შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გერგეთისკენ მიმავალნი (თავი 27)


19-11-2020, 21:20
ავტორი ჰოლანდიელი
ნანახია 332

- მაპატიეთ... ჩემი წასვლის დროა. - ლაშა წამოდგა, ბართან მივიდა. ანგარიში გაასწორა, ზვიადს წასვლისკენ ანიშნა და მასთან ერთად, დაუმშვიდობებლად დატოვა ბარი.
- გადაირიე? რა გეტაკა?! - ბუზღუნით აედევნა ლიქოკელი.
- არაფერი... ცოტა ფეხით გავიაროთ ზვიად.
ქუჩაში გასული მეგობრები ერთხანს უსიტყვოდ მიუყვებოდნენ გზას. ციოდა. ღამის სუსხი ნელ-ნელა ძალას იკრეფდა. მთვარე არსად სჩანდა, ღრუბლებს პირი ავის მომსსწავლებლად შეეკრათ. მალევე დაიქუხა და ელვამ, ალმაცერად დასერილი სივრცე ცისფრად გაანათა.
- იწვიმებს. - ჩაილაპარაკა ლიქოკელმა.
სიტყვა ბოლომდე დასრულებული არ ჰქონდა, რომ ერთბაშად თავსხმა წვიმა წამოვიდა. უახლოესი თავშესაფარი მოძველებულ, სადღეღამისო ჯიხურთან მდებარე ფანჩატური აღმოჩნდა. ღია ფანჩატურში ლუდისა და არყის ბოთლები, პლასტმასის ჭიქები ქაოტურად მიმოფანტულიყო. გრძელ მაგიდაზე, ჭადრაკის დაფის ნაკვალევი მკრთალად შეინიშნებოდა. სჩანდა, ოდესღაც ეს ადგილი სამაგიდო თამაშების, ამხანაგობების შეკრების ადგილი უნდა ყოფილიყო. დროთა განმავლობაში კი უსაქმური ლოთების თავშეყრის ადგილად იქცა. გალუპული მეგობრები კანკალმა აიტანა.
- დალევ არაყს? - ჰკითხა ძმადნაფიცს ლაშამ.
პასუხს აღარ დალოდებია. ჯიხურთან მიირბინა. შუა ხანს გადაცილებულ, ჩასუქებულ გამყიდველ ქალს ფული გაუწოდა და ერთი ბოთლი არაყი, მონადირული ძეხვი, ნატურალური წვენი და ჭიქები სთხოვა. უკან მობრუნებულს ფანჩატურში შეზარხოშებული ახალგაზრდა დაუხვდა. ბიჭი გრძელი სკამის ბოლოში ჩამოჯდა და სიცივისგან შეწუხებული მოიკეცა. ლაშამ მაგიდაზე პოლიეთილენის პარკი გაშალა, ნაყიდი პროდუქტები დააწყო და სტუმარს გადახედა.
- დალევ ჩვენთან ერთად?
სტუმარმა თავი სახეგაბადრულმა წამოსწია. გახარებული წამოდგა და ლაშასკენ წავიდა. მაშინვე არყის ბოთლს დასწვდა, ჭიქები შეავსო, უსიტყვოდა გადაჰკრა და ბიჭებს მადლობელი თვალებით შეხედა.
- პირველად გხედავთ, ამ უბნელები არ უნდა იყოთ?
- არა, აქაურები არ ვართ. - უპასუხა ლაშამ.
- კავკასიელები ხართ? - აქცენტზე მიხვდა რუსი. - რა ხდება თქვენთან ყარაბაღში?
- ასე ვგავართ სომხებს?
- მაშ აზერები ხართ? არა, მათ ცოტა სხვანაირი აქცენტი აქვთ. - თავისივე კითხვას უპასუხა რუსმა. ქართველები არ იქნებით. ისინი, ამ დროს კი არა, დღისითაც თავს ვერ ჰყოფენ გარეთ.
- რატომ?
- ბევრი ქართველი ძმაკაცი მყავადა. უმრავლესობა უკან, საქართველოში დაბრუნდა. დანარჩენებს, გავიგე, ქუჩაში თუ დაინახეს სცემენო. პოლიცია თუ ჩაავლებს დეპორტაციას უკეთებენო.
- ომის გამო?
- ჰო.
- ქართველები ვართ! - ჯიქურ მდგარი ლიქოკელი მრისხანე თვალებით იყურებოდა.
- ქართველები? - გაიოცა რუსმა. მალე მისი გაოცება ირონიანარევმა ღიმილმა შეცვლა. - მიშიკო, მიშიკო... „ფაშისტ“, „პედარასტ“.
- პედარასტები შენს მთავრობაში მოიკითხე. პუტინი, მედვედევი, ჟირინოვსკი. სამი მთავარი პედარასტი. - ლაშას, ზვიადისგან განსხვავებით ღიმილი ეტყობოდა.
- არაა... მიშა! მიშა! - ინერციით აგრძელებდა რუსი.
ისევ არაყს დასწვდა. რუსული ორთქმავალივით ამოიქშინა და ჭიქები შეავსო. ფიქრობდა. ახლა მის ტვინში, ურთიერთ გამომრიცხავი აზრები დომოდედოვოს აეროპორტიდან ასაფრენად გამზადებული თვითმფრინავის ძრავის სიჩქარით ბრუნავდნენ. რაღაცის თქმას აპირებდა, მერე ხელი ჩაიქნია და კიდევ ერთი ჭიქა გადაჰკრა. აღარ ბრაზობდა. პირიქით, ახლა მის თვალებში რუსული ზამთარი სითბოთი იცვლებოდა. მართალია ნელა, მაგრამ შეუქცევადად.
- ცოტაც და სულიკოს სიმღერას გვთხოვს, ან ჩიტო გვრიტოს. - ზვიადს ქართულად გადაულაპარაკა ლაშამ.
გაკვირვებული რუსი ხან ერთს უყურებდა, ხან მეორეს. მას ახლა ბიძგი ესაჭიროებოდა. თავგადასავლებს მონატრებულმა ლაშამაც უბიძგა.
- გიყვარს შენი ქვეყანა? - ჰქკითხა რუსს.
- დიახ, მე მიყვარს ჩემი ქვეყანა. მაგრამ არ მიყვარს ჩემი მთავრობა.
რუსმა მოულოდნელად პირი დააფჩინა. მერე წელში გასწორდა და რაღაცისთვის მოემზადა. „ახლა აყალ-მაყალს ატეხს“ - გაიფიქრა ლაშამ.
- მოიცადე, დაჯექი! - მოქაჩა საყელოზე. - ყვირი რა, არგუმენტია?
არ შეეშინდა, მაგრამ მიხვდა რომ ლაშა მართალი იყო და დაჯდა. მერე თითქოს ავრორამ გაისროლაო, ისე მჭახედ და რევოლუციური პირდაპირობით დაიძახა.
- დაასხი!
ლაშამ ჭიქები შეავსო.
- ჩვენს პედარასტ პრეზიდენტებს გაუმარჯოს. - თქვა რუსმა და მოიყუდა.
ლაშა შეწინააღდეგებას აპირებდა, მაგრამ მალევე გადაიფიქრა.
- ჯანდაბას შენი თავი, ალბათ მართალი ხარ. - თქვა თავისთვის ქართულად, საკუთარი ჭიკა ზვიადისას მიადო და გადაჰკრა.
ორი ქართველი და ერთი რუსი გათენებამდე, უმისამართოდ დაიარებოდა ქუჩებში. ციოდა, მაგრამ სიცივე აღარ აწუხებდათ, რადგან კიდევ ორი ბოთლი დაემატებინათ. ბოლოს, ლაშამ და ზვიადმა გვარიანად მთვრალი და დაღლილი რუსი ფანჩატურთან დააბრუნეს. თავად კი სახლისკენ წავიდნენ. სადარბაზოში შესულები ბინის კარს უახლოვდებოდნენ, რომ ლიქოკელი შეჩერდა. თავი გადაიქნია და გაიცინა.
- რა გაცინებს? - ინსტიქტურად გაეცინა ლაშასაც.
- რამდენიმე თვის უკან რუსები გვეზიზღებოდა, ახლა კი მათთნან ერთად ვსვავთ. გვიხაროდა, რომ ასე უბრალოდ, ყოველგვარი სამიტის, ჩარჩო-ხელშეკრულების, მესამე და შესაძლოა უფრო პედარასტი სახელმწიფოს ლიდერის გარეშე მოვრიგდით.
- ასეა ძმაო. მთავრობა შეიძლება პედარასტი იყოს. იყვიროს, იომოს. უბრალო ხალხი კი ერთმანეთთან ყოველთვის იმეგობრებს... ყოველ შემთხვევაში იქამდე მაინც, სანამ არაყი არსებობს ამ ქვეყანაზე. - გაიცინა ლაშამ და ზარი დარეკა.
- სად ხართ აქამდე?! მოვკვდი ნერვიულობით. - კარი გაუღო ბაკურმა.
- ცოტა დავლიეთ პაპა.
- ცოტა? - გაიღიმა ბაკურმა და მისაღებისკენ მიმავალ, მობარბაცე ზვიად შეხედა. - კარგით, დაიძინეთ. - ერთ-ერთი საძინებლისკენ მიანიშნა ბიჭებს.
- როდის მივდივართ? - იკითხა საძინებლისკენ მიმავალმა ლაშამ.
- საღამოს შენს ახალს პასპორტს მოიტანენ. ხვალ ერევნის გავლით წავალთ.
- კარგი პაპა, დაიძინე შენც.
არაბულის თვალს რული არ ეკარებოდა. ფიქრებთან მარტოდმარტო დარჩენას ვეღარ გაუძლო. წამოწია, ზურგით საწოლის თავს მიეყრდნო და დაიჩურჩულა.
- მაინც როგორ წავიდა?!
- ნუღარ იფიქრებ მაგაზე. - დაიჩურჩულა ლიქოკელმაც.
- არ გძინავს?
- არა. თაკოზე მეფიქრებოდა მეც.
- კარგი გოგოა თაკო, გაგიმართლა. აი მე კი...
- ნუღარ იფიქრებთქო მაგაზე. - წამოჯდა ზვიადი. - შენ და ქეთი სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობთ. ჩვენ სამხედროები ვართ, მეომარი, მუდმივად სიკვდილ-სიცოცხლის გზაგასაყარზე მყოფი ხალხი. ის ფუფუნებაში, კეთლდღეობაში და უდარდელობაში გაზრდილია. ალბათ ამიტომაც უმალავდი ბევრ რამეს.
- რა უნდათ ქალებს ზვიად?
- აბა მე რა ვიცი რა უნდათ.
- განა ღატაკს არ ასდევნებია ქალი ცხრა მთას იქით? ან არ გადაჰფარებია მოსაკლავად განწირულ კაცს? რაც არ უნდა იყოს კაცის ცხოვრება ერთი დიდი ტყუილია. უნდა თუ არ უნდა მალავს თავის ცხოვრებას იმ ქალთან, ვინც უყვარს. ასე გამოდის და რატომ არ ვიცი. ალბათ თავიდანვე ასე იყო, კაცი უფრო ალალად და პატიოსნად ექცეოდა ქალს, მაგრამ მალევე ხვდებოდა რომ ქალი მაინც თავისას ფიქრობს. პატიოსნად ექცევი თუ უპატიოსნოდ. აი ამიტომ კაცმა გადაწყვიტა რაღაცეები დაუმალოს და მოატყუოს. კაცი გამუდმებით რაღაცას იგონებს და დაეძებს, ქალს კი რა უნდა, არაფერს დაეძებს, ელოდება, მხეცსს გავს.
- მხეცს?
- დიახაც მხეცს! ქალი ჩასაფრებულია და იცდის. ერთხელაც კაცს დაუვარდება ტყულებით სავსე ტომარა და ჩასაფრებული ქალი ამოირჩევს იმას რაც უნდა. წამოკრეფს მიწიდან და ყველაფერი მის ხელშია. ქალი ავი და ბედნიერია რადგან ყველაფერი რაც უნდოდა, რაც აწყობდა ახლა ხელთ მოიგდო. და ვინ იბრძვის ყველაზე კარგად? ვინც გაავებული და ბედნიერია.



№1 სტუმარი სტუმარი უცნობი

რა მაგარი თავი იყო ჰოლანდიელო, ლაშა ჩემი საყვარელი პერსონაჟი გახდა ყველა ჩემს მიერ წაკითხულ წიგნს შორის

 


№2  offline წევრი ვიპნი

თავიდან კი შემომელანძღა ლაშა ქალებზე ასეთი ფიქრების გამო,მაგრამ მერე დავფიქრდი ,ყველა იმედგაცრუეებული ადამიანი საპირისპირო სქესს ასე ლანძღავს და ყველას ერთ ქვაბში ხარშავე.

 


№3  offline მოდერი ჰოლანდიელი

ვიპნი
თავიდან კი შემომელანძღა ლაშა ქალებზე ასეთი ფიქრების გამო,მაგრამ მერე დავფიქრდი ,ყველა იმედგაცრუეებული ადამიანი საპირისპირო სქესს ასე ლანძღავს და ყველას ერთ ქვაბში ხარშავე.

ვერ გავიგე? (სიცილის სმაილი)

 


№4 სტუმარი სტუმარი ნენე

ისტორია ძალიან საინტერესო და საკმაოდ კარგია, უბრალოდ ვერ აღვიქვამ ჰოლანდიელს და ქეთის როგორც წყვილს, რადგან ორივე სხვადასხვა სამყაროშია, ის ექიმია და ადამიანის სიცეცლის გადარჩენაზეა ორიენტირებული, ჰოლანდიელი კიდევ სამხედრო. მისი პროფესიის მქონე ადაიანის გვერძე ყოფნა საკმაოდ რთულია, მისი გაგებაც, და ქეთი ამ მხრივ საკმაოდ სუსტია, ის მდიდარი გოგოა, სხვა სფერო, ინტერესი და ა.შ.

 


№5 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარია მომეწონა საინტერესო თავი იყო მაგრამ მაინც მინდოდა ქეთი არ წასულიყო და ლაშას გვერდით ყოფილიყო მაინც მომწონდა როგორც წყვილი მაგრამ ადვილად დათმო ლაშა ეგ არ მომეწონა ველოდები ახალ თავს წარმატებები მადლობთ ????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent