ მიწვდები. - აცეკვდა ნიკე.
- სულელი ხარ... - გაბრაზებული შევიდა სამზარეულოში და თლა გააგრძელა.
- რა გითხარი მე შენ? - თავს წაადგა ნიკე.
- ბულიონსაც სჭირდება კარტოფილი და მომწყდი ახლა ურუშაძე აქედან!
- ლენკა...
- რა გინდა?
- მე არაფერი დამინახავს. - გაუღიმა ბიჭმა და მკერდზე დახედა.
- წადი! - დანა მოუქნია გოგონამ.
- კარგი, კარგი, მივდივარ.
- ჯერ ჭურჭელი დარეცხე.
- რო მორჩები ყველაფერს მერე დავრეცხავ.
- მაშინ სახლი დაალაგე, რამე გააკეთე ნიკე თორემ...
- თორემ? - უფრო ახლოს მივიდა გოგონასთან და სახე სახესთან მიუტანა. ლენკამ ნელა შეაცურა ხელი მათ შორის და დანის წვერი ნიკეს ცხვირთან მიადო. - საჭირო არაა. - ფრთხილად გაიცინა ნიკემ და უკან უკან ხელების აწევით წავიდა. - მივდივარ...скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 აქტიური მკითხველი Chikochiko

აუ რა კარგები არიან. გუნება-განწყობის ასამაღლებელი ისტორიაა

 



№2  offline წევრი ჟიზელი

აუ საყვარელი თავი იყო,მაგრამ პატარა :დდ

 



№3 მოდერი Marry Amm

Chikochiko
აუ რა კარგები არიან. გუნება-განწყობის ასამაღლებელი ისტორიაა

ხოო ასეთი მინდოდა იდეაში ზუსტად <3

ჟიზელი
აუ საყვარელი თავი იყო,მაგრამ პატარა :დდ

ეხლა გადავხედე და მართლა რა პატარაა :დ არ მეკადრება მე ესეთები :დ არადა იქ დიდი ჩანდა

 



№4 წევრი დარინა

გიჟები საყვარლები და გადარეულები არიან ესენიიი, კენჭისყრაზე ბევრი ვიცინეეე, საზიზღარი ნიკეე მოთაფლა ხალხიიი, ისეთი სასიამოვნო წასაკითხიააააი ერთი დიდი სიამოვნებააა ყოველი ახალი თავის წაკითხვაააა.

 



№5  offline წევრი izabella

კარგი იყო ძალიან laughing laughing

 



№6 სტუმარი Qeti qimucadze

Pozitiviii, rogor uxdebian ertmanetssss

 



№7 მოდერი Marry Amm

დარინა
გიჟები საყვარლები და გადარეულები არიან ესენიიი, კენჭისყრაზე ბევრი ვიცინეეე, საზიზღარი ნიკეე მოთაფლა ხალხიიი, ისეთი სასიამოვნო წასაკითხიააააი ერთი დიდი სიამოვნებააა ყოველი ახალი თავის წაკითხვაააა.

აუ როგორ მახარებთ არ იცით, ხანდახან ძაან გავუტევ ხოლმე მგონია, თან მართლა სულ დიალოგები მაქვს და არ მინდა დამღლელი იყოს აღარ ვიცი რა ვქნა <3

Qeti qimucadze
Pozitiviii, rogor uxdebian ertmanetssss

აი ეგ მინდა ზუსტად და მიხარია რომ სწორად გადმოვცემ <3

izabella
კარგი იყო ძალიან laughing laughing

მადლობა იზიი <3

 



№8 წევრი ablabudaa

ეს როგორ გამომრჩა, ახალი მოხთრობა რომ დაიწყე. შემთხვევით წავაწყდი და დავაკვირდი შენ რო იყავი. მოკლედ რაა მე ოფიციალურად ვგიჟდები შენს მოთხრობებზე, გაგვახარე მალე ახალი თავით <3

 



№9 მოდერი Marry Amm

ablabudaa
ეს როგორ გამომრჩა, ახალი მოხთრობა რომ დაიწყე. შემთხვევით წავაწყდი და დავაკვირდი შენ რო იყავი. მოკლედ რაა მე ოფიციალურად ვგიჟდები შენს მოთხრობებზე, გაგვახარე მალე ახალი თავით <3

ვფიქრობდი სად დაიკარგა თქო და აი გამოჩნდი :დ დღეს იქნება ახალი თავი <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent