შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მამაკაცის თვალით დანახული იდეალური ქალი


1-02-2016, 21:24
ავტორი Nude
ნანახია 1 334

მამაკაცის თვალით დანახული იდეალური ქალი

ყველა მამაკაცი ოცნებობს სექსუალურ, მომხიბვლელ პარტნიორზე, მაგრამ საინტერესოა, რა კრიტერიუმებით აფასებენ ისინი ქალს? რაში ხედავენ მის სექსუალურობას, მომხიბვლელობას? ქალ-მეგობარზე ოცნებობენ, თავიანთი მომავალი შვილების იდეალურ დედაზე, საკუთარი დედის მსგავს მზრუნველ ქალზე, თუ უბრალოდ, უნაკლო გარეგნობის მქონე კეკლუც მანდილოსანზე?

ჩვენ გადავწყვიტეთ ეს საკითხი გაგვერკვია და გამოკითხვა ჩავატარეთ მამაკაცებში. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ფიზიკური სილამაზე პირველ ადგილზე არ დასახელდა. მამაკაცებმა ბევრი საინტერესო მოსაზრება გამოთქვეს, რომელთა ცოდნაც ბევრ თქვენგანს დაგაინტერესებთ და დარწმუნებული ვარ, გამოგადგებათ კიდეც.

აი, ისინიც:

1. ქალი პირველ ნაბიჯს არ უნდა დგამდეს. იდეალურმა ქალმა მამაკაცის გასაცნობად ინიციატივა არ უნდა გამოიჩინოს, რადგან მამაკაცი ქვეცნობიერად მონადირეა და თვითონ ოცნებობს ქალის მონადირებაზე.

2. იდეალურმა ქალმა უნდა იცოდეს როგორ მოუაროს თავს, უნდა ჰქონდეს საკუთარი სტილი, იყოს ხალისიანი, შეეძლოს ტკბობა თუნდაც პატარ-პატარა ცხოვრებისეული სიკეთეებით, როგორიცაა პარკში გასაეირნება, მზიანი დღე, ან, თუნდაც, გემრიელი დესერტი.

3. ის მთელი თავისი ცხოვრების მიზნად არ უნდა ისახავდეს საქმროს ძებნას. თავის ცხოვრებას არ უნდა აფასებდეს იმის მიხედვით, თუ რამდენად სარფიანად გათხოვდება. არ უნდა ელოდოს არაჩვეულებრივ, იდეალურ პრინცს ცხოვრების დასაწყებად და ზემოდან არ უნდა უყურებდეს "ჩვეულებრივ მოკვდავ მამაკაცებს".

4. იდეალურ ქალს უნდა შეეძლოს მამაკაცს ამაღლებულად აგრძნობინოს თავი: იცინოს მის ხუმრობებზე, ეუბნებობეს მას კომპლიმენტებს და ბრწყინავდეს მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში (ამ შემთხვევაში, მამაკაციც იგივეს გააკეთებს მისთვის).

5. ქალი არ უნდა ეძალებოდეს მამაკაცს, რადგან ეს უკანასკნელი ვერ იტანს დაძალებას და თავისუფლების შეზღუდვას. არ ღირს დღეში რამდენჯერმე დარეკვა და უცოდველი კითხვის დასმა - "სად ხარ?". მომავალ თანაცხოვრებაზე შეკითხვებიც გამაღიზიანებელია მისთვის. მას არ სიამოვნებს ანგარიშების ჩაბარება და გაწერილი გეგმის მიხედვით მოქმედება. მამაკაცები შემთხვევითობას ანიჭებენ უპირატესობას.

6. ქალი უნდა იყოს სექსუალური, მაგრამ ზედმეტობების გარეშე, თუმცა ეს კონცეფცია ურთიერთობის განვითარებასთან ერთად იცვლება. ნაცნობობის დასაწყისში მან თავი უნდა აარიდოს სექსუალურ კომენტარებს და ძალიან გამომწვევად მოქცევას, მაგრამ როცა ურთიერთობა უფრო სერიოზული ხდება - სიყვარულის უფრო ინტიმური გამოხატვა უკვე სრულებით მისაღებია.

7. ქალს უნდა შეეძლოს ინტიმური ურთიერთობისათვის სწორი დრო შეარჩიოს. ზოგჯერ ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ ძალიან სწრაფად გადასვლა სექსზე, გავლენას იქონიებს ურთიერთობის შემდგომ განვითარებაზე. ამ შემთხვევაში არის საშიშროება, რომ ურთიერთობა სექსის გარეშე აღარ განვითარდეს.

8. ნამდვილი ქალი არ უნდა ითმენდეს უმსგავსო საქციელს. მამაკაცები ისეთ ქალს აფასებენ, რომელმაც საკუთარი თავის ფასი იცის. თუ ის შეძლებს, მამაკაცს ჩხუბისა და დაძალების გარეშე აგრძნობინოს, რომ მისი ღალატი მიუღებელია, მამაკაცი მეტად დააფასებს ამ ქალს. ის პატივს უნდა სცემდეს გარკვეულ პრინციპებს.

9. საოცნებო ქალი ყურადღებიანი უნდა იყოს, მაგრამ ზომიერად. ის უნდა აჩენდეს პატარ-პატარა ყურადღების გამომხატველ ნიშნებს, რომლებიც მამაკაცს აგრძნობინებენ, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის. უნდა ახსოვდეს რა უყვარს მის მამაკაცს (საყვარელი კერძი, მუსიკა, თუ სხვა რამე), რა სჭირდება, რას ვერ იტანს და რა აწუხებს.

10. ნამდვილ ქალს უნდა შეეძლოს აირჩიოს ღირსეული მამაკაცი - სერიოზული და საიმედო, რომელსაც შეუძია მასთან პატიოსანი და გუწრფელი იყოს. მასთან უნდა აკავშირებდეს საერთო შეხედულებები ცხოვრებაზე, განათლებაზე, კულტურაზე, გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ერთნაირი დამოკიდებულება ფულთან მიმართებაში (ამის გამო წყვილები ყველაზე ხშირად ჩხუბობენ). ბევრი ფიქრობს რომ განსხვავებული ადამიანები ერთმანეთს იზიდავენ, მაგრამ სანამ მფლანგველ ადამიანს დაუკავშირებ ცხოვრებას, კარგად დაფიქრება სჯობს.

11. ქალი იდუმალი, გამოუცნობი, ყოველთვის საინტერესო და დამაინტრიგებელი უნდა იყოს. მისი ხასიათისა და გარეგნობის ცვლილება იზიდავს და აღაგზნებს მამაკაცს.

12. და ბოლოს, იდეალურ ქალს შეუძლია ნამდვილი სიყვარულით უყვარდეს.скачать dle 11.3

 




№1  offline √ წევრი ™ Nate

ოპ რამოდენიმეს გარდა wink
მომილოცეეთ! იდალური ვარ wink
კაი ჩემით გავალ ხო winked
კარგი სიახლეა!

 



№2  offline √ მოდერი ™ Nude

გილოცაააააავ! wink კაი, მეც გავალ. wink გმადლობ. love
--------------------
bailey

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent