შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერი წყვილების 10 ჩვევა


9-11-2017, 22:35
ავტორი 4Love.Ge
ნანახია 953

ბედნიერი წყვილების 10 ჩვევა

1. წვებიან ერთსა და იმავე დროს

ბედნიერი წყვილები უძლებენ ცდუნებას და დასაძინებლად მიდიან ერთსა და იმავე დროს, მიუხედავად იმისა, ვინ უფრო ადრეა ასადგომი.

2. იჩენენ საერთო ინტერესებს

მას შემდგომ, რაც ვნება ცხრება, წყვილები იაზრებენ, რომ მათი საერთო ინტერესები მცირეა. მაგრამ არ დაჰყავთ მინიმუმამდე იმ აქტივობების მნიშვნელობა, რომელთა განხორციელებაც ერთად შეუძლიათ. თუ ასეთი ინტერესი არ არსებობს, ბედნიერი წყვილები თავად ავითარებენ მათ. ამავდროულად, არ დაგავიწყდეს მისდიო შენს ინტერესებსაც, რადგან ეს უფრო საინტერესოს გხდის შენი პარტნიორისთვის და სხვების თვალში მეორე ნახევარზე ნაკლებ დამოკიდებულს გაჩენს.

3. დადიან ხელჩაკიდებული, გვერდიგვერდ

მათ იციან, რომ უფრო მნიშვნელოვანია იყო შენს მეორე ნახევართან, ვიდრე გზადაგზა ათვალიერო გარშემო ადგილები და სანახაობები.

4. გადასული არიან ნდობისა და მიტევების რეჟიმზე

ბედნიერი წყვილები ავტომატურ რეჟიმში ენდობიან ერთმანეთს და პატიობენ იმ ქმედებებს, რაც კონფლიქტის და დავის საგანი შეიძლება გახდეს.

5. ახდენენ ფოკუსირებას პოზიტივზე

თუ დაუკვირდები იმას, თუ რას აკეთებს შენი რჩეული არასწორად, ყოველთვის იპოვი რასაც ეძებ. იგივე შეიძლება ითქვას პირიქითაც – თუ დადებითს ეძებ, აუცილებლად იპოვი. მთავარია, რისი დანახვა გსურს. ბედნიერი წყვილები ცდილობენ დაინახონ პოზიტივი.

6. ეხუტებიან ერთმანეთს დამქანცველი სამუშაო დღის შემდგომ

კანს აქვს მახსოვრობის უნარი: – კარგი შეხება (როცა გეხება ის, ვინც გიყვარს) – ცუდი შეხება (როცა გეხება ის, ვინც არ გიყვარს და გაღიზიანებს) და შეუხებლობა (უგულებელყოფა); წყვილი, რომელიც ერთმანეთს ჩახუტებით ესალმება, სხეულს პოზიტიური მოგონებებით ავსებს.

7. ამბობენ „მიყვარხარ“ და „წარმატებულ დღეს გისურვებ” ყოველ დილით

ეს არის საუკეთესო საშუალება ყოველი დამქანცველი სამუშაო დღის წინ შეიძინო მოთმინების უნარი და უკეთ გაუმკლავდე ისეთ წინაღობებს, როგორიცაა საცობი პიკის საათისას და/ან გამაღიზიანებელი ადამიანები.

8. ამობენ „ძილინების“ ყველაფრის მიუხედავად

ეს ამცნობს პარტნიორს, რომ მიუხედავას იმისა, რამდენად გაბრაზებული ხარ მასზე, მაინც გიყვარს და გსურს მასთან ურთიერთობა. აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ თქვენ უფრო მაღლა დგახართ, ვიდრე წვრილმანი ინციდენტები.

9. ამოწმებენ „ამინდს“ ყოველ დღე

ურეკავენ პარტნიორს სახლში ან სამსახურში, რათა გაიგონ, როგორ მიდის მისი საქმეები. შესაბამისად, უკეთ იციან, როგორ ხასიათზე იქნება მეორე ნახევარი დღის ბოლოს და თავიდან ირიდებენ დამატებით უსიამოვნებებს.

10. ამაყობენ ერთმანეთით

ბედნიერი წყვილები კმაყოფილი არიან იმით, რომ ერთად „იყვნენ შემჩნეული“ – ხელჩაკიდებულნი – ერთმანეთის მხარდამხარ.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent