შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამეხმარეთ გთხოვთ


10-02-2018, 22:47
ავტორი tuksi
ნანახია 522

დამეხმარეთ გთხოვთ

იყო ძალიან დიდი სიყვარული, უსაზღვროდ დიდი და ვიყავით 8 წელი ერთად, თუმცა მერე არ ვიცი რა დაემართა რამ არია მაგრამ არასწორ გზას დაადგა ურთიერთობა აგვერია მე სხვა გზაზე ვიდექი ის კი ჭაობში ეფლობოდა... ვერ დავეხმარე, ვერ დავიმორჩილი და დავკარგე...
წავიდა ჩემგან, ცოლი მოიყვანა! სიკვდილის პირას ვიყავი, როცა გავიგე მაგარამ არ ვიცი როგორ გადავრჩი :( 2 წელი გავიდა მას შემდეგ :(
მთავარი უბედურება ისაა რომ ამ 2 წლის მანძილზე კვლავ ჩემს ცხოვრებაშია ოღონდ არა პირდაპირი გზით, გვყავს უამრავი საერთო მეგობარი, რომელთა წყალობითაც იცის ჩემზე ყველაფერი აი ყოველი ნაბიჯი იცის, აი ქუჩაში სიარულისასაც კი მქვს განცდა რო ჩემთანაა მთელი ეს 2 წელი მეგონა, რომ ჩემთან ერთად იყო ყოველ დღე მგრამ...
როგორც კი ახალ ურთიერთობებს ვცდილობ იმ წამსვე მის სახელს მახსეენებენ ჩვენი საერთო მეგობრები :( ცოტა ხნის წინათ ერთი საოცარი ბიჭუ გამოჩდა ჩემს ცხოვრებაში ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით ყველანაირად დადებითი შთაბეწდილება მოახდინა განათლებული, კულტურული, დასაქმებული მაგრამ გულის სიღრმეში ისევ ის შეშლილი თინეიჯერი ბიჭი მენატრებოდა ამიტონმაც არაფერი გამოვიდა და მალევე შევწყვიტე ურთიერთობა...
აიი ყველაზე ცუდი განცდა ჩემთვის ისაა რომ დღემდე ყოველ წამს მგონია რომ ჩემთანაა და ვიცი რომ ნაწილობრივ ასეცაა, მაგრამ ისიც ვიცი რომ აღარაფერი შეიცვლება და არ მინდა ასე გაორებული ვცხოვრობდე... ამ ხნის მანძილზე ერთადერთხელ ცადა თვითონ დაკონტაქტება მაგრამ არ ვუპასუხე :/ აი არ ვიცი რა მემართება ამ ბოლო დროს მგონია რომ ჭკუიდან ვიშლები :( თითქოს აქამდე უფრო ძლიერად ვიყავი ახლა კიდე ერთიანად ძალა მეცლებაა :(скачать dle 11.3




№1 სტუმარი სტუმარი თათუ

რთული სიტუაციაა და ჩემი რჩევა არ ვიცი რამდენად ზუსტია,მაგრამ მაინც გეტყვი..

საერთოდ როცა ადამიანს რაღაც პრობლემა გაქვს,რაც უფრო მეტს ფიქრობ ამ პრობლემაზე,მით უფრო რთული გეჩვენება ის))
ჩემი აზრით,მაქსიმალურად უნდა დაიტვირთო თავი. თუ მუშაობ მეტი საქმე აიღე,კინოში/თეატრში იარე,სახლშიც შეგიძლია ფილმებს უყურო,ლიტერატურულ კაფეებში წიგნები იკითხე,სავაჭრო ცენტრებში გაიარე,ვარჯიში დაიწყე,კექსების ცხობა და ა.შ.
შეგიძლია მეგობრებს კორექტულად სთხოვო შენთან ზედმეტად ნუ ახსენებ ამ პიროვნებას.
არ ვიცი რამდენად სწორი ვარ,მაგრამ მგონია რომ თუ ცოლიანია შენ აღარაფერი შეგიძლია. თუ რამე უნდა გაკეთდეს თქვენი ურთიერთობის სასიკეთოდ ეს მხოლოდ ამ ბიჭს შეუძლია.
გააკეთებს თუ არ გააკეთებს 50/50-ია ამიტომ დროს ფუჭად ნუ დაკარგავ და შენი ცხოვრება გაალამაზე.
დაფიქრდი და მიხვდები რომ ასე ვიღაცაზე ან მასთან დაკავშირებულ პერიოდზე ჩაბღაუჭება სისულელე და მოსაბეზრებელკა.
წარმატებები

 



№2 სტუმარი tamo tamo

ჩემო კარგო ადამიანო ზუსტად მსგავსია ჩემი ისტორიაც, თორმეტი წელი ველოდე იმ ადამიანს, შარშან დაბრუნდა და მიუხედავად იმისა რომ უამრავი თავბრუდამხვევი სიტყვა მითხრა და თავიდან შემაყვარა თავი,საქმით არასოდეს დაუმტკიცებია თავისი სიტყვები, ორ თვეში ჩაილაგა ბარგი და უცხოეთშიგაიქცა,მთელი ცხოვრება გავიმწარე მაგ ადამიანის გამო რამდენი უძილო ღამე,ისემენატრებოდა ბევრჯერ ქუჩაში უცხო ადამიანისთვის მიმიმსგავაებია და გავკიდებივარ,კვირა დღე არ ჩამიგდია მისთვის არ მელოცა,უზომოდ მიყვარს დღემდე და ამ უაზრო სიყვარულით ვიტანჯები სხვის გვერდით ვარ და სხვაზე ვფიქრობ,ზუსტად ვიცი სიყვარულის ფასიც და ძალაც მე მისთვის ყველაფერზე წამსვლელი ვარ მაგრამ სამქუხაროდ მანაც სხვა აირჩია და ტყუილად იმართლებს თავს თითქოსდა სიტუაციდან გამომდინარე მოიყვანა ცოლი და ტყუილად მეფიცება სიყვარულს მე ამ სიყვარულით უბედური ვარ მეზიზღება ჩემი თავი ისეთი კარგი ადამიანია ჩემი მეუღლე რომ არაა იმის ღირსი არ მიყვარდეს,მე კი ძალიან ძალიან ცუდი ბიჭი მიყვარს რომელიც ჩემთვის სამყაროს ამოსავალი წერილია

 



№3 სტუმარი სტუმარი თათუ

თამო,რაც წერილის ავტორს ვურჩიე იგივეს გეტყვი შენც))
ნუ ჩააცივდებით თქვენს პრობლემას..
გალაღდით და შეირგეთ ის რაც გაქვთ და დამიჯერეთ ყველაფერი კარგად იქნება!!❤️

 



№4 სტუმარი Sofiachipchiuri

რა გჭირთ ხალხო გაიხარდეთ. სიყვარული არაა მხოლოდ მიყვარს და მორჩა. სიყვარული ურთიერთობაა პირველ რიგში. და თუ ადამიანი არაა შენი სიყვარულის ღირს როგორ შეიძლება გიყვარდეს არ მესმის. ნუ აიდიალებთ ადამიანებს და ურთიერთობებს დაინახეთ ისინი ისეთებად როგორებიც არიან. ნუ ხართ საკუთარ სიყვარულზე შეყვარებულები შეიყვარეთ ადამიანები და მიხვდებით, რომ როდესაც უღირსი ადამიანი გიყვარს მისი გადაყვარებაც არაა პრობლემა.

 



№5  offline წევრი მანჯგალაძე

მე რომ დამემართოს მსგავსი რამ გუდანაბადს ავიკრეფ და მისგან ძალიან შორს წავალ

 



№6 სტუმარი tamarchikk

kissing_heart სოფია არანაირად არ გეტაანხმები როცაგიყვარსს ვერდაივიიწყებ არგყარებიაა ალბაათ ტექსტის ავტორსსკიბურჩEვ იფიქროსკიდეცმასზე და თU ისშEნიბედია სამუდამოდ ერტად იქნებით აუცილებლად შEხვდებიდაა ილაპარაკებთ ყველაფერზე

 



№7 სტუმარი Sofiachipchiuri

tamarchikk
kissing_heart სოფია არანაირად არ გეტაანხმები როცაგიყვარსს ვერდაივიიწყებ არგყარებიაა ალბაათ ტექსტის ავტორსსკიბურჩEვ იფიქროსკიდეცმასზე და თU ისშEნიბედია სამუდამოდ ერტად იქნებით აუცილებლად შEხვდებიდაა ილაპარაკებთ ყველაფერზე

რას ჰქვია ვერ გადაიყვარებ? სერიოზულად? აი დაუკვირდი რა დაწერა იმ გოგომ. ტიპმა ცოლი მოიყვანა მაგრამ როგორც კი ეს სხვასთან იწყებს ურთიერთობას იმ ბიჭის სახელს უხსენებენ რომ ამან ზედმეტი არ გაბედოს. ტიპს ცოლი ჰყავს და ისევ ამის კვალს დასდევს. ეგეთ კაცს პატივი როგორ უნდა სცე? ან როგორ უნდა გიყვარდეს კაცი რომელსაც არ ესმის რომ შენ შენი ცხოვრება გაქვს? ესეთ რაღაცეებზე გიდგებათ თუ რა გჭირთ რომ ვერ ხვდებით რა დონის საზიზღრობაა მსგავსი საქციელი? ბოლოს და ბოლოს თუ კი ეს გოგო უყვარს დღესდღეობით განქორწინება და სხვაზე ქორწინება პრობლემას არ წარმოადგენს.

 



№8 სტუმარი NI

მგონი, იმიტომ იტანჯები, კითხვებზე პასუხი არ გაქვს.. ათას ვარიანტს იხილავ - ისე რომ ყოფილიყო... ასე რომ მექნა და ა.შ. უბრალოდ უნდა დაიჯერო, რაც მოსახდენი იყო, ის მოხდა და თუ რატომ მოხდა, არ ვიცი როგორი აზრია, ალბათ უნდა შეხვდე, დაგელაპარაკოს გულწრფელად, ანუ იმ კითხვებზე მიიღო ნამდვილი პასუხი, აპატიო და გაუშვა...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent