შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამეხმარეთ


22-07-2017, 22:48
ავტორი Hot Chocolate
ნანახია 270

დამეხმარეთ

მოკლედ დადგა ეს დღეც და თქვენგან რჩევას ვსაჭიროებ. ბევრჯერ მიმიცია რჩევა თუმცა სიმართლე გითხრათ ძალიან დაბდურა ადამიანი ვარ და ჩემი პირადისთვის ვერ მიმიხედავს, მიკვირს როგორ ვიძლევი რჩევას. მოკლედ რომ გითხრათ ცხელი შოკოლადი არც ისე მარტივი ადამიანია და არც ოჯახში აქვს ყველაფერი კარგად. ვერასდროს იტანდა მამას გარკვეული მიზეზების გამო არც დედაჩემია ჩემს გვერდით. იმ ერთ-ერთ ოჯახთაგანი ვარ ვისაც დედა საზღვარგარეთ ჰყავს. ყოველთვის ცუდად ვგრძნობდი თავს, ყოველთვის ვფიქრობდი რომ დედას კისერზე ვეწექი და სულ მინდა დავეხმარო მაგრამ არ შემიძლია ასაკი ხელს არ მიწყობს. მამაჩემს კი არ ვიცი მამად რატომ მოვიხსენიებ (გთხოვთ არ დამიწყოთ ჭკუის დარიგება რომ მამაა და უნდა მიყვარდეს. მამობა არასდროს გაუწევია) თუ ვსაუბრობთ ჩხუბით ვასრულებთ თუ არადა სიტყვას ძალით ვგლეჯთ ერთმანეთს. როგორც მიხვდით უხეში ვარ და გულცივიც თუ მიყვარხარ მიყვარხარ თუ არად აი ასეთი ვარ არ მიწყინოთ. ბებო მზრდის თუმცა კარგი ურთიერთობა არც მასთან მქონია და დედაც მიკითხავს ლექციებს როგორ უნდა მოვიქცე. ცხელ შოკოლადს არ სჩვევია ორპირობა და ვერ ითამაშებს თითქოს ბებო ძალიან უყვარს. ძალიან ვიჩხუბეთ სამი დღის წინ. ისე მაწყენინა დღემდე სულ 4 წინადადება თუ მაქვს ნათქვამი და სწყინს მაგრამ ისე ვერ მოვიქცევი როგორც ბევრი, ვერ დავიწყებ სხვების დასანახად დათაფვლას და თუ გინდათ ჩამქოლეთ. ისეთი ემოციური ვარ ყოველი ჩხუბის მერე მე ვტირი და მე ვიტანჯები. ემოციურ ფონს ისიც დავუმატოთ რომ დეპრესიული ვარ ნამდვილად სახიფათო ნაზავს ვქმნი. იქნებ მირჩიოთ როგორ მოვიქცე? როგორ შემიძლია ადამიანს რომელიც გულს მტკენს კარგად მოვექცე? ნახევარი საათის წინ კიდევ ერთი ლექცია მოვისმინე იმის შესახებ რომ კეთილად მოვიქცე. ვერ ვხვდები ბოროტი ვარ? რა ჯანდაბა მჭირს? მირჩიეთ თორემ ჭკუიდან გადავალ აღარ შემიძლია მეტი.скачать dle 11.3

 




№1 √ სტუმარი ™ Guest ტატა

ყველასთან პრობლემა თუ შენ გაქვს სავარაუდოდ შენში რომ მოძებნო "დემონი" და ჩაახშო სჯობს.
მამასთან ჩხუბობ, ბებოს ვერ იტან, დედაც აქ არ არის თორე მაგასაც დასცხებდი ეგრე მგონია.
იქნებ საკუთარ თავზე იმუშაო

 



№2  offline √ წევრი ™ silver stone

არაფერიც არ გჭირს და არავის მისცე უფლება საკუთარ თავზე ცუდად გაფიქრებინოს. უბრალოდ ახლა ცუდად ხარ, მაგრამ თავი ხელში აიყვანე.რაც უფრო ბევრს იფიქრებ შენს ნეგატიურ განცდებზე უფრო ცუდად გახდები. ვალდებული არ ხარ საკუთარ თავს ვინმეს სიყვარული აიძულო, მაგრამ ეცადე ცუდად მაინც არ მოექცე ადამიანებს. ვფიქრობ, ბებო შენგან პატივისცემას მაინც იმსაახურებს

 



№3  offline √ წევრი ™ ki si

Mismine sayvarelo mec egeti var ogond im gansxvavebit ro ert wams vgijdebi adamianze mere sheidzleba shemzizgdes mere isev shemiyvardes yvelas veubnebi rom samyaro dzags magram sinamdvileshi vici rom marto var megobrebs ubralod ver vendobi ase rom araferic ar gchirs gagivlis nel nela

 



№4 √ სტუმარი ™ ანმა

საიდან დავამატო მეც მინდა რაგაცის დაწერა და რჩევა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent