შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თქვენი რჩევები მჭირდება


21-12-2017, 18:53
ავტორი beka_931
ნანახია 385

თქვენი რჩევები მჭირდება

ძალიან გთხოვთ მირჩიეთ რამე. მძიმე სასიყვარულო მდგომარეობაში ჩავარდი.
მოკლედ გასული სამი თვის წინ მომეწონა ერთი გოგო, გავიცანი და დავამყარე მასთან ახლო მეგობრული ურთიერთობა. თვითონაც სიამოვნებდა ჩემთან ურთიერთობა, სულ ვწერდით ერთმანეთს. ვხვდებოდი, რომ ჩემს მიმართ სიმპატიები მასაც ჰქონდა. შემდეგ რამდენიმე ხნის შემდეგ მივხვდი, რომ გრძნობა გამიმძაფრდა და ეს აღარ იყო უბრალო მოწონება. გადავწყვიტე გამოვტყდომოდი და ასეც მოვიქეცი. ძალიან დაიბნა, ხმას არ იღებდა, ჩემი ხელი ჩამკიდა და დუმდა. ასე მითხრა ასეთი გულწრფელი ჩემს მიმართ არავინ ყოფილაო. მოკლედ პასუხი არ უთქვამს, მაგრამ ცხადი იყო, რომ მასაც ძალიან მოვწონდი. შემდეგი დღეების განმავლობაში ისე ვიყავით, როგორც წყვილი, ძალიან გვიხაროდა ორივეს ერთმანეთი და ამას ყოველთვის აღვნიშნავდით ხოლმე. თუმცა უნდა ითქვას, რომ ჩვენს ურთიერთობას ოფიციალური სახე არ ჰქონდა მიცემული. დაახლოებით სამი კვირის შემდეგ მითხრა ამგვარი რამ, რომ იგი მზად არ იყო მსგავსი ურთიერთობისთვის, რომ უბრალოდ არ შეეძლო და ხასიათი ჰქონდა ისეთი, რომ ზოგჯერ მარტო უნდა დარჩენა, ყველასგან შორს მეგობრებისგანაც კი. კიდევ მითხრა, რომ არ ვიცი მომავალში რამდენად სტაბილური ვიქნები ჩემი ხასიათიდან გამომდინარეო და მირჩევნია ახლავე გავწყვიტოთ ურთიერთობა, რომ მერე ორივეს უფრო მეტად არ გვეტკინოს გულიო. მოკლედ, დავრჩით როგორც (ვითომ) მეგობრები და ვატყობდი, რომ ყოველთვის გაურბოდა ჩემთან ურთიერთობას. რომ ჩაივლიდა ცდილობდა არ შემოეხედა ჩემთვის, როდესაც ვნახულობდით ერთმანეთს რაღაც საქმეებს იმიზეზებდა, რომ არ დამლაპარაკებოდა. მიწერითაც რომ ვწერდი ყოველთვის მიგვიანებდა მოწერას და მოკლე პასუხებს მწერდა. დაახლოებით ორი კვირა უიმისოდ ძალიან ვიტანჯებოდი. შემდეგ სასიყვარულო წერილი და ვარდი გავუგზავნე სამსახურში (წერილში ავუხსენი რომ მიყვარდა და არ ვაპირებდი დანებებას), რაზეც როგორც ჩანს ძალიან ცუდი რეაქცია ჰქონდა და მომწერა რომ ზედმეტის უფლებას ვაძლევდი საკუთარ თავს და ცოტა დავფიქრებულიყავი. ამის შემდეგ "ფეისბუქზეც" დამბლოკა და ფაქტობრივად საერთოდ აღარ მაქვს კონტაქტი.
შეიძლება ბევრმა თქვენგანმა მითხრას შეეშვიო, მაგრამ საქმე იმაშია, რომ არ შემიძლია შეშვება და ძალიან მინდა რომ დავიბრუნო, მინდა რომ ვიბრძოლო მისთვის და კვლავ ჩემსკენ შემოვაბრუნო.
მირჩიეთ რამე როგორ მოვიქცე, რა მეთოდებს მივმართო, არსებობს იმის შანსი, რომ ასეთი სიტუაციიდან მდგომარეობა ჩემს სასიკეთოდ შემოვაბრუნო? თუ აზრი არ აქვს არანაირ მეთოდს ? მადლობა წინასწარ!скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი nei

ჩემნაირი ყოფილა????ვეჭვობ არაფერი გამოგივა და რაც უფრო მეტად ეცდები მეტად გააღიზიანებ????თუმცა შენ მაინც სცადე,იქნებ პირიქით მოხდეს????წარმატებას გისურვებ????

 



№2 სტუმარი სტუმარი beka

nei
ჩემნაირი ყოფილა????ვეჭვობ არაფერი გამოგივა და რაც უფრო მეტად ეცდები მეტად გააღიზიანებ????თუმცა შენ მაინც სცადე,იქნებ პირიქით მოხდეს????წარმატებას გისურვებ????

აი შენ მაგალითად არაფერი არ იქნებოდა ისეთი რაც იმ პიროვნებისგან გესიამოვნებოდა? აი ისეთი რაც ძალიან გსურს რომ აესრულებინა მაინც გაღიზიანდებოდი ?

 



№3  offline წევრი MmaroAmi

სტუმარი beka
nei
ჩემნაირი ყოფილა????ვეჭვობ არაფერი გამოგივა და რაც უფრო მეტად ეცდები მეტად გააღიზიანებ????თუმცა შენ მაინც სცადე,იქნებ პირიქით მოხდეს????წარმატებას გისურვებ????

აი შენ მაგალითად არაფერი არ იქნებოდა ისეთი რაც იმ პიროვნებისგან გესიამოვნებოდა? აი ისეთი რაც ძალიან გსურს რომ აესრულებინა მაინც გაღიზიანდებოდი ?


ეცადე რომ ესაუბრო ისეთ თემებზე რაც მას ესიამოვნება. ყიველგვარი ზედმეტი ახლო ურთიერთობის გარეშე ზოგმა იცის ხოლმე ეჭვიანობა დაამისგამო უარესდება ურთიერთობაც. იყავიგახსნილი ხშირად არ ახსენო 'ჩვენ' 'მედაშენ' ან 'ასე რომ ყოფილიყო' ურთიერთობა ისეთიროგორიც შენ გინდა ასე მეგობრობით და ურთიერთგაგებით უფრო ჩამოგიყალიბდებათ ვიდრე ყვავილებით და სასიყვარულო ბარათებით. წარმატებები შენ! ❤

 



№4  offline წევრი beka_931

გაიხარე, მადლობა <3

 



№5 სტუმარი nei

სავარაუდოდ,სასიამოვნო მომენტები ვერ ჯობნის ხასიათის თვისებებს.

 



№6 სტუმარი ppoi

Xoom rtuladaa saqme...tu isic grdznobda tavidan Daqalebs awvt adgili chemi gamocdilebidan vici )

 



№7  offline წევრი beka_931

ppoi
Xoom rtuladaa saqme...tu isic grdznobda tavidan Daqalebs awvt adgili chemi gamocdilebidan vici )

რას გულისხმობთ?

 



№8  offline წევრი kaisha13

არ ღირს გაგრძელებათ და ბრძოლად,დამიჯერე ახლა ასე ფიქრობ მაგრამ მალე შენვე დაგღლის ასეთი ურთიერთობა და ამდენი ცალმხრივი ბრძოლა,სჯობია სხვა საქმეებით დაკავდე მეგობრებთან გაატარო დრო და მასზე ეცადო მაინც ნაკლებად იფიქრო და თუ მას აქვს რამე ფრძნობა მაინც არ წავა შენგან თუარაქვს კიდე და ამდენ ბრძოლას მაინც არექნება აზრი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent