შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამეხმარეთ ,გთხოვთ

11-03-2018, 17:22
ავტორი Mariam.mari
ნანახია 341

დამეხმარეთ ,გთხოვთ

შეჩვევა თუ სიყვარული ? არსებობს ადამიანი , რომელიც ჩემს ცხოვრებაშ 2 წელია რაც არსებობს. თავიდანვე უცნაურად დაიწყო ჩვენი ურთიერთობა სიმპატიით იყო განწყობილი ჩემს მიმართ, თუმცა შემდგომ როდესაც, მე უარი ვუთხარი , (რადგან მე  ჯერ კიდევ ჩემს წარსულს მივტიროდი). დაიწყო ჩემი იგნორირება და მე ზოგადად ეგოისტი და ეჭვიანი ადამიანი ვარ. მან დაიწყო სხვასთან "ურთიერთობა" და მე კიდე ეჭვიანობა ან ეგოისტობა, არვიცი რა დავარქვა ჩემს საქციელს. მოკლედ ,დაიწყო ჩვენი ურთიერთობა ასეთი არეულობიდან. ბოლოს გავხდით შეყვარებულები. ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა,ბევრი ბედნიერი დღე გავიარეთ ერთად. და აი.... გავიდა 2წელი და ჩემში რაღაც ხდება ....თითქოს ვეღარ ვგრძნობ იგივეს ,რასაც ვგრძნობდი ურთიერთობის დასაწყისში,წარსულზე ვფიქრობდი ძალიან იშვიათად,ეხლა კი პირიქით ხდება.ვფიქრობ თითქმის ყოველ დღე. მაწუხებს ეს ყველაფერი,თავს დამნაშავედ ვგრძნობ-...
ძალიან არის ეს ადამიანი ჩემზე მიჯაჭვული. რამდენიმე დღის წინ ვიკამათეთ და მოვაყოლე ამ ყველაფერს დაშორება. ბევრი ვილაპარაკეთ, ძალით მეხუტებოდა და გული ისე უცემდა გაოცებული ვრჩებოდი. და ცრემლები მოსდიოდა. საბოლოო ჯამში ვერ დავშორდი. აღარ ვიცი რა ვქნა. ჩემში რაღაც ნაწილი წუხს,რომ მასთან ურთიერთობა დავიწყე,რადგან ეხლა უფრო ვატკენ გულს,არადა ამ დროს ჩემთვისაც ძალიან რთულია ეს ყველაფერი. ვზრუნავთ ერთმანეთზე და ეს მიხარია. კარგი ურთიერთობა გვაქვს საერთო ჯამში,თუმცა ვკამათობთ ხოლმე. ძალიან ეჭვიანია და არ უყვარს სხვებთან ერთად,რომ ვარ და უფრო ამის გამო ვჩხუბობთ ხოლმე,მე კიდე არმიყვარს ვინმე რომ მზღუდავს. ბავშვობიდან დღემდე ისედაც ბევრი რამ მაკლდება ხოლმე. როგორ ფიქრობთ ამის გამო ხომ არ შემეცვალა მის მიმართ დამოკიდებულება? თუ იმიტომ რომ მე უბრალოდ მასზე შეჩვეული ვიყავი და სინამდვილეში არმიყვარდა? თუმცა მასზე ზრუნვა ასე რატომ მაბედნიერებს მაშინ,რას მეტყვით? დამეხმარეთ ,გთხოვთ.скачать dle 11.3

№1 სტუმარი დამიჯერე

აუ არ დაკარგო ეგ ბიჭი :/

№2 სტუმარი სტუმარი Suzy

დაელაპარაკე იმაზე რომ არ მოგწონს ასე რო გზღუდავს და თუ მოეშვა იგივე არ გააგრძელა და შენც თავისუფლრბას იგრძნობ მიხვდები ეს იყო შენი გრძნიბების შეცვლის ან არევის მიზეზი თუ არა

№3  offline წევრი Mariam.mari

დამიჯერე
აუ არ დაკარგო ეგ ბიჭი :/

???????????? არც მე მინდა,მაგრამ რა ვქნა როგორ დავიბრუნო იგივე დამოკიდებულება... ..

სტუმარი Suzy
დაელაპარაკე იმაზე რომ არ მოგწონს ასე რო გზღუდავს და თუ მოეშვა იგივე არ გააგრძელა და შენც თავისუფლრბას იგრძნობ მიხვდები ეს იყო შენი გრძნიბების შეცვლის ან არევის მიზეზი თუ არა

სტუმარი Suzy
დაელაპარაკე იმაზე რომ არ მოგწონს ასე რო გზღუდავს და თუ მოეშვა იგივე არ გააგრძელა და შენც თავისუფლრბას იგრძნობ მიხვდები ეს იყო შენი გრძნიბების შეცვლის ან არევის მიზეზი თუ არა

იციის რომ ეგ ყველაფერი არმიყვარს,მილიონჯერ გვვილაპარაკია ამ ყველაფერზემაგრამ იგივე გრძელდება მაინც????

№4 სტუმარი Gvanc

Aset urtiertobas Ratom angrev gonia mis naers sadme naxav ase rom uyvarxar rom dakargv mere mixvdebi yvelafers gaufrtxildi da gauge mandac Imitom geqceva mase rom mistvus mnishvnelovani xar da uyvarxar tore rom ekido vafshe yuradgebas ar mogaqcevda Chemi rcheva gaufrtxilde maset adamians da daafaso

№5  offline წევრი rainey

მაგ ბიჭს ვერშეცვლი, მაინც იეჭვიანებს ხოლმე ამიტომ ეგ დაივიწყე. ვფიქრობ რომ სიახლე გინდა, უბრალოდ მოგბეზრდა მუდმივად ანალოგიური სიტუაციები. მართალია გულს ვერ უბრძანებ, თუმცა შენი ლაპარაკიდან ჩანს რომ კარგი ბიჭია, იშვიათობაა, და ამიტომ გონებით მაინც უნდა მოგწონდეს. შეიძლება ვერ უგებთ და რაღაც დანაკლისს განიცდი. ანუ, ჩემი აზრით, უფროსწორად, ზოგს მოგვწონს როდესაც ბიჭს აქვს ისეთი რამ რაც მუდმივად ამოუცნობს ხდის მას, ანუ მოსაბეზრებელი აღარ ხდება. შესაძლოა მაგას ვერ ხედავ მაგ ბიჭში შენ. არის მომენტები როდესაც წარსული გვახსენდება ხოლმე ისე, რომ თითქოს იმდროინდელი განცდებიც გვახსენებს თავს. აშკარაა რთუი პერიოდი გაქვს. შეგიძლია თავი გამოსცადო, ცოტახანს არ ნახო, არ ეკონტაქტო (თუკი ბიჭი მოითმენს) ნუ ეცადე, და ასე თუ ისე დარწმუნდები შენს გრძნობებში. იმ ბიჭისთვისაც კარგი იქნება. თუ მაინც სადღაც გაქვს ეჭვი რომ ბოლომდე არ გინდა მასთან, ნუ არვიცი რა გითხრა, რთული მომენტი იქნება. გულით უნდა გრძნობდე მას. წარმატებები <3

№6  offline წევრი Mariam.mari

rainey

მიცდია მსგავსი რამ მაგრამ არ გამომდის მაინც თვითონ მნახულობს ????

ყველაას დიდიიი დიიდიი მადლობაა ძალიან დამეხმარეთ ,მართლაა

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent