შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მჭირდება რჩევა!


25-04-2018, 19:02
ავტორი tvildo13
ნანახია 435

მჭირდება რჩევა!

არ მახსოვს რამდენი ხანი გავიდა,იმ ბიჭის მოწონების შემდეგ. არ მახსოვს,როგორ და რანაირად მოვახერხე გადაყვარება და მასზე ფიქრების შეწყვეტა.ისევ ისე მიფეთქავდა გული,რომ დავინახავდი,მაგრამ არ იყო ის გრძნობა,რომელიც აქამდე იყო და მივხვდი,რომ ახლა რამდენ ადამიანზეც არ უნდა ვთქვა,რომ მიყვარს თქო წლების შემდეგ მივხვდები,რომ ეს სიყვარული არ იყო.

ახალი ადამიანი გამოჩნდა.ახალი ბედნიერების პიკი.ვიცი,რომ ახლა ამ პერიოდში ვგიჟდები მასზე და შეიძლება წლების შემდეგ გამეცინოს ამაზე,მაგრამ რა ვუშველო იმ განცდებს,გრძნობებს,რომელიც ახლა მაწუხებს და მოსვნებას არ მაძლევს.ნახშირივით შავი კულულა თმები აქვს,სწორი,აპრეხილი ცხვირი,ულამაზესი თვალები და ოდნავ პატარა წვერი.

ვერ გავუგე ვერაფერი.თავიდან ამბობდა საყვარელი ხარო,ვერ დავიძინებ,რომ დაგბლოკოო,შემდეგ არაფერი გამოვაო, ახლა "ძმაკაცები" ვართ. იმდენად უაზროა დგომა მის წინ და პირში ღიმილი,როცა გულს გტკენს.ხანდახან სახლში სკამზე ჩამოვჯდები და ისტერიული ტირილი მივარდება.ვფიქრდები და ვციდლობ მისი სახე გავიხსენო,როგორ გამოიყურება,მაგრამ ვერ ვიხსენებ.ამაზე უფრო ისტერიულად ვტირი და ბოლოს ძლივს ძლივობით წამოვდგები სკამიდან რათა ლოგინზე დავებერტყო და აღარ შემაწუხოს მასზე დარდმა.

მეუბნებიან,რომ არაფერი არ ქნა შენო,თვითონ მოგაქციოს ყურადღებაო, მაგრამ არა!არ შემიძლია, რათქმაუნდა არ უნდა გადავდგა პირველი ნაბიჯი,მაგრამ ნებისყოფა არ მყოფნის.

მაგალითად იმ დღეს:ვეღარ მოვითმინე და ისე მოვეხვიე,რომ არც დავფიქრებულვარ,მაგრამ არ მინანია.არ მინდა ოდესმე მასთან ყოფნის დრო ვინანო. ის არ იქნება ცხოვრების შეცდომა(ნუ ახლა ასე მგონია).

ბედნიერებაა მის გვერდით ყოფნა,ბედნიერებაა,როცა უყურებ სახეში და ის გიღიმის. ბედნიერებაა,როცა ის ჩემს გვერდით არის,მაგრამ ხო ვიცი,რომ ერთხელ და სამუდამოდ დაესმევა ყველაფერს წერტილი.ბედნიერება არ იქნება.ის არ იქნება ჩემთან.არ მინდა.არ მინდა, ოდესმე ასე მოხდეს,რადგან ვიცი,რომ ამჯერადაც გამიჭირდება გადატანა.

დერეფანში,რომ შემოუხვევს,შორიდანვე მძაფრად მიცემს გული და ვცდილობ მასთან ახლოს არ ვიყო,რადგან ვიცი,რომ გული ვეღარ გაუძლებს და ვეღარ დაიტევს ამხელა სიყვარულს და ბედნიერებას.

რა ვქნა? რა გავაკეთო? ახლა ძალიან ბევრი მირჩევთ,რომ ეცადე გადაიყვაროო,მაგრამ თქვენც,ხომ იცით,რომ ძალიან ძნელია ეს და არ შემიძლია?!скачать dle 11.3




№1 წევრი ლიდია

გადაყვარებას არ გირჩევ, რადგან ჯერ არაფერი მომხდარა ისეთი, რომ იფიქრო, რომ არ მოსწონხარ. ხანდახან ბიჭები სპეციალურად იქცევიან ასე, ხანდახან არა. მაგრამ ვერაფერს გაიგებ სანამ რაიმეს არ მოიმოქმედებ ხომ? ხოდა შენც ადექი და ბოლო დონეზე დააიგნორე, აეჭვიანე ისე რომ ვერ მიხვდეს რომ აეჭვიანებ, აღარ იყო მის მიმართ თბილი და დააკვირდი მის რეაქციებს. თუ გაბრაზდება, ან შეგეკითხება რატომ მაიგნორებო ესეიგი შეამჩნია და ადარდებ.
გაგვაგებინე რა მოხდება <3

 



№2  offline წევრი Lindemann

ლალალალალალალალალაა
მომეწონა ბიჭი მოვეწონე ბიიიჭს
გული ისევ ფეთქავს
ფილტვში ქარი ქრიიის დდდდ
--------------------
Aus den Augen, aus dem Sinn.

 



№3 სტუმარი aliaska

ლიდია
გადაყვარებას არ გირჩევ, რადგან ჯერ არაფერი მომხდარა ისეთი, რომ იფიქრო, რომ არ მოსწონხარ. ხანდახან ბიჭები სპეციალურად იქცევიან ასე, ხანდახან არა. მაგრამ ვერაფერს გაიგებ სანამ რაიმეს არ მოიმოქმედებ ხომ? ხოდა შენც ადექი და ბოლო დონეზე დააიგნორე, აეჭვიანე ისე რომ ვერ მიხვდეს რომ აეჭვიანებ, აღარ იყო მის მიმართ თბილი და დააკვირდი მის რეაქციებს. თუ გაბრაზდება, ან შეგეკითხება რატომ მაიგნორებო ესეიგი შეამჩნია და ადარდებ.
გაგვაგებინე რა მოხდება <3

ai dzaan kargi rchevaaa

 



№4 სტუმარი იზაბელა.

მოადუნე ყურადღება, არ მიწერო არ დაურეკო.... დატესტე... შენ მას თვითშეფადება ისე აუმაღლე რომ მოსწონს შენი მხრიდან აქტიურობა... ვიცი გაგიჭირდება ძალიან....ერთს გირჩევ სხვა ბიჭთან ერთად გავლა არ გინდა ეს უკვე ცნობილი ხრიკია. სხვანაირადაც შეგიძლია აეჭვიანო. შენი მანერებით, ტელეფონზე საუბრით. იყავი უფრე მეტად სექსუალური ვიდრე აქამდე იყავი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent