შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯანდაბა! (28)


1-02-2017, 02:17
ავტორი annabelle
ნანახია 2 072

-შეიძლება შემოვიდე?-კარზე დააკაკუნეს.ონიანის ხმის გაგებისას ვინანე სამსახურის შემდეგ სახლში წასვლა რომ გადავწყვიტე.
-შემოდი!-ლოგინზე წამოვჯექი და ბალიში მუხლებზე დავიდე სანამ ჩემს ოთახში შემოვიდოდა.
-გამარჯობა!-შემოსულმა ხელები ჯიბეებში ჩამალა და ოთახი მოათვალიერა.
-დაჯექი-საწოლზე,ჩემს გვერდით მივუთითე.
-დასამშვიდობებლად მოვედი!
-ოუ,ნუთუ დამშვიდობება იცი?-გავიცინე.მასაც გაეცინა,მხარი მხარზე გამკრა და ჭერს ახედა.
-უკან ვბრუნდები,ამჯერად დიდი ხნით.თანაც ცოლი მომყავს!-დაასრულა თუ არა შოკისგან ნერწყვი გადამცდა.ხველება ავტეხე.ნიკუშამ ზურგზე დამადო ხელი-კარგად ხარ?
-ჰო,ჰო,კი!-ძვლივს ამოვისუნთქე გაოგნებულმა-ეს ქორწინება ბებიაშენის ქონებისთვის?-ვცადე ზიზღი არ დამტყობოდა.ვერ ვიჯერებდი,რომ ჩემს წინ ჩემი ერთადერთი მეგობარი იჯდა,რომელიც ასე მეხმარებოდა ბავშვობაში მარტოსულობის დაძლევაში.
-ჰო თითქმის... კარგი გოგოა!-თითებზე დაიხედა,თითქოს შერცხვაო.
-მაშინ,გილოცავ!-უემოციოდ ვუთხარი და ტუჩები ერთმანეთზე ძლიერად დავაჭირე.არმინდოდა რამე ისეთი მეთქვა რაც გულს ატკენდა.
-ღმერთო!... მისმინე,თუ სულ პატარა იმედს მაინც მომცემ,რომ როდესმე შეგიყვარდები,ან იფიქრებ მაინც ჩემზე,გეფიცები, დღესვე გადავიფიქრებ და აღარსად წავალ! იმდენ ხანს...
-აღარ გააგრძელო-თითქმის ვედრებით შევაწყვეტინე-ისევ ყველაფერს გააფუჭებ!
-კარგი.მაპატიე-თავი გაიქნია,გეგონებოდათ ძალა მოიკრიბაო,მოულოდნელად გამიღიმა და წამოდგა-წასვლის დროა.
ისე წავიდა მეტი აღარაფერი უთქვამს,მხოლოდ გადამეხვია გამოსამშვიდობებლად,ხელში პატარა ვარდისფერი კოლოფი მომაჩეჩა და ზურგი მაქცია.ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მთელი ჩემი ბავშვობა და მოგონებები თან წაიღო.
-ნიკუშა!-გაუცნობიერებლად დავუძახე.როცა გამომხედა სახეზე იმედის მსგავსი რაღაც შევამჩნიე.
-რაიყო?
-აეროპორტში გამოგყვები-გავუღიმე და მხრები ავიჩეჩე.ვიმედოვნებდი შეძლებდა ჩემს დავიწყებას და ჩემთან მეგობრობის გაგრძელებას,იმიტომ რომ არ შემეძლო მის გარეშე.ვაცნობიერებდი,რამდენად დიდი როლი ჰქონდა ჩემს ცხოვრებაში! თავი დამიქნია გახარებულმა,თვალი ჩამიკრა,როგორც ბავშვობაში იცოდა ხოლმე და სახლში შევიდა.
888
-ანუ მისტერ სრულყოფილებას ცოლი მოჰყავს?-სიცილით თქვა საჭმლით პირგამოტენილმა შრეკმა,მას შემდეგ რაც აეროპორტიდან დავბრუნდი და სადილი მოვამზადე.
-არამგონია დიდხანს გასტანოს მაგ ქორწინებამ-წარბები ზემოთ ავზიდე და მეც გავსინჯე ჩემი შემწვარი კარტოფილი-რა საზიზღარი ხარ! იქნებ გადაყლაპო და ისე ილაპარაკო?-ენა გამოვუყავი.მან კი ჩემს გასაბრაძებლად იმდენი ჩაიბუშტა რამდენიც შეძლო და რაღაც ამოილუღლუღა.
-ღმერთო ჩემო!-ხელი ტუჩებზე ავიფარე სიცილისა და ზიზღის დასაფარად,როცა პირიდან საჭმლის ნამცეცები გადმოუცვივდა.
-ხომ იცი როგორ მიყვარხარ?-განაგრძობდა სიცილით-მოდი უნდა გაკოცო!-ჩემკენ გადმოიხარა მაგრამ,სწრაფად წამოვდექი და ვცადე გავცლოდი.
-არ შემეხო იცოდე!-გავაბრთხილე სიცილით.სასტუმრო ოთახიდან გარეთ გავვარდი,როცა გამომეკიდა.
-მაინც დაგიჭერ.ტყუილად ცდილობ თავის დაღწევას-,,ბოროტულად ხარხარებდა“-მოდი ჩემს საწებელით მოთხვრილ ტუჩებს შენი ბაგეები სწყურია!-მიუხედავად მისი სულელური გამოხტომისა მაინც მუცლის ტკივილამდე ვიცინოდი.სახლის გარშემო დავრბოდი.
-იცოდე უკანალში დაგჭრი და ვიტყვი თავს დამესხა მეთქი-ჩავიხითხითე,როცა ძალა გამოცლილი მინდორზე დავეცი.მწვანე თმიანმაც გაიცინა,ისე მიახლოვდებოდა,როგორც მტაცებელი თავის მსხვერპლს. საბოლოოდ მთელს ქუჩაზე ისმოდა ჩემი კივილი,როცა ცხიმიანი,საწებლიანი ტუჩები ჯერ ლოყაზე,შემდეგ კი მთელ სახეზე მომისვა.ორივე ვიცინოდით და ვცდილობდით ხალხის ყურადღება არ მიგვექცია,მაგრამ აშკარად არ გამოგვდიოდა.ბავშვები ჩვენს გარშემო შეკრებილიყვნენ და ჩვენთან ერთად მოცინარები გვგულშემატკივრობდნენ.
-რა სირცხვილია-თავი გავიქნიე,საშინლად დაღლილმა.მინდორზე ვიწექით.ბოლოს ყველა წავიდა,მხოლოდ ჩვენ ორნიღა დავრჩით შრეკის გაზონზე გაწოლილები.
-ალბათ გვიღებდნენ კიდეც-გავიცინე ლოყებ შეფაკლულმა.
-დიახაც! როგორ შეიძლება ასეთი საოცარი სცენა არ გადაიღოს ადამიანმა? ჩვენ ისტორიაში შევალთ,როგორც ყველაზე იდიოტი წყვილი!-საყვარლად ჩაიხითხითა.
-მშობლები,ბავშვებს ჩვენკენ გამოხედვასაც აუკრძალავენ!
-ჩვენი სახლის გარშემო კედელს აღმართავენ და ნორმალური ადამიანებისგან გამოგვყოფენ!-უფრო განავრცო ჩემი ნათქვამი.
-ჯანდაბა! მართლებიც იქნებიან-თვალები გადავატრიალე,ძვლივს წამოვდექი და მწვანე თმიანიც წამოვაყენე.
-რას იტყვი,ბიჭებს რომ დავურეკოთ და მარწყვის კრემი მოვამზადო?
888
საღამოს ფერადთმიანებთან ერთად ვისხედით,კრემს ვჭამდით და ბიჭების ალბომზე ვლაპარაკობდით.აღმოჩნდა,რომ იმაზე უკეთ იყიდებოდა ვიდრე წარმოიდგენდნენ.მალე აპარატურის განახლებასაც შეძლებდნენ და ახალ ალბომზე მუშაობასაც.
-წარმოიდგინეთ,მალე იმდენი ფული გვექნება ყველა,ვინც უსაქმურებს გვეძახდა შურით გასკდება!-გაეცინა იასამნისფერთმიანს.
-გოგოები არ მოგვაკლდება ძმაო! -ჩაიხითხითა გუფიმ-მალე ავტოგრაფებსაც ჩამოგვართმევენ!
-იქნებ დაცვაც დაგვჭირდეს!-გადაიხარხარა ლურჯთმიანმაც.
-კარგით ბიჭებო,უცებ ფეხი არ დაგიცდეთ და ღრუბლებიდან არ ჩამოვარდეთ! იმ სიმაღლიდან დაცემას ეხუმრებით?-ჩემს ნათქვამზე მარტო შრეკს გაეცინა.
-მართლა დოქტორი ბოროტება ხარ! ოცნება მაინც გვაცადე!-თავი გაიქნია გუფიმ.ხელი ზემოთ ასწია და ჭერზე აიხედა.
-ჩემს ელექტრო გიტარას ვფიცავ, რამდენიმე წელში თუ იმას არ მივაღწიო,რაც ახალა ვთქვით!-ისე სერიოზულად წარმოთქვა ვერცეთმა შევიკავე სიცილისგან თავი.
-მგონი ზედმეტმა ტკბილმა აწყინა-ჩაიხითხითა ლურჯთმიანმა,გუფს მიუახლოვდა და ისეთი ძალით შემოსცხო სახეში, ლამის დარტყმისგან წარმოქმნილი ტალღებიც კი ვიგრძენით.წამით სიჩუმე ჩამოვარდა,მერე კი ყველანი მხოლოდ იმაზე ვიცინოდით,როგორ დასდევდნენ ერთმანეთს ეს ორი,გადარეული ბიჭი.როცა როგროც იქნა დამშვიდდნენ,წამოვდექი და ჩაის მოსადუღებლად გავედი.სამზარეულოდან გამოსვლისას,მაშინ,როცა ყველა ერთად დავინახე,მივხვდი,რომ ეს ადამიანები აძლევდნენ ჩემს შავთეთრ ცხოვრებას ფერებს!
888
-შრეკი სად წავიდა?-ვიკითხე,ფილმის ყურებისას.მხოლოდ იმ წამს გავაანალიზე,რომ ოთხში არ იყო.
-არვიცი.-მითხრა რომელიღაცამ.ოთახში ბნელოდა,მხოლოდ ტელევიზორის ეკრანი ანათებდა.სწრაფად წამოვდექი და მის საძებნელად წავედი. რაც კლინიკიდან წამოვიდა,რატომღაც აღარ ვფიქრობდი მის წამალზე დამოკიდებულებაზე.აღარც იმაზე ვნერვიულობდი,გაიკეთებდა თუარა სწორად,რატომღაც მეგონა გადაეჩვეოდა და ნარკოტიკს აღარ გაეკარებოდა...
მთელი სახლის მოვლის შემდეგ,სააბაზანოსთან გავჩერდი.თითქოს ძალით შემოვინახე ეს ოთახი ბოლოსთვის.იმედს ვიტოვებდი,რომ უბრალოდ დასვენება სჭირდებოდა. მხოლოდ ერთხელ დავაკაკუნე კარზე,რომ არ გამომეპასუხა,შეშინებულმა შევაღე და ტუჩზე ვიკბინე დასამშვიდებლად.
-ისევ!-ჩუმად წარმოვთქვი და მივუახლოვდი...
============================================================================



№1 სტუმარი enene

vaimeee rogor mikvarxaar shen amis daweristviis verc ki warmoidgen❤ the sauketeso xar❤❤

 


№2  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

OMG OMG vgijdebi am motxrobaze. Ai vgijdebi sityvebsac ver vuyri tavs. Ubrqlod miyvars da shenc miyvarxar. Mesmis rom ver aswreb xolme da mainc msiamovnebs da mixaria rom xandaxan mainc deb xolme. Icode rom am motxrobis mkiTxvelebi sul iqnebian am saitzee!!! shemdegs veli moutbenlad!!! sheni imedi maq!!

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

ვაიმე ესენი შემიწირავენ მე რა.მაგარი ხარ შენ ახალი თავი რომ დადე
--------------------
ლანა

 


№4  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

Sauketesooooo... amel dadeeee

 


№5  offline წევრი Ana Imnadze

ნარკოტიკს შეეშვას რა შრეკი :'(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent