შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახალი წელი - ახალი ცხოვრება?


27-12-2017, 23:15
ავტორი eli-elisabedi
ნანახია 327

ახალი წელი - ახალი ცხოვრება?

რას ნიშნავს თქვენთვის ახალი წელი? ალბათ ეს დღესასწაული ასოცირდება იმედებთან და ოცნებებთან, სწორედ ამიტომ ბევრი
საკუთარ თავს ჰპირდება ახალი წლიდან ახალი ცხოვრების დაწყებას, თუმცა მხოლოდ სურვილი არ არის საკმარისი, არამედ საჭიროა
მზადყოფნითა და განსაკუთრებული განწყობით შეხვდეთ 2017 წელს, ამაში კი ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევები დაგეხმარებათ!



განსაზღვრეთ კონკრეტული და განხორციელებადიმიზნები



უპირველეს ყოვლისა, საჭიროა მოუსმინოთ საკუთარ თავს და ჩამოაყალიბოთ, თუ რისი შეცვლა გსურთ, რატომ და რა შედეგს მიიღებთ
ამით. გამოთვალეთ  ვადები, რომელთა  ფარგლებშიც გსურთ, რომ მიაღწიოთ მიზანს, თუმცა გახსოვდეთ, რომ რთულ ამოცანას
შესაბამისი ძალისხმევა სჭირდება და პატარა ნაბიჯიც კი წარმატების საწინდარია, ამიტომ წაახალისეთ ხოლმე საკუთარი თავი და არ
შეუშინდეთ შესაძლო დაბრკოლებებს.

იმოქმედეთ გეგმის მიხედვით

მიზნის განსაზღვრის შემდეგ აუცილებელია გეგმის შედგენა. თავიდან ჩამოწერეთ ზოგადი შინაარსის პუნქტები, შემდგომ კი ყოველი
მათგანი განავრცეთ. ეს დაგეხმარებათ თანმიმდევრულად მოქმედებაში და  საჭიროების შემთხვევაში, შეძლებთ  შესაბამისი
კორექტივების შეტანას.

გახდით საკუთარ თავზე უკეთესები 

ხშირად ადამიანები საკუთარ თავს სხვებს ადარებენ, თუმცა ყოველთვის მოიძებნება უფრო ლამაზი, ჭკვიანი, შეძლებული... ამიტომ, ეს
ომი ყველასთვის წაგებულია. ის, რაშიც ვერავინ შეგედრებათ, არის თქვენი უნიკალურობა და ინდივიდუალურობა, ყოველი თქვენგანი
თავისებურად მშვენიერია, ამიტომ მიიღეთ და შეიყვარეთ საკუთარი თავი, დაიხვეწეთ და იმუშავეთ თქვენს განვითარებაზე, შედეგი კი
არ დააყოვნებს.


მიაქციეთ ყურადღება თქვენი ცხოვრების ყველა ასპექტს


ახალი ცხოვრების დაწყება არ ნიშნავს, მაგალითად, ერთი ჩვევის ჩანაცვლებას სხვა ჩვევით, არამედ სიღრმისეული ცვლილებების
გატარებას გულისხმობს, რაც, თავის მხრივ, მხოლოდ მათი სინთეზით იძლევა საგრძნობ შედეგებს, ამიტომ იზრუნეთ თქვენს ფიზიკურ
ჯანმრთელობაზე, განვითარდით, როგორც პროფესიონალი, დაუთმეთ დრო ოჯახსა და მეგობრებს, იაზროვნეთ პოზიტიურად
და მიიღეთ სიამოვნება ყოველი დღისგან.


დაიჯერეთ, რომ ახალი წელი ბედნიერების მომტანი იქნება თქვენთვის


ახალი წლის სინდრომი მართლაც არსებობს. არაერთი მაგალითი ადასტურებს, რომ ახალი წლიდან გაცილებით მარტივად აღწევენ
თავიანთ მიზნებს, რადგან აქვთ განსაკუთრებული რწმენა საკუთარი თავის  და შემართება, ამიტომ, მთავარია, გამოიჩინოთ
მონდომება და იყოთ აქტიურები.

ახალი წელი სწორედ ის დროა, როდესაც უნდა განთავისუფლდეთ ყველაფრისგან, რაც ხელს გიშლიდათ წინ წასულიყავით. შეაბიჯეთ
2017 წელში ბედნიერებისთვის გახსნილებმა, რადგან ახალი წლის ღამე ოცნებების ჩაფიქრების, შემდგომი 12 თვე კი - მათი
რეალობად გადაქცევის დროა!







скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.