განგაში ახალ ისტორიაზე
მეგობრებო როგორც ყოველთვის დღეს დილითაც გაღვიძებისთანავე სოციალურ ქსელში შევედი,(ჩემი დილა ყოველთვის ასე იწყება) და უცნაური მესიჯი დამხვდა ავტორობასთან დაკავშირებით რამაც დამაბნია. არვიცი წაკითხული გაქვთ თუ არა ისტორია "ქალბატონი შალიკიანი" როგორც ვიცი საიტზე სულ სამი თავი დევს და ჩემს ერთგულ მკითხველს ვურჩიე კიდეც რომ წაეკითხა რადგან ავტორს ვიცნობ და ის ჩემი სახელით და გვარით არის რეგისტრირებული საიტზე.ვიფიქრე დასაწყისისთვის ცოტა მოტივაცია ექნება და ნაშრომზე უფრო მეტად გაამახვილებს ყურადღებასთქო. მესიჯი ასეთი იყო:-მარიამ როგორ ხარ?შენთან ერთი სათხოვარი მაქვს და ძალიან გთხოვ უარი არ მითხრა.არ მინდა შეგარცხვინო შენ ხომ ხალხს ჩემი ისტორია ურჩიეს წასაკითხად მაგრამ ამხელა მუზა არ მაქვს,ჩემთვის ეს დიდი ტვირთია როგორია როცა გელოდება მკითხველი როდის დადებ ისტორიას და შენ აზრებს ვერ ალაგებ,ახლა ჩემს პირადში ბევრი ცუდი ხდება. -კარგი მაგრამ რა უნდა მთხოვო,ისტორია საერთოდ რა შუაშია? -ვიცი რომ კარგი მწერალი ხარ და შეძლებ რომ ისტორია განავრცო და მკითხველამდე ისე მიიტანო რომ კითხვით სიამოვნება მიიღონ. -გინდა შენი ისტორიის წერა განვაგრძო?-ნამდვილად გამიკვირდა -გთხოვ,უარი არ მითხრა,მე მწერლად არ გამოვდგები,უბრალოდ შემიძლია ვიყო ერთგული მკითხველი და გულშემატკივარი. და მერე რაც მოხდა არ აქვს მნიშვნელობა.მოკლედ თქვენი აზრი მაინტერესებს თუ წაიკითხეთ ღირს რომ გავაგრძელო ისტორია?თუ უბრალოდ ასე შუა გზაზე უნდა დამთავრდეს? გთხოვთ რომ ამ გაურკვევლობაში არ დამტოვოთ.თუ მეტყვით რომ ღირს გაგრძელება მე გავაგრძელებ მაშინვე როდესაც ჩემს ისტორიას "წერილი წარსულიდან" დავამთავრებ დიდი მადლობა ყურადღებისთვის ველი რჩევებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.