შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენ, სულელები! 3

6-07-2018, 18:03
ავტორი Marry Amm
ნანახია 266

ჩვენ, სულელები! 3

საღამოს ისეთი დაღლილი იყო ვერც კი დაიძინა. ვერანდაზე გამოვიდა, სავარძელში ჩაჯდა და ფეხები მოაჯირს შემოაწყო. ერთხანს უყურა ტელეფონს და ფოტო ალბომში შევიდა. ბოლო სურათი სერიალის ფოტოგრაფს მოპარა, კარგად დააკვირდა ლენა. ზღვის ფონზე იდგა წყვილი, გოგონას ალუბლისფერი ფრიალა სარაფანი ეცვა, ბიჭს ბრიჯები და თეთრი პერანგი. ერთი შეხედვით ისე კოცნიდნენ ერთმანეთს, იფიქრებდი რომ სხვას არ ჰქონდა მსგავსი სიყვარული. ლენკამ მოაახლოვა სურათი. ცდილობდა დაენახა საკუთარი თავი ან ნიკე მათში, მაგრამ ვერა, ისინი პერსონაჟები იყვნენ, უბრალოდ ნინა და ვლადი.
ნაბიჯების ხმაზე ტელეფონი ჩააქრო და მაგიდაზე დადო.
- ვერ იძინებ? - ჰკითხა ანკამ და გვერდით დაუჯდა.
- ვერა... ისე დამღალა დღეს ანდრონიკემ, ძალა არ მყოფნის ჩასაძინებლად. - ორივეს გაეცინა.
- ისე... შენ და ანდრონიკე ერთად კარგად ხართ?
- რას გულისხმობ?
- რა ვიცი... მგონია რომ ერთმანეთი გიყვართ... - ლენკას ხმამაღლა გაეცინა.
- მე და ნიკე? არა, არა. ჩვენ მტრები ვართ. ვერ ხედავ რომ სულ მერჩის?
- რომ ვხედავ მაგიტომ გეუბნები. ნიკე შენთან სხვანაირად იქცევა, ბავშვურად, სასაცილოდ...
- კარგი ანკა რა, აღარ მინდა მაგ თემაზე.
- ანუ რომ გითხრას მიყვარხარო უარს ეტყვი?
- რა თქმა უნდა. - უპასუხა ლენამ დაუფიქრებლად. - მე სულ სხვა მიყვარს. თანაც ეგ არასდროს მოხდება, ჩვენ ვერ ვიტანთ ერთმანეთს, გესმის ანუსი?
- კიდევ კარგი...
- რა კიდევ კარგი?
- მე... მე ისევ მიყვარს ნიკე...
- დეგენერატი. - ჩაიბურტყუნა ლენამ თავისთვის. - ასე იციან მაგათმა. ჯერ თავს შეგაყვარებენ და მერე პრასშაი ძეტაჩკა! - სიგარეტის სუნი ეცა ლენას და თვალები მოაცეცა, დაჟინებული მზერა იგრძნო უკნიდან და ნელა მიატრიალა თავი. ანდრონიკე მოაჯირის მარჯვენა მხარს იყო მიყრდნობილი, მოჭუტული თვალებით აკვირდებოდა გოგონას და ეწეოდა. როლშიც კი არ უნახავს მისი ასეთი თვალები. აშკარა იყო რომ ყველაფერი გაიგონა თავიდან ბოლომდე და ლენკამ თავი დაიწყევლა ასეთი გაუფრთხილებლობისთვის. გოგონას მზერას ანკამ გააყოლა თვალი და ნიკეს დანახვაზე ერთიანად გაწითლდა.
- მე შევალ... აცივდა. - წამოდგა უცებ და თავდახრილი გავიდა ვერანდიდან.
ლენამ სივრცეს გაუშტერა თვალი, გრძნობდა გული რა ძლიერად უცემდა. თუმცა, რა? რა თქვა ასეთი რომ ძლიერ ნერვიულობდა? გაიგონა და გაიგოს... მერე რა?
- მშვიდი ღამეა არა? - ანკას ადგილი დაიკავა ნიკემ.
- ხო... მეც შემცივდა, შევალ.
- არ ადგე!
- ვერ გავიგე?
- მე გითხარი არ ადგე თქო! - მისკენ შეტრიალდა და თვალებში დააკვირდა გოგონას. - ვინ სხვა გიყვარს?
- შენ ეგ რაში გადარდებს?
- მიპასუხე რომ გეკითხები!
- ტონი.
- ვინ ტონი?
- ტონი აკონტროლე ურუშაძე, ტონი! - წამოდგომა სცადა, მაგრამ ნიკე ხელზე დაეჭიდა და კვლავ დასვა გოგონა.
- რატომ იტყუები ლენკა?
- რას ვიტყუები რა გინდა ნიკე, გემიშვი ხელი ახლავე, შენ შენი თავი როლში ხომ არ გგონია? - ხელი გამოგლიჯა და წამოდგა. ის იყო ვერანდიდან გადიოდა რესკი მოძრაობით რომ მოატრიალა ნიკემ და მოაჯირთან მიიმწყვდია.
- ესეიგი არ მოგწონვარ?
- რა თქმა უნდა, არა. რა სისულელეა!
- თვალებში მიყურე!
- ნიკე გამიშვი სანამ ყვირილი ავტეხე ახლა! - ბიჭმა უფრო შემოხვია წელზე ხელები. - ნიკე ვეღარ ვსუნთქავ! - ფართხალებდა უაზროდ. სინამდვილეში ძალიანაც მოსწონდა ანდრონიკეს მკლავებში ყოფნა მაგრამ თვითონაც არ იცის რატომ, უაზროდ ჭირვეულობდა.
- მშვენიერი ღამეა არა საკოცნელად? - ლენკას ტანში სიცივემ დაუარა.
- არც გაბედო ნიკე!
- და რომ გავბედო?
- იცოდე გაგარტყავ!
- მიღირს.
- ნიკე გაჩერდი!
- შენი კოცნა მინდა. - ტუჩებზე დახედა ლენას. საერთოდ არ ჩქარობდა, მიუხედავად იმისა რომ ლენკას უკვე ერთი სული ჰქონდა როდის შეუსრულებდა დანაპირებს და სუნთქვა აუჩქარდა. ნიკემ მკერდზე დახედა. ლენკას წამით მოეჩვენა რომ ბიჭს მისი წვალება უფროდაუფრო მეტად სიამოვნებდა და წარბები შეკრა. - ახლავე გამიშვი თორემ დავიყვირებ ნიკე.
- ვერ დაიყვირებ.
- ვითომ რატომ?
- მაგის თავი აღარ გექნება. - უკითხავად შეუცურა თმაში ერთი ხელი ნიკემ და მისდაგასაოცრად უკვე ძალიან მონატრებულ ტუჩებს უხეშად დასწვდა.
რამდენიმე წამს გაშეშებული იდგა, ლენკა მიუხედავად მოლოდინისა მაინც დაიბნა და საშუალება მისცა ანდრონიკეს სურვილის ასრულებისა. მაგრამ როგორც კი ნიკე მის შიშველ წელს წაეტანა ისევ ხელი ჰკრა და გაბრაზებული მიაჩერდა.
- წინას სჯობდა არა? - ტუჩი მოიკვნიტა ნიკემ, მაგრამ გოგონას აწყლიანებულ თვალებზე თვითონაც მოიღრუბლა. - ლენა...

თვითონაც არ იცის რატომ, მაგრამ მიუხედავად სასიამოვნო განცდისა თვალები აემღვრა ლენას. ალბათ ეს ანკას გამო იყო, გოგონამ იცოდა რაც დაემართა ნიკეს წინა შეყვარებულს და წარმოიდგინა რომ თვითონაც ასე მოუვიდოდა. ამის გაფიქრებაზე ხელები მომუშტა და ბიჭს შეუბღვირა.
- შენი თავი ვინ გგონია ანდრონიკე, ა? ფიქრობ რომ ასე უბრალოდ გააკეთებ იმას რაც გინდა და პასუხი არ მოგეთხოვება? რომ ანკასავით შემიყვარდები, კარგად გავერთობით და მერე მორჩა, მეგობრებად დავრჩებით?
- რა სისულელეა!
- სისულელე კი არა შენი რეალური, წარსული ცხოვრებაა. მე კი საბედნიეროდ ჭკვიანი ადამიანი ვარ და სხვის შეცდომებზე ვსწავლობ!
- ჩემი და ანკას ურთიერთობა ვაფშე სხვა იყო ლენა და ნუ მახსნევინებ, მაგრად ვერ ვიტან!
- მერე ნუ მიხსნი!
- არც აგიხსნი.
- ხოდა ძალიან კარგი. ამ დღის მერე მორჩა, მარტო სცენარში დაველაპარაკებით ერთმანეთს გასაგებია?
- შენ მე ვერ გადამიწყვიტავ როდის მოვიდე შენთან და დაგელაპარაკო თუ არა! - გაცხარდა ანდრონიკე.
- კარგი, ვნახოთ.
- ვნახოთ!
- ესეიგი არ მოგწონვარ არა?
- არა!
- კაი.
- კაი!

გადაღებები ნელნელა ფინალური სერიებისკენ მიიწევდა. ლენკა სულ უკმაყოფილოდ დააბიჯებდა აქეთ-იქით და თვალს ნიკესკენ აპარებდა. ბოლო დროს ბიჭს სულ ანკასთან ხედავდა და ნერვები დაეგლიჯა. მაგრამ ის დღე პიკი იყო...
დილით სანახევროდ გაღებული თვალებით გამოვიდა ოთახიდან, დერეფანში სწორად იმ დროს გამოაბიჯა ანკამაც და მიესალმა. უკვე კიბეებზე ჩადიოდა რომ მოულოდნელად გაიაზრა ვისი ოთახიდან გამოვიდა პერანგიანი გოგონა და შედგა. ყრუ ტკივილმა დაუარა მკერდში, მუცელიც თითქოს რაღაცნაირად შეეკუმშა. ერთად იყვნენ? - ეკითხებოდა საკუთარ თავს და პასუხის გაცემა არ უნდოდა. ღამე ერთად გაატარეს? - ლენამ ინსტიქტურად მუცელზე მოისვა ხელი და კიბის საფეხურზე ჩამოჯდა.
- გაიღვიძე ლენუ? - ჩამოირბინა ნათიამ. - რას ზიხარ აქ?
- მუცელი ამტკივდა...
- უი, რატო? მოიწამლე ვითომ?
- ალბათ უფრო მომწამლეს...
- ვინ გოგო?
- ვხუმრობ ნათია. - ახედა უხალისოდ. - ყავა გამიკეთე რაა, ვერ ვფხიზლდები.
- გაგიკეთებ აბა რას ვიზავ, შაქარი?
- თუ ცივს აკეთებ სამი და ისე ორი.
- ცივს ვაკეთებ.
- ლენკა რა გინდა აქ? - ტყაპა-ტყუპით ჩამოვიდა ნინელი.
- ვაიმეე... ავდგები სანამ სულს ამომხდით ახლა კითხვებით!
- რა მოხდა გოგო?
- არაფერი, არა, ვა! მუცელი ამტკივდა და ჩამოვჯექი, არ შეიძლება?
- ცუდი დღეები გაქვს?
- არა, ალბათ მოვიწამლე... - იცრუა დაქალთანაც. - დღეს უჩემოდ წადით რა...
- დღეს შენი სცენებია უმეტესობა ლენკა!
- გოგო ცუდად ვარ მეთქი, არ გესმის?
- ხო კარგი, ნუ ყვირი... ხვალისებსაც ჩავაწერინებ მაშინ ამათ...
ყავა აიღო და ვერანდაზე ავიდა. სახლი რომ ცოტა მიყუჩდა მიხვდა ყველა წავიდა და ამოისუნთქა. რა ჯანდაბად აიტეხა დარჩენა? ახლა ხომ სულ ანდრონიკეზე იფიქრებდა? თუმცა დანახვას ფიქრი სჯობდა. მაგრამ ლენამ ვერცერთს ვერ აარიდა თავი.
ჩვეულ პოზაში იჯდა, ფეხები მოაჯირზე შემოეწყო, ცივი ყავა კალთაში ედო, თავი გადაეგდო და თვალს ატყუებდა.
- Ferby. - დაიჩურჩულა ნიკემ, ზემოდან ედგა გოგონას და სახე სახესთან მიეტანა.
- შენ აქ რა გინდა?
- უკეთ ხარ?
- ნიკე აქ რა გინდა მეთქი?
- ნუ ყვირი, - გვერდზე ჩამოჯდა ბიჭი და ხელი აიქნია. - დავრჩი რომ მოგიარო. - თქვა ამაყად. ყავის ჭიქა ააცალა და მინერალური წყალი გაუწოდა.
- შენი მოვლა არ მჭირდება!
- მაშინ იმიტომ დავრჩი რომ ჩემს მეწყვილეს მუცელი ასტკივდა.
- და შენ რა შუაში ხარ?
- შენ თუ არ იქნები მე ვისთან ერთად ვითამაშო?
- ანკასთან! - ნიკემ გულიანად გაიცინა. - ხო, რა იყო, ღამეც კი ერთად ხართ და ბარემ დღეც შემცვალე!
- ეჭვიანობ.
- რა სისულელეა.
- ეჭვიანობ, ეჭვიანობ Ferby!
- რა არის ეს Ferby, რა მოიგონე ახლა?
- Ferby არ იცი? ბავშვობა არ გქონია?
- არ ვიცი.
- პატარა ჩიტია დიდი თვალებით. ძალიან გავხარ.
- შევედი რა მე...
- აბა ახლავე დაჯექი. - არ დაანება ანდრონიკემ. - დაგავიწყდა რომ ცუდად ხარ? გაუვიდოდა ამ ბორჯომს გაზი და დალიე დროზე!
- ნიკე შემეშვი არ მინდა!
- დალიე!
- კარგად ვარ უკვე და აღარ მინდა!
- მაშინ ჩაიცვი მიდი წავედით გადაღებაზე.
- აუუ... - თავზე ხელები მოიჭირა ლენამ. - ახლა მე ჩემს ოთახში შევალ და დავიძინებ და ხმა არ გაიღო იცოდე!
- არ დაგაძინებ.
- ვაიმე, ნიკე, რა გინდა ჩემგან?
- რომ მორჩე ამ სიჯიუტეს და უაზრო ჭირვეულობას!
- რას ვჯიუტობ?
- შენ მართლა გგონია დავიჯერე რომ სხვა გიყვარს?
- და რატომაც არა?
- თუნდაც იმიტომ, რომ არავის ელაპარაკები ტელეფონზე უკვე ამდენი ხანია.
- ნაჩხუბრები ვართ და იმიტომ.
- ღმერთო, - ზემოთ აიხედა ნიკემ. - რა მატყუარა გოგოა. არ მჯერა ადამიანო ამ შენი ბოდვების და მიხვდე იქნებ!
- თავი დამანებე!
- არ დაგანებებ.
- მოგიწევს.
- არა.
- კი.
- არა!
- მორჩა... ახლა მართლა ცუდად ვარ... - სკამზე დაეშვა ლენა.
- მე მოგივლი. - უთხრა მზრუნველად ნიკემ და ხელი-ხელზე მოკიდა.
- ნიკე!
- რა გაყვირებს, რა?
- წადი იმ შენს ანკასთან!
- არ მიყვარს ეს ანკა რა ვერ გაიგე?
- აბა წუხელ რა უნდოდა შენთან?
- ტყემალზე ზიხარ არა? მის ოთახში ბადეები გაიხა და შეჭამეს კოღოებმა, ჩემი ოთახი დავუთმე და მე მიშოსთან მეძინა. ახლა დამშვიდდი?
- არც მინერვიულია. - კმაყოფილი მიაწვა საზურგეს და ცხვირი ამაყად ასწია.
- ჩემი ეჭვიანი Ferby. - მიეფერა ნიკე. - ხვალ საჭმელს მე ვაკეთებ. აბა, რას ინებებს თქვენი აღმატებულება?
- ოსტრს.
- ოსტრს, ამ სიცხეში?
- ხო.
- მოწამლული რომ ხარ და პამიდვრიანი და ცხარე არ შეიძლება?
- არ ვარ მოწამლული, მოვიტყუე... - თავი ჩახარა ლენამ.
- ესეც ვიცოდი, არ არსებობს რამე მოიტყუო და ვერ მიგიხვდე რაა!
- უბრალოდ დავიღალე და სახლში დარჩენა მინდოდა. არ უთხრა ნინელის თორემ მომკლავს.
- მაკოცე და არ ვეტყვი.
- ოო, ნიკე!
- კაი, მაინც არ ვეტყვი. - გაიღიმა ბიჭმა. - Ferby...
- რა?
- წამო სადმე კაი აჭარული ვჭამოთ, ა?
- არ მიყვარს...
- რა, ეს როგორ?
- აი ასე, უმ კვერცხზე გული მერევა.
- გიჟია... - თავისთვის გააქნია თავი ბიჭმა. - აბა რა გიყვარს?
- რაც შემწვარია ყველაფერი.
- პიცა?
- იყოს პიცა... - გაუღიმა ლენამ.
- Ferby...
- რა?
- დღეს დიდი დღეა, უნდა აღვნიშნოთ.
- რა დღეა?
- დღეს პირველად გამიღიმე გულწრფელად...скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1  offline წევრი ჟიზელი

აუუუუუუ რატო მანდომებ რომ ვინმე მიყვარდეს,რა გინდა?
მარტოც კარგად ვარ-მეთქი და მერე ასეთ ზაღვარლობა რაღაცებს ვკითხულობ და მინდება მეც მიყვარდეს ვინმე.
ეჰ :დ

№2  offline მოდერი Marry Amm

ჟიზელი
აუუუუუუ რატო მანდომებ რომ ვინმე მიყვარდეს,რა გინდა?
მარტოც კარგად ვარ-მეთქი და მერე ასეთ ზაღვარლობა რაღაცებს ვკითხულობ და მინდება მეც მიყვარდეს ვინმე.
ეჰ :დ

:დ კარგად გამაცინე :დ უბრალოდ ვინმე არა, შენი ჭკუის უნდა გიყვარდეს :დ <3

№3 წევრი თუთა პირველი

Aiii rogorc iqna mxiaruli, pozitiuri da zapxuls ro sheepereba iseti msubuqi da sayvareli istoriaa. Velodebii moutmenlad

№4  offline წევრი დარინა

როგორი ჯიუტია ეს გოგოოო მაგრამ ანდრონიკეც არ ჩამორჩებააა, ისეთი საყვარლები არიან ჩხუბის მომენტებში ლამოს შევჭამო ორივეეე.

№5  offline წევრი ablabudaa

ანდრონიკე ძალიან შეუპოვარი ჩანს აბა ვნახოთ სანამ გასტანს ლენკას სიჯიუტე <3 <3 <3

№6  offline მოდერი Marry Amm

თუთა პირველი
Aiii rogorc iqna mxiaruli, pozitiuri da zapxuls ro sheepereba iseti msubuqi da sayvareli istoriaa. Velodebii moutmenlad

Sakmarisia dzirs drama :d <3

დარინა
როგორი ჯიუტია ეს გოგოოო მაგრამ ანდრონიკეც არ ჩამორჩებააა, ისეთი საყვარლები არიან ჩხუბის მომენტებში ლამოს შევჭამო ორივეეე.

Xoo lena dzaan jiuti gamomivida :D

ablabudaa
ანდრონიკე ძალიან შეუპოვარი ჩანს აბა ვნახოთ სანამ გასტანს ლენკას სიჯიუტე <3 <3 <3

Siyvaruli arjulebs xo ici <3

№7  offline წევრი izabella

ლენკა კარგი გოგოა, ეს ანდრონიკე რაღაც ვერა რა.
პ. ს. თავი მართლა პატარა იყო თუ მე მომეჩვენა?))

№8  offline წევრი ბელუ შეროზია

პირველ თავშიც დავაკომენტარე რომ ველოდი ამ ისტორიას, რაც ნაწყვეტი ვნახე ფბზე, არვიცი მგონი წაიშალა. ხო მოკლედ ძალიან საყვარლებია არიან ლენკა და ნიკე! კითხვისას სულ დებილივით ვიღიმი მათ დიალოგზე laughing მოუთმენლად ველი შემდეგს heart_eyes

№9  offline მოდერი Marry Amm

izabella
ლენკა კარგი გოგოა, ეს ანდრონიკე რაღაც ვერა რა.
პ. ს. თავი მართლა პატარა იყო თუ მე მომეჩვენა?))

Xo... samagierod ra male vdeb? :d

ბელუ შეროზია
პირველ თავშიც დავაკომენტარე რომ ველოდი ამ ისტორიას, რაც ნაწყვეტი ვნახე ფბზე, არვიცი მგონი წაიშალა. ხო მოკლედ ძალიან საყვარლებია არიან ლენკა და ნიკე! კითხვისას სულ დებილივით ვიღიმი მათ დიალოგზე laughing მოუთმენლად ველი შემდეგს heart_eyes

Mixaria rom axali mkitxveli shememate da mogwons, aucileblad iqneba Shemdegi tavi xval <3

№10  offline წევრი mirandaa31

აუ რა კარგი რამეაა. სულ გაღიმებულმა ჩავიკითხე ეს სამი თავი, ცუდ ხასიათზე ვიყავი და გამომაკეთე. რა კარგი ხარ შეენ ❤️ ნიკე ძალიან კარგი ტიპია, ლებკა ხო ვაფშე, მაგარი წყვილი გამოგივიდა
--------------------
ხელმოწერა

№11  offline მოდერი Marry Amm

mirandaa31
აუ რა კარგი რამეაა. სულ გაღიმებულმა ჩავიკითხე ეს სამი თავი, ცუდ ხასიათზე ვიყავი და გამომაკეთე. რა კარგი ხარ შეენ ❤️ ნიკე ძალიან კარგი ტიპია, ლებკა ხო ვაფშე, მაგარი წყვილი გამოგივიდა

ეს ბოლო პერიოდია სულ პოზიტიურად ვარ განწყობილი და მინდოდა თქვენთვისაც გადმომედო. ხოდა ეხლა შენ ძალიან გამახარე რადგან შევძელი და გამოგიკეთე გუნება <3

№12 სტუმარი ანნუუუუკკიიი

სიმართლე გითხრა ერთი ისტორიის დადებას ველოდებოდი და ამიტომაც შემოვირბინე, მარა მერე შემომეკითხა ეს სულელები და "აფრთხოვანებული" ვარ, მაგარია ძაააალიან, იცოდე რომ ერთი მუდმივი მკითხველი გყავს ჩემი სახით

№13  offline მოდერი Marry Amm

ანნუუუუკკიიი
სიმართლე გითხრა ერთი ისტორიის დადებას ველოდებოდი და ამიტომაც შემოვირბინე, მარა მერე შემომეკითხა ეს სულელები და "აფრთხოვანებული" ვარ, მაგარია ძაააალიან, იცოდე რომ ერთი მუდმივი მკითხველი გყავს ჩემი სახით

ანუკი :დ მეც ავფრთხოვანდი ეხლა უცებ შენ კომენტარზე :დ ,,ფერადი” თუ გაქვს წაკითხული ცოტა გვანან პერსონაჟები, ამ ბოლო დროს ასეთ ტალღაზე ვარ :დ

№14  offline წევრი ჟიზელი

სადააა ხარ?! შემომაკლდა პოზიტივი და "სიყვარული მეც მინდა,ამის დედაც ვატირე" განწყობა :დდდდ

№15 სტუმარი ააანნუუკკიიიიი

Marry Amm
ანნუუუუკკიიი
სიმართლე გითხრა ერთი ისტორიის დადებას ველოდებოდი და ამიტომაც შემოვირბინე, მარა მერე შემომეკითხა ეს სულელები და "აფრთხოვანებული" ვარ, მაგარია ძაააალიან, იცოდე რომ ერთი მუდმივი მკითხველი გყავს ჩემი სახით

ანუკი :დ მეც ავფრთხოვანდი ეხლა უცებ შენ კომენტარზე :დ ,,ფერადი” თუ გაქვს წაკითხული ცოტა გვანან პერსონაჟები, ამ ბოლო დროს ასეთ ტალღაზე ვარ :დ

სხვათაშორის წავიკითხე, და "ძან მემეწონა გოო"

დააა ახალი თავი სადარი? ამუნიამ შეჭამაა?

№16  offline მოდერი Marry Amm

ჟიზელი
სადააა ხარ?! შემომაკლდა პოზიტივი და "სიყვარული მეც მინდა,ამის დედაც ვატირე" განწყობა :დდდდ

დიდი დიდი სორრი ამ დღეებში ვერ მოვახერხებ და ტყუილად არ მელოდოთ, მართლა არ შემიძლია და იმედი მაქვს მომიტევებთ <3

ააანნუუკკიიიიი

ახალი თავი რამდენიმე დღეში იქნება სამწუხაროდ :( <3

№17 სტუმარი აანნნუუუკკკიიი

იმედია დიდი იქნება და ისეთი დაგვიანების დანაშაული რომ გამოისყიდოს

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent