შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეს ყველაფერი უკვე ბოლოს მიღებს-დამეხმარე


24-03-2018, 22:09
ავტორი აბიგაილი
ნანახია 354

ეს ყველაფერი უკვე ბოლოს მიღებს-დამეხმარე

დიდი ტექსტის დაწერას ვაპირებ მკითხველო,მაგრამ თუ ცნობისმოყვარეობამ გძლია და ჩემს სიახლეზე გადმოხვედი,მაშინ იქნებ არც დაგეზაროს ჩემი ამბის მოყოლა.
პირველ რიგში, ადრეული ასაკიდან დავიწყებ...
რაც თავი მახსოვს,ყოველთვის სერიოზული ადამიანი ვიყავი. ბევრი ფიქრი და ლოგიკური მსჯელობა სხვადასხვა საკითხზე ბავშვობიდან კარგად მქონდა განვითარებული. ვსწავლობდი კარგად ,მაგრამ არასდროს ვყოფილვარ მარტო წიგნებში თავჩრგული. ჩემს მეგობრებს რომ კითხოთ, რომც არ ვიცოდე რაღაც,ამ რაღაცის გაკეთება მაინც გამომდის...გარშემო ადამიანები სულ რაღაცნაირი თვალით მიყურებენ,გეგონება მონაკოს პრინცესა ვიყო,მაგრამ მერე რომ გამიცნობენ ხოლმე,ხვდებიან რა სხვანაირი ვარ.არ ყოფილა ჯერ ადამიანი ეს არ ეთქვას,ალბათ ჩემი ხასიათის ბრალია ყველაფერი. თავშეკავებული ტიპი ვარ.ვიცი სად უნდა გავიცინო,სად უნდა გავჩუმდე და ა.შ... შეიძლება იფიქრო,რომ ზედმეტად მიყვარს საკუთარი თავის კონტროლი,მაგრამ ასე არაა...უბრალოდ ასეთი ვარ...
13 წლის რომ ვიყავი, პირველად შემიყვარდა...ზაფულის გატაცებას რომ ეძახიან,ეგ მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში. არ ვიცი საიდან როგორ მოფრინდა ეს გრძნობა,მაგრამ არაფერი გამოვიდა და ფფაქტია,16 წლამდე საშინლად ვიტანჯებოდი ამის გამო... ვიცოდი,რომ მასაც ვიყვარდი..ვიცი,ამ ასაკში ეს სიტყვა სასაცილოდ ჟღერს,მაგრამ არ მგონია, რომ 3 წელი მოწონება მატირებდა ხოლმე თითქმის ყოველ ღამით... მოკლედ,ეს იყო და რომ ყველაფერი ცუდად დასრულდა, საკუთარი თავის დამცირება დავიწყე.ვამბობდი რომ მახინჯი ვიყავი,ზედმეტად რთული,ძნელია ჩემნაირ ადამიანთან ურთერთობა...ბუზის სპილოდ გადაქცევა შემიყვარდა ამ ყველაფრის მერე. საკუთარი თავისთვის ერთხელაც არ მითქვამს რომ "იცი რა?შენ ლამაზი ხარ,ჭკვიანი,სერიოზული..შენ სასურველი ადამიანი ხარ."...ყოველთვის,ყოველთვის რამე თუ ხდებოდა,მხოლოდ და მხოლოდ ჩემი თავი მეგონა დამნაშავე...ზედ არავის ვუყურებდი...ყველას ვიშორებდი,არავინ მინდოდა...ვიცოდი ვინც მინდოდა,მაგრამ არ იყო ჩემთან ერთად და არც არასდროს იქნებოდა...გადავწყვიტე რომ მე გობლინი,კვაზიმოტო ვიყავი,არავინ აღმიქვამდა ლამაზად...ზოგადად ჩემნაირი გოგოები არ უყვარდებათ.. წლები გავიდა,ძალიან ბევრი ბიჭი გამოჩნდა,მაგრამ გული არც ერთთან არ მიშვებდა ახლოს... თუ ვინმე მეუბნებოდა რომ ვუყვარდი,არ ვუჯერებდი...ვენები რომ გადაეჭრა ჩემს თვალწინ დასამტკიცებლად,მაინც არ დავუჯერებდი...არ ვიცი,ასე როგორ დავკომპლექსდი და როგორ ამიცრუვდა საერთოდ ყველაფერზე გული...მეზიზღებოდა ყველა,ვისგანაც კი სიმპატიას ვგრძნობდი და ყველაფერს ვაკეთებდი ,რომ ჩემკენ არასდროს,არასდროს აღარ გამოეხედათ...
მერე დავიწყე უნივერსიტეტი..ხომ ხვდებით ახალი გარემო და მე კიდევ ისევ ეს ღრმად ჩანერგილი დამოკიდებულება...
ზოგად, მინდა,რომ ერთი შემიყვარდეს და მას გავყვე ცოლად..მასთან გავიყო მთელი ჩემი ცხოვრება...ვიცი,რომ საშინლად რომანტიკოსი ადამიანი ვარ ,მაგრამ ამ დროს თან არ მჯერა,რომ ოდესმე ჩემი ადამიანი გამოჩნდება. 13 წლის მერე,გულის აჩქარება რა იყო ვინმეს დანახვისგან,აღარ ვიცოდი...
მერე მე და ჩემი მეგობარი გაზაფხულის სემესტრში ,პირველ კურსზე შევედით ისეთ ჯგუფში,სადაც არც ერთ ჯგუფელს არ ვიცნობდით...სამი მეგობარი იყვნენ ბიჭები ამ ბავშვებს შორის და ყოველთვის როცა ლექცია გვქონდა,ერთ-ერთი მათგანი მე და ჩემს მეგობარს ნერვებს გვიწამლავდა,სულ კომენტარებს გვიკეთებდა და მერე არც ჩემი დაქალი აკლებდა...საინტერესო,მიმზიდველი გახდა ეს ლექცია...რაღაც ახალი იყო..მიხაროდა სამშაბათის მოსვლა,რადგან ვიცოდი გავერთობოდით...ხომ ხვდებით,მერე ცალკე ვარჩევდით მე და ჩემი მეგობარი... სემესტრი რომ დამტავრდა,ბოლო სამშაბათის ლექციიდან რომ გამოვედით , მეტროში ვსაუბრობდით და მითხრა ,რომ ეს ბიჭი მოსწონდა...
აი,იქ გადამეკეტა...პირველად დავფიქრდი ჩემს გრძნობებზე... მოდი,რომ არ აირიო, პირობით სახელებს დავრქმევ ამ ბიჭებს... ლევანი, დიტო , დათო ... ჩემს დაქალს ლევანი მოეწონა...და ეს რომ მითხრა,ყველაფერი ერთიანად დატრიალდა..მაშინ მივხვდი რატომ მიხაროდა ლექციებზე მისვლა...ლევანის ერთ-ერთი ძმაკაცი დათო მომწონდა და თან ძალიან მომწონდა...მთელი სემესტრი ვერ ვაანალიზებდი..ხომ წარმოგიდგენიათ, ზაფხული დაიწყო... და ძალიან ჩვეულებრივად, მეგონა გადმაიარა ყველაფერმა,მაგრამ ეს სამნი და ჩვენ ისევ მოვხვდით ერთ ჯგუფში და მოკლედ, დათოსაც მოვწონდი..ყველა ამჩნევდა,ისეთებიც კი,ვინც არ იცნობდნენ... დეტალებს აღარ მოვყვები,ბევრჯერ გამიგია, მისი დიტო და ლევანი ჩემზე რომ დასცინოდნენ ან მე მირტყავდნენ რაღაც ისეთს,ყველაფერი რომ ნათელი იყო...მაგრამ შემეშინდა...ერთ დღეს ავდექი და გადავწყვიტე,რომ დათოს ჩემში არაფერი არ მოსწონდა,უბრალოდ მეც და ჩემს მეგობრებსაც ყველაფერი გვეჩვენებოდა, და ასე ცამოწმენდილზე დაიგნორება დავუწყე..ზედ აღარ ვუყურებდი...საერთოდ აღარ ვესალმებოდი...არ ვიცი,გეგონება არ არსებობდდა...
გულის ტკენის შემეშინდა...
გადავწყვიტე,რომ არ მჭირდებოდა არავი გვერდით და ეს ყველაფერი პირვეკ კურსზე იყო...მთელი მეორე კურსი ვკვდებოდი ისე მინდოდა ,რომ მოსულიყო და ეთქვა რომ ვუყვარვარ ან რაღაც,არარეალურზე ვოცნებობდი..ზღაპარიდან გადმოვარდნილი ხომ არ იყო,ჩემი ასეთი დაიგნორების მერე მოსულიყო და რამე ეთქვა...მეორე კურსის ბოლოს ჩემმა დაქალებმა მეტროში დაინახეს ვიღაც გოგოსთან ხელჩაკიდებული და არ ვიცი,ზედმეტად ამაყი ვარ,ისეთი ამაყი,რომ რადგან მივხვდი სხვა უყვარდა,ჩემს თავს იმ დღესვე გადავუკეტე ყველაფერი ამ ადამიანზე...აღმოჩნდა რომ ჩემი ჯგუფელი გოგო და დათო ახლა ლექციებზე მისხედან ხოლმე ერთად...მაგრამ რეაქცია არც მაშინ მქონია,პირველად რომ გავიგე ვინ იყო ის გოგო...ზაფხულში გადავხარშე რომ გული მეორედ მეტკინა,ოღონდ ამჯერად მე ვიყავი დამნაშავე და ვერც ვხვდებოდი,რატომ მეშინოდა,რატომ ვუკეთებდი ამას ჩემს თავს.. უფრო დიდი კომპლექსები დამეწყო...თავი უკანასკნელი ბაბაიაგა მგონია...აი,მაგალითისთვის ერთ ჯგუფელ ბიჭს ვუყვარვარ პირველი კურსიდან და იცის,რომ არაფერი გამოვა..ამიტომ ცდილობს მემეგობროს,რომ შემხვდება ხოლმე უნივერსიტეტში, ვერ ველაპარაკები,ვერც ვუყურებ... თვალებში ვერ ვუყურებ,ასე მგონია,რომ შევხედო,იტყვის რომ მახინჯი ვარ...ხომ ხვდებით რა დონეზე მაქვს დარხეულიი...დაქალი მეჩხუბა,შენ ის მომენტი გიყვარს ,რომ იტანჯები,მე რომ ასე მომწონდეს ვინმე,ეგ ვინმე უკვე ჩემი იქნებოდაო...მე ,მე კიდევ სუფთა ქაჯივით დავაიგნორე...მაგრამ მალე რომ სხვა შეყვარებული გაიჩინა,ესე იგი,არც ისე ძლიერად მოვწონდი,როგორც მე მინდოდა...ახლა მესამე კურსზე ვარ,ხომ ხვდებით..დიდი დრო გავიდა ..
და გამოჩნდა ვიღაც, ისევ ჩემი ჯგუფელი...
არ ვიცნობ,მაგრამ ჩემი დაქალი იცნობს და რომ ვკითხე ვინაათქო,ამან ისიც კი მითხრა ერთნაირად ჭკვიანები და ჯუჯღუნები ხართო,აუ რა მაგარი წყვილი იქნებოდითო..არც კი მითქვამს ,რომ მომეწონა...თან არ ვიცი,გქონიათ თუ არა ის მომენტი,ადამიანს რომ შეხედავ და უბრალოდ ეტყობა ,რომ კარგი ადამიანია..დათოც მაგიტომ მომეწონა თავის დროზე და ახლა რატიც (პირობითად დავარქვათ ). მაგრამ ვეღარ დავუშვებ ,რომ იგივე დამემართოს ,რაც დათოზე დამემართა... ყველაფერი ცალმხრივი საშინელებაა...ამიტომ სანამ რამე დამეწყბეა,უკვე ჩამერთო დავდაცვის სინდრომი და უკვე ზედ არ ვიყურებ რატის... ჩემი დაქალი კიდევ მეუბნება,რომ პაკლონიკები თავზე გაყრია, აარჩიე ვინმე,არავინ შეგჭამს დამიჯერეო...თუ არ გეცოდინება როგორია ბიჭთან ურთიერთობა, შეიძლება მერე ცოლად ისეთს გაყვე,გეგონოს რომ გიყვარს და მერე ასე არ აღმოჩნდესო..
მე კიდევ ვთვლი,რომ საკმარისი ჭკუა მაქვს იმისთვის,ასეთი ურთიერთობების გარეშეც რომ ვიპოვო ჩემი ადამიანი..
უბრალოდ,ისიც ვიცი,რომ ძალიან,ძალიან დავიღალე მარტოობით.მეც მინდა ვინმეს სიგიჟემდე ვუყვარდე და ანალოგიურად ვაფრენდე მეც სიყვარულისგან.
შეიძლება იკითხო,რატომ ვწერ ამას,რისი მოსმენა მინდა...
შენ თვითონ მიხვდები,მითხარი რა ვუშველო თავს ,ა? როგორ დავძლიო კომპლექსები...რა გავაკეთოო... ელემენტარული,ვინმე რომ მომეწონება,იგნორი რომ არ დავუწყო მაინცскачать dle 11.3




№1  offline წევრი აბიგაილი

გრამატიკული შეცდომები დაიკიდეთ,არ მქონდა ტექსტის გადახედვის თავი...არასერიოზული და არაფრისმთქმელი ისტორია გამოვიდა მგონი,მაგრამ გახსოვდეთ, რომ უკან ძალიან ბევრი ბედნიერი წუთი და ძალიან ბევრი თვითგვემა უდგას ამ სიტყვების კორიანტელს

 



№2 სტუმარი ბელკა

1)შთაბეჭდილება დამრჩა რომ მაზოხისტი ხარ და მოგწონს რაღაცეებს რომ მიედ-მოედები.
2)ახლა ალბათ თვლი რომ გენიოსი ხარ და არაფერი გეშლება,მაგრამ როცა გაიზრდები და საკმარისს გამოცდილებას დააგროვებ მიხვდები რომ გამოუცდელი იყავი ამ დროს.
3) ბიჭებთან ურთიერთობის თითქმის არანაირი პრაკტიკული გამოცდილება არ გაქვს და მარტო თეორიული ცოდნაზე და საკუთარ გენიოსობაზე დაყრრდნობას არ გირჩევ.
3)მორჩი ამ აბსურდული თეორიების შექმნას თუ გინდა მარტო არ დარჩე,ანუ შენ თავს შენ თვითონ უნდა უშველო,თუ არადა გარანტიას გაძლევ მოსაწყენი მარტოხელა მოხუცი იქნები წლების შემდეგ,რომლსაც გასახსენებელი მარტო ის ექნება,როგორი კომპლექსებით დახუნძლული ახალგაზრდა გენიოსი იყო ერთ დროს:)
პ.ს.იმედი მაქვს გულს არ გაგიტეხავს ჩემი კომენტარი:*წარმატებები:*

 



№3  offline წევრი აბიგაილი

ბელკა
1)შთაბეჭდილება დამრჩა რომ მაზოხისტი ხარ და მოგწონს რაღაცეებს რომ მიედ-მოედები.
2)ახლა ალბათ თვლი რომ გენიოსი ხარ და არაფერი გეშლება,მაგრამ როცა გაიზრდები და საკმარისს გამოცდილებას დააგროვებ მიხვდები რომ გამოუცდელი იყავი ამ დროს.
3) ბიჭებთან ურთიერთობის თითქმის არანაირი პრაკტიკული გამოცდილება არ გაქვს და მარტო თეორიული ცოდნაზე და საკუთარ გენიოსობაზე დაყრრდნობას არ გირჩევ.
3)მორჩი ამ აბსურდული თეორიების შექმნას თუ გინდა მარტო არ დარჩე,ანუ შენ თავს შენ თვითონ უნდა უშველო,თუ არადა გარანტიას გაძლევ მოსაწყენი მარტოხელა მოხუცი იქნები წლების შემდეგ,რომლსაც გასახსენებელი მარტო ის ექნება,როგორი კომპლექსებით დახუნძლული ახალგაზრდა გენიოსი იყო ერთ დროს:)
პ.ს.იმედი მაქვს გულს არ გაგიტეხავს ჩემი კომენტარი:*წარმატებები:*

გენიოსი ?
არა დიდი ხანია გულს ასე იოლად არაფერს ვატეხინებ. სრული სიმართლეა ,რაც დაწერე კომპლექსიან ტიპად ჩამოვყალიბდი ყველაფრის გამო. და ამ წუმპიდან თავს ვერ ვითავისუფლებ.სწორედ ამიტომ დავწერე ჩემი ამბავი აქ და ასე ზედაპირულად. იქნებ ვინმე შენნაირები გამოჩდნენ მთელი თავისი სიუხეშით და მაგან მაინც გამომარკვიოს.ჩემმი მეგობრები უკვე დავღალე. ანალოგიურად,წარმატებები.

 



№4  offline წევრი აბიგაილი

ტატულიკა
საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე ადამიანს გავხარ, ესე რომ რომ არ იყოს ამდენად არ დაიწყებდი თავის ქებას, შენც არ იცი რა გინდა და სხვამ რა უნდა გირჩიოს, თან ბლატაობ და თან რჩევა გინდა. ჯერ შენ თვითონ გაერკვიე რა გინდა

კომპლექსებზე ვლაპარაკობ,რომ ადამიანებს ვერც კი ვუყურებ სახეში და შენ კიდევ ამბობ რომ საკუთარ თავზე მაქვს დიდი წარმოდგენა? ვბლატაობ ?
უბრალოდ იმის გამოკვეთა მინდოდა,რომ სანამ რამე ნაბიჯს გადავდგამ ,იმაზე ვფიქრობ რას რა მოყვება, ყველაფრის მეშინია და ამ დროს შენ ამბობ ,რომ მე ჩემი თავი მიყვარს და ყველაფერზე წინ ვაყენებ?
არ მგონია საკუთარ თავზე ვისაც დიდი წარმოდგენა ააქვს, ფიქრობდეს რომ მთელი ცხოვრება არავის შეუყვარდება და მსოფლიოში ყველაზე მახინჯი და არასასურველი ადამიანია... არ ვიცი,რაც დავწერე შეიძლება ამბიციურად ჩანს,მაგრამ მხოლოდ იმის ჩვენება მინდოდა ,რომ არც ტყემალზე ვზივარ და არც ციკლოპი ვარ,მაგრამ მაინც ამას ვფიქრობ საკუთარ თავზე.. საინტერესო რჩევაა რომ მეუბნები " ჯერ შენ თვითონ გაერკვიე რა გინდაო" , რომ ვერკვეოდე რა მინდა,აქ აღარაფერს დავწერდი...
მაინც მადლობა, ჩემი პიროვნების გაშიფვრა რომ ამ ზედაპირულ ტექსტიდან ძალიან აუღელვებლად მოგინდა.

 



№5  offline წევრი ტატულიკა

მე ის გითხარი რა შთაბეჭდილებაც დამრჩა, ალბათ არამხოლოდ მე. ხოდა უნდა გაერკვე რა გინდა

 




ტატულიკა
მე ის გითხარი რა შთაბეჭდილებაც დამრჩა, ალბათ არამხოლოდ მე. ხოდა უნდა გაერკვე რა გინდა

აშკარად მხოლოდ შენ დაგრჩა ასეთი შთაბეჭდილება :დდ მაგრამ საიდან გამოიტანე ამგვარი დასკვნები ვერ ვხვდები :დდ

 



№7 სტუმარი სტუმარი Balu

Gamarjoba es sityvebi tu gagamxnevebs getyvi rom marto shenarxar mase mec zustad shensavit var magram amisgamo argirs ese nerviuloba martla.daikide da kvelaferi tavisit gamoswordeba.aucileblad shexvdebi isets romeltanac ardakompleqsdebi ubralod chven anu me da shen zedmetad romantiuli xalxi vart da amas mxolod isetebi gaigeben vinc chvennairia amas seriozulad geubnebi.jer ar gamochenila is ertadertdi da roca gamochndeba kvelafristvis ianwbi mzad da sheni kompleqsebic gaqreba.axva adamianebtan imitom ar gamogdis urtiertoba rom gulis sigrmeshi realurad ahen ukve ici aqvs tuara momavali am urtiertobas amitom gasakviri Araa rom win ikurebi :)

 



№8  offline წევრი აბიგაილი

სტუმარი Balu
Gamarjoba es sityvebi tu gagamxnevebs getyvi rom marto shenarxar mase mec zustad shensavit var magram amisgamo argirs ese nerviuloba martla.daikide da kvelaferi tavisit gamoswordeba.aucileblad shexvdebi isets romeltanac ardakompleqsdebi ubralod chven anu me da shen zedmetad romantiuli xalxi vart da amas mxolod isetebi gaigeben vinc chvennairia amas seriozulad geubnebi.jer ar gamochenila is ertadertdi da roca gamochndeba kvelafristvis ianwbi mzad da sheni kompleqsebic gaqreba.axva adamianebtan imitom ar gamogdis urtiertoba rom gulis sigrmeshi realurad ahen ukve ici aqvs tuara momavali am urtiertobas amitom gasakviri Araa rom win ikurebi :)

შენმა სიტყვებმა გამამხნევა და თან როგორ. ზუსტად ასეა. გულის სიღრმეში უკვე ვიცი ხოლმე,რა მომავალი ექნება იმ ურთერთობას ,რომელიც შემიძლია რომ წამოვიწყო... ალბათ ყველაფერი დალაგდება,მეც ამის იმედი მაქვს. დიდი,დიდი მადლობა^^

 



№9 სტუმარი სტუმარი ლიკუნა

არ ვფიქრობ რომ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა გაქვს, უბრალოდ მესმის, ცდილობ დაგვანახო მახინჯი რომ არხარ მაგრამ თვითრწმენა არგაქვს. იცი რაშია შენი პრობლემა? ძაალიან დიდი ხნის განმავლობაში დგახარ და ეძებ ბიჭს, რომელიც გაგაბედნიერებს, მასე არ არის, აქამდე ვერავისთან აეწყე? იმიტომ რომ არ იყო შენთვის არავინ. მოდი თავს ნუ დააძალებ რომელიმე პაკლონიკი აირჩიო და იმასთან იყო პროსტა იმიტომ რომ რამე მაინც იგრძნო, გადაიტანე უბრალოდ სხვა რამეზე ყურადღება და დამიჯერე ისე მოვა შენს ცხოვრებაში ნამდვილი სიყვარული, რომ ვერც გააცნობიერებ, ზუსტად მაშინ, როცა არ ელი, და დამიჯერე, მაშინვე იგრძნობ და აღარსად გაუშვებ. არ გეგონოს მე ანგელოზი ვიყო, სწორედ იმის გამო, რომ მთელი ცხოვრება ცხვირაბზუებულმა ვიარე უცებ დავიღალე და ერთ ბიჭთან დავიწყე ურთიერთობა ისე რომ ვიცოდი არაფერი გრძნობა არ მქონდა, მერე ძალიაან დიდ შეცდომად ჩავთვალე და ახლაც ვნანობ, არმინდა შენც ეს ქნა. საბოლოოდ იმ შეცდომის გამო თავი საკმაოდ ვიგვემე და როცა არ ველოდი და სურვილიც არ მქონდა მაშინ გამოჩნდა ადამიანი, რომელთანაც ახლა ვარ და არასოდეს ვიფიქრებ რომ ეს შეცდომაა, თუნდაც იმიტომ რომ მე არ მიძებნია თვითონ მოვიდა.

 



№10 წევრი teengirllove

იცი რა ,შენი მესმის, ბავშვობაში გული ისე გეტკინა ,ყველაფერზე ჩაიქნიე ხელი..მე ვფიქრობ შენ არ ატან თავს ძალას და არ ინდომებ თორემ ყველაფერი გამოგივა ..ყველა ადამიანს უნდა გვერდით საყვარელი ადამიანი ყავდეს,შენც ხომ გინდა? ხოდა ვინმე რომ მოგეწონება ადექი და ,,იბრძოლე მისთვის " ,რასაც აქამდე არ აკეთებდი ეხლა გააკეთე , თავს ძალა დაატანე და იმოქმედე ....მეც ეგეთი ვარ ,რომ შევამჩნევ ვინმეს მოვეონვაფ უკან ვიხევ,თითქოს მეშინია რომ არაფერი გამოვა ,ან მეღადავება ,ან რაიმე მსგავსი ,..ყოველთვის ტვინში თითქოს თავდაცვის ინსტიქტი მერთვება , გულის ტკენისგან დაცვი..ამას კი ჩემთვის ცუდის მეტი არაფერი მოუტანია, მე ვხედავდი როგორ ვტკენდი ჩემი თავშეკავებულობით ადამიანს რომელსაც ძალიან ვუყვარდი და ერთი ჩემი გახედვაც საკმარისი იყო რომ მოსულიყო ჩემს ცხოვრებაში,მაგრამ შემეშინდა ....
ნუ რავი , არვიცი დაგეხმარება თუარა ჩემი სიტყვები..უბრალოდ გირჩევ უკან აღარ დაიხიო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent