შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Help me, please

7-01-2018, 16:11
ავტორი Anastasiaa
ნანახია 373

Help me, please

მოკლედ, ახლა შეიძლება იმხელა ტექსტიც კი გამომივიდეს, რომ წაკითხვა დაგეზაროს მკითხველო, მაგრამ რადგანაც აქ ხარ, გთხოვ არ გახვიდე.
იყო ერთი ბიჭი, რომელთანაც მქონდა ურთიერთობა, თუმცა სიყვარულით არ მიყვარდა,
თვითონ მას კი შევუყვარდი იმდენად, რომ ჩვენს შორის არსებული 370 კილომეტრი მხოლოდ ციფრები აღმოჩნდა. მას ძმაკაცი ყავს, რომელიც როგორც ჩანს ადრე მწერდა, მაგრამ მე პასუხს არ ვცემდი.
მოკლედ, ერთხელაც ეს ბიჭი ჩემს ქალაქში ჩამოვიდა სწორედ ამ ძმაკაცთან ერთად და დროის სვლასთან ერთად ვხვდებოდი, რომ მისი ძმაკაცი მიყვარდებოდა, თუმცა ყველაზე საშინელება ის არის, რომ არც ის ჩანდა ჩემს მიმართ გულგრილი. გამუდმებით უნდოდა ჩემთან ერთად ფოტოების გადაღება, მიყურებდა და მიღიმოდა, ხოლო მაშინ, როცა მათი წასვლის დრო დადგა რამოდენიმეჯერ შემომხედა თვალებში და მითხრა: " აუ, შენც წამოდი რა "..
ასე მიყურებდა მარშრუტის გასვლამდე და რამოდენიმეჯერ წაიღიღინა " შენ წამოდი და რათგვინდა ჩვენ მამენტ სხვები - ო ..
ორ დღეში მათ ქალაქში უნდა ჩავსულიყავი და ასე მითხრა დამირეკე, მე უნდა დაგხვდე,
როდესაც ჩამოხვალო, თუმცა ისე მოხდა, რომ ბიჭმა, რომელსაც ვუყვარდი მისი ექაუნთიდან დამბლოკა ისე, რომ მან არაფერი იცოდა, თუმცა გავიდა დრო და, რომ აღარ გამოვჩნდი ძებნა დამიწყო და მიპოვა კიდეც შავ სიაში ..
ამის შემდეგ თავიდან დამამატა და სიტუაციის ახსნას შეეცადა. მითხრა, რომ მოვენატრე და უბრალოდ იმითაც კი კმაყოფილია, რომ კარგად ვარ და მხოლოდ ამის გაგება სურდა.
მე, დავბრუნდი ჩემს ქალაქში და ყოველ დღე მწერდა, მწერდა ყველაფერზე.
ამბობდა, რომ რაღაც უნდა ეთქვა ჩემთვის და ამას მანამ ვერ მეტყოდა სანამ არ მნახავდა.
ამბობდა, რომ ორში ჩემთან ერთად უნდოდა ყოფნა მხოლოდ იმიტომ, რომ ბედობა იყო და ასე მოხდა კიდევაც :) ორში, ბედობას ჩვენ დღე ერთად გავატარეთ, თუმცა მას ჩემთვის სათქმელი არ უთქვამს. მიზეზი არ ვიცი.
ერთად უნდა წავსულიყავით საქართველოდან, თუმცა მე აბიტურიენტობის გამო სექტემბრამდე ვერ ვახერხებ წასვლას და ამიტომ ეს ყველაფერი შემოდგომისთვის გადავდეთ.
როდესაც ვკითხე რა ბედი ეწეოდა ჩვენს ურთიერთიბას მითხრა, რომ ყველაფერი უნდა გაეანალიზებინა, თუმცა ამ ორ დღეში შეიცვალა. უხეში გახდა და მისგან არცერთი შეტყობინება მიმიღია თუ არ ჩავთვლით იმას, რომ შობა მომილოცა და ჩემს ყველა სთორის ნახულობს.
ბოლო მიმოწერის დროს მითხრა, რომ ამით გეგმები არ იცვლება და მაინც წავალთ საქართველოდან. ამბობს, რომ დრო ყველაფერს გვიჩვენებს.
მე, არ ვიცი რა უნდა ვქნა, უბრალოდ ვიცი ის, რომ ძალიან მიჭირს, უკიდეგანოდ.
скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.

№1 სტუმარი mariam baratashvili

me girchev rom, shen tviton daelaparako tqven urriertobaze da ragac ragaceebi daazusto. kitxe ras apirebs an rato ikavebs tavs. damijere egre jobia vidre elodo da arici rodis ra moxdeba an saertod moxdeba tu ara. rogorc chans tavis tavshi araa bolomde darwmunebuli an eshinia urtiertobis da girchev rom shen daelaparako.

№2 სტუმარი სტუმარი lile-eli

"ამბობს რომ ყველაფერს დრო გვიჩვენებს...."
დრო რასაც გიჩვენებს, მხოლოდ წარსულია! ამიტომ დროს შენ ან თქვენ უნდა აჩვენოთ სიტუაცია,რასაც ვეძახით ცხოვრებას.
დაელაპარაკე და ყველაფერს დაარქვით სახელი, როგორიც არ უნდა იყოს ის "ყოფილი" თუ "მოქმედი"; "შეყვარებული" თუ "მეგობარი"...
წარმატებებს და ბედნიერებას გისურვებ!

№3  offline წევრი Anastasiaa

სტუმარი lile-eli

უბრალოდ ვერ ვხვდები მისი ძმაკაცი აკავებს თუ ჩემს მიმართ არაფერს გრძნობს ..

mariam baratashvili
me girchev rom, shen tviton daelaparako tqven urriertobaze da ragac ragaceebi daazusto. kitxe ras apirebs an rato ikavebs tavs. damijere egre jobia vidre elodo da arici rodis ra moxdeba an saertod moxdeba tu ara. rogorc chans tavis tavshi araa bolomde darwmunebuli an eshinia urtiertobis da girchev rom shen daelaparako.

საქმეც ამაშია, რომ მასთან ლაპარაკი შეუძლებელი გახდა ამ ბოლო დროს

№4 სტუმარი სტუმარი lile-eli

სტუმარი lile-eli

"ამბობს რომ ყველაფერს დრო გვიჩვენებს...."
დრო რასაც გიჩვენებს, მხოლოდ წარსულია! ამიტომ დროს შენ ან თქვენ უნდა აჩვენოთ სიტუაცია,რასაც ვეძახით ცხოვრებას.
დაელაპარაკე და ყველაფერს დაარქვით სახელი, როგორიც არ უნდა იყოს ის "ყოფილი" თუ "მოქმედი"; "შეყვარებული" თუ "მეგობარი"...
წარმატებებს და ბედნიერებას გისურვებ!

უბრალოდ ვერ ვხვდები მისი ძმაკაცი აკავებს თუ ჩემს მიმართ არაფერს გრძნობს ..

შესაძლოა ახლა გიჭირს მიხვდე რომელია სწორი, ''ძმაკაცის ღალატი'' თუ ''შეყვარებულის გაურკვევლობაში დატოვება'' მაგრამ ორივე შემთხვევაში ცდება რაგდან შენ არაფერს გეუბმება და სწორედ ეს არის პრობლემა, ამიტომ შენი მოსაზრება ამ სიტუაციაზე აუცილებლად უთხარი.. უთხარი რომ ბევრი კითხვა დაგროვდა დაუსვი კიდეც და დაელოდე პასუხებს, თუ პასუხები არ აქვს უთხარი როცა პასუხები ექნება მხლლოდ მაშინ მოვიდეს შენთან და მის პასუხზე მიხვდები რამდენად ღირს მასზე ფიქრი ან საერთოდ ურთიერთობა. (ლოდინიც გარკვეული ვადით მაგრამ ეს შენთვის დაიტოვე)..
იმედია სწორად გადმოგეცი აზრი რასაც ახლა ვფიქრობ და შედეგი იმედი მაქვს შენი სურვილის შესაფერისი იქნება.

№5  offline წევრი nededback

veraperi ver gavige...

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent