შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უნდა მირჩიოთ გთხოვთ

9-11-2017, 14:31
ავტორი survivedgirls
ნანახია 452

უნდა მირჩიოთ გთხოვთ

უნდა მირჩიოთ რა სხვანაირად არ გამოვა.საქმე არა სიყვარულს არამედ მეგობრობას ეხება.
მოკლედ.მყავდა ერთი დაქალი,რომელთანაც კარგად ვიყავი.მისი ყველა საიდუმლო ვიცოდი,მაგრამ მან ჩემზე თითქმის არაფერი იცოდა.როდესაც ერთად ვიყავით გამუდმებით საკუთარ თავზე მესაუბრებოდა და არც კი აინტერესებდა როგორ ვიყავი.დაველაპარაკებოდი ამაზე და კარგი ბოდიშიო ისაო ესაო და აღარ ვიზამო ესე.მაგრამ ერთი კვირის შემდეგ ანალოგიური მეორდებოდა.მეორე პრობლემა მისგან უღურადღებობა იყო.როდესაც ვწერდი ფეისბუქზე მსინავდა,მეორე წამში კი ჩემხელა ტექსტს დაწერდა და პოსტავდა,სადაც სიყვარულს მიხსნიდა.მე პასუხს პირადში ვწერდი.ის კი მსინავდა და ამ პასუხს სქრინავდა.მოკლედ ძალიან იდიტურად გამოსდიოდა.
დროს კარგად ვატარებდით ერთად ვერთობოდით და მაინც ჩემ მეგობრად მიმაჩნდა.თავისებური იყო ალბათ და ამიტომ მიყვარდა.მაგრამ გულში ვიცოდი,რომ მისი სახით სანდო ადამიანს ვერ ვნახავდი.
ერთ ზაფხულს ერთად ვერთობოდით და კარგად ვატარებდით დროს.უბრალოდ ისეთ უაზრობებს მატყუებდა..ამბობდა რომ ესადდა ეს ბიჭი მწერს და შეხვედრას მთხოვსო.შემდეგ კი აღმოჩნდებოდა,რომ თვითონ ეს სწერდა და ეხვეწებოდა შემხვდიო.ამაზეც თვალს ვხუჭავდი.ბიჭებს ხვდებოდა,მაგრამ მე არაფერს მეუბნებოდა.ამასაც ვუტარებდი.
ერთ დღეს დედაჩემმა დამირეკა და მითხრა,რომ ასე და ასეო იმ გოგოსთან აღარ იმეგობრო ცუდი გოგოაო.მე არ დავუჯერე და გავაგრძელე მეგობრობა მასთან.არმინდოდა ,,დედიკოს გოგო'' ვყოფილიავი.
შემდეგ დედაჩემი ძალიან მეჩხუბა,რომ ნუ მეგობრობო მასთან,რაზეც ძალიან გავბრაზდი.დედაჩემი მემუქრებოდა თუ მასთან გაივლი სახლში არც შემოგიშვებ და არც გასწავლიო.ამან ძალიან გამაბრაზა და იმ გოგოზე ვიყარე ჯავრი.რა საზიზღრობა აღარ ვუთხარი.შემდეგ დავფიქრდი და ძალიან ვინანე,მაგრამ გვიანიიყო.
მითხარით რა ვქნა ახლა იმ გოგოსთან კონტაქტი არ მაქვს,მაგრამ დანაშაულის გრძნობა არ მასვენებს,რომ ცუდად მოვექეცი.რომ დავუბრუნდე გამორიცხულია არა დედაჩემის გამო არამედ ვიცი რომ ისევ ისე ვერ იქნება როგორც ადრე.რა ვქნა იმ გოგოს ბოდიში მოვუხადო თუ?აუ ძალიან ავირიე დამეხმარეთ რა.მეგობრობში არასოდეს მიმართლებს.სულ გულს მტკენენ სულ მღალატობენ და გული ამიცრუვდა ყველაზე,მაგრამ რაღაცნაირად სინდისი მაწუხებს ამ გოგოდსსთან დაკავშირებით.მირჩიეთ რამე ან მითხარით მსგავსი რამ თუ შემგთხვევიათ და როგორ მოიქეცით.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.

№1 სტუმარი სტუმარი თათუ

იცი რა?
ზოგადად,ყველა ურთიერთობაში უანგარო უნდა იყო,მაგრამ ეგ რაღაცნაირად შეუძლებელია.
ადამიანი ხარ და შენც გინდა სითბო,ყურადღება,ზრუნვა.
მითუმეტეს იმისგან,ვისაც იგივეს შენც აგრძნობინებ.
რაღაცეებს რომ გიმალავდა ეგ ცალკე თემაა.
არის რაღაც,რისი თქმაც უბრალოდ არ გინდა და ვსიო.
მაგრამ როცა ერთს მეორეთი ცვლი ეგ საშინელებაა.
ანუ კაი ტიპობა უნდოდა,როცა გეუბნებოდა ბიჭები მწერენო?
არადა პირიქით შვრებოდა.
ან ეს პოსტები,სქრინები და დასინვები რა თემაა?
მოკლედ რაღაცნაირი არადადებითი ტიპი წარმომიდგა თვალწინ.
თან ეს დედებიც ხო რაღაც ნათელმხილველებივით არიან?
ხოდა ჩემი აზრით მაგ გოგოს მართლა უნდა შეეშვა.
იმიტომ კი არა,რომ მე ან დედაშენს არ მოგვწონს?!აი,იმიტომ,რომ რაღაც ეჭვები და უკმაყოფილობის გრძნობა შენც გაქვს.
ეგ ყველაფერი კი ერთხელ თუ შეგიჩნდა,მერე კაი ხანი არ მოგასვენებს.

და თუ შენს საქციელს გულწრფელად ნანობ-მაგას ვინც საჭიროა,ის შეგინდობს და მე თუ მკითხავ,სულ არაა აუცილებელი მაგ გოგომ გაიგოს რომ ნანობ:დ
წარმატებები!
გული არ გაიტეხო,ჯერ ალბათ პატარა ხარ.
ნელ-ნელა ადამიანების ამოცბობასაც ისწავლი და კარგ მეგობრებსაც შეიძენ.
თუ არადა უმეგობროდაც არაა ძნელი.
საძაგელ მეგობრებს. სულ უმეგობრობა სჯობია!

№2 სტუმარი s

რატომ ასწავლით ადამიანს მიაყენოს შეურაცყოფა და მერე დაიკიდოს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ თურმე ის ცუდი გოგო ყოფილა?
ადამიანები მასე უბრალოდ ისე ჰაერიდან არ იქცევიან. ყველაფერს აქვს თავისი ფსიქოლოგიური სარჩული.
არაა სწორი ის, რომ დედაშენზე გაბრაზებულმა მასზე იყარე ჯავრი. არც დედაშენია სწორი როდესაც მეგობრებს გირჩევს.
შეიძლება გითხრას: აი, ეს გოგო არ მომწონს მოდი ყურადღებით იყავი მასთან. მაგრამ არჩევანის წინაშე დაგაყენოს და მასეთ რადიკალურ ქმედებებს მიმართოს არსწორია. შენ შენი ცხოვრებით უნდა იცხოვრო, როგორი პატარაც არ უნდა იყო. შენი არჩევანი უნდა გააკეთო და შენი შეცდომები უნდა დაუშვა ცხოვრებაში. სხვა შემთხვევაში ვერ შეძლებ გაიზარდო დამოუკიდებელი ადამიანი.
თუ კი დამნაშავედ გრძნობ თავს მოუხადე იმ გოგოს ბოდიში.
ჩვენს დანაშაულს ის არ აბათილებს, რომ ვიღაც ცუდი ადამიანია.
თავიდანვე იმ გოგოს ნაკლებით დაიწყე წერა. შენ თვითონვე იმართლებ თითქოს ამით თავს და ესაა სწორედ არასწორი.
მეგობრები სულ გულს მტკენენ და მატყუებენო იძახი და თან შენ რომ ატკინე იმ ადამიანს გული არ გიფიქრია ამაზე?
ჯერ პატარა ხარ ნუ აიცრუებ ადამიანებზე გულს აუცილებლად იპოვნი ნამდვილ მეგობარს.

№3 სტუმარი სტუმარი თათუ

სულ სხვაგან წახვედით თქვენ!

შეურაცხყოფა მიაყენე და დაიკიდეთქო სადმე ვახსენე?
უბრალოდ ახლა ბოდიშიც მოხდას რა აზრი აქვს?
ეს ადამიანი,როგორც ნაწერიდან ჩანს,თავს კომფორტულად არ გრძნობს იმ დაქალთან და მათ მეგობრობას რა აზრი აქვს?
ან აქ რა მნიშვნელობა აქვს პირველი ვინ დააშავებს?
ის უყურადღებოა,სიამოვნებს როცა ყველა თემის ცენტრშია და ამ ადამიანს არაფერს აყოლებს და მითუმეტეს უსმენს.
კარგი იყვნენ ისევ მეგობრები და ამ გოგომ იგრძნოს იმედგაცრუება,წყენა,მეგობრის დაკარგვა და რა?
ეგ ალბათ სხვა დროსაც მოუწევს და ახლა მოსამზადებელი პერიოდია,თუ რატომ უნდა აიტანოს ის,ვისი (კიდევ ერთხელ ვამბობ:არა დედამისს ან მე) საქციელებიც არ მოსწონს და არ თვლის სწორად.
სადაც არა სჯობს,გაცლა სჯობსო ხოდა ჩემო კარგო,ხომ ხედავ რომ არ ხარ მაგ დაქალთან ისე,როგორც უნდა იყო?რა აზრი აქვს გაჭიანურებას?
მოდი რა ამ ისედაც მოკლე ცხოვრებას მსგავს სისულელეებზე ნუ დაკარგავ და ნუ იფიქრებ იმ ხალხზე,ვისაც რატომღაც კარგავ
რას ვიზამთ,არც პირველი იქნები და მითუმეტეს არც უკანასკნელი

№4  offline წევრი survivedgirls

სტუმარი თათუ

ზუსტად გამიგე შენ.იმ დაქალთან არ ვკონტაქტობ დიდი ხანია დავშორდი უბრალოდ ის ფაქტი რომ ეს დედაჩემის ჩარევით მოხდა არ მსიამოვნებს და ცუდად ვგრძნობ ამის გამო თავს.ამ გოგოსთან დაშორებას ნამდვილად ვაპირებდი უბრალოდ მივხვდი ჩემი შეცდომა სადაც იყო.უბრალოდ პიროვნება მჭირდებოდა ვისთანაც ,,ვისელფავებდი'' და გავერთობოდი.მივხვდი ჩემს დანაშაულს და იმასაც,რომ მსგავს რამეს აღარ გავიმეორებ.ადამიანი შეცდომაზე სწავლობსო და ამიტომ მეც ვეცდეი მსგავსი რამ არ გავიმეორე.დიდი მადლობა რჩევისთვის

სტუმარი თათუ
იცი რა?
ზოგადად,ყველა ურთიერთობაში უანგარო უნდა იყო,მაგრამ ეგ რაღაცნაირად შეუძლებელია.
ადამიანი ხარ და შენც გინდა სითბო,ყურადღება,ზრუნვა.
მითუმეტეს იმისგან,ვისაც იგივეს შენც აგრძნობინებ.
რაღაცეებს რომ გიმალავდა ეგ ცალკე თემაა.
არის რაღაც,რისი თქმაც უბრალოდ არ გინდა და ვსიო.
მაგრამ როცა ერთს მეორეთი ცვლი ეგ საშინელებაა.
ანუ კაი ტიპობა უნდოდა,როცა გეუბნებოდა ბიჭები მწერენო?
არადა პირიქით შვრებოდა.
ან ეს პოსტები,სქრინები და დასინვები რა თემაა?
მოკლედ რაღაცნაირი არადადებითი ტიპი წარმომიდგა თვალწინ.
თან ეს დედებიც ხო რაღაც ნათელმხილველებივით არიან?
ხოდა ჩემი აზრით მაგ გოგოს მართლა უნდა შეეშვა.
იმიტომ კი არა,რომ მე ან დედაშენს არ მოგვწონს?!აი,იმიტომ,რომ რაღაც ეჭვები და უკმაყოფილობის გრძნობა შენც გაქვს.
ეგ ყველაფერი კი ერთხელ თუ შეგიჩნდა,მერე კაი ხანი არ მოგასვენებს.

და თუ შენს საქციელს გულწრფელად ნანობ-მაგას ვინც საჭიროა,ის შეგინდობს და მე თუ მკითხავ,სულ არაა აუცილებელი მაგ გოგომ გაიგოს რომ ნანობ:დ
წარმატებები!
გული არ გაიტეხო,ჯერ ალბათ პატარა ხარ.
ნელ-ნელა ადამიანების ამოცბობასაც ისწავლი და კარგ მეგობრებსაც შეიძენ.
თუ არადა უმეგობროდაც არაა ძნელი.
საძაგელ მეგობრებს. სულ უმეგობრობა სჯობია!

17 წლის ვარ მე და თვითონ 19ის არის.ახლა არანაირი კონტაქტი აღარ მაქვს მაგასთან მარტო არა ზოგადად არავისთან,რადგან...ნუ ეს სხვაგან წაგვივანს..მადლობა რჩევისთვის.

№5 სტუმარი zzviadi

მაგაში გამოცდილება არ მაქვს მაგრამ მე ვფიქრობ მშობლწბი ძაან ზედმეტად ზრუნავენ შვილებზე გონიათ კარგს აკეთებენ და შეიძლება ეს ასეც არის მაგრამ ეს შენი ცხოვრებაა შენ უნდა მიიგო გადაწყვეტილება ყველაფერზე და არა დედაშენმა შეიძლება ცუდი დაქალა მაგრამ მაინც დაქალია. და გსიამოვნებდა მასთან ურთიერთობა ახლა კი მოიწყინე გგონია უღალატე. და მართალიც ხარ. მე დავურეკავდი შევხვდებოდი და ვეტყოდი ყელაფერს თუ შენთან მეგობრობა უნდა იმეგობრებს და თან კაი დაქალი. გახდება თუ არადა გულზე მაინც მოგეშვება

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent