შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახალიწლის სურნელი


3-12-2016, 23:46
ავტორი Frigga
ნანახია 2 016

ახალი წელი, ეს ის დღესასწაულია რომელიც ძალიან სასიხარულოა ყველა ადამიანისათვის და ამიტომ ყველა ადამიანისთვის ამ დღესასწაულს სხვადასხვა ნაირი არომატი აქვს. პირადად ჩემთვის ახალიწელი ასოცირდება სიხარულთან და ჩემს ახლობელ ადამიანებთან ერთდ ყოფნასთნ. მაგრამ იყო წლები როცა ამ ახალწელს სხვანაირი არომატი ჰქონდა იყო დრო როცა ჩემთვის ახალიწელი არაფერს ნიშნავდა ეს ის წელი იყო როცა ჩემი ძმების გარდაცვალების შესახებ გავიგე, ამ წელს ახალწელს სიცივის და მარტოობის არომატი ჰქონდა , ამ წელს მივხვდი თუ რა ძნელია იმ ადამიანებისთვის ახალიწლის ყურება რომლებმაც ბევრი ადამიანი დაკარგეს, ის ადამიანები ვინც მათ გულში ცოცხლობენ, ჰგონიათ რომ ჯერ კიდევ მათთან არიან მაგრამ ოთხში შესვლის შემდეგ ხედავენ ცარიელ მაგიდას სადაც მხოლოდ მანდარინი და ჩურჩხელა დევს და გარშემო არავინ ზის. იყო ახალიწელიც რომელიც მე უბრალოდ არ მიხაროდა ყველა იცინოდა გარშემო ყველა მხიარულობდა მაგრამ მე კუთხეში ვიჯექი ჩემთვის და ისევ ჩემს ძმებზე ვფიქრობდი ყველა მეკითხებოდა რატომ ვიყავი ასე დაღონებული მაგრამ მე არავის ვპასუხობდი, ან რა აზრი ჰქონდა პასუხს? ძმებს დამიბრუნებდნენ? ამ ახალწელს ცრემლის არომატი ჰქონდა მარილის და წყლის ნარევის სურნელი. იყო ახალიწელიც რომელიც ჩემს მეგობართან ერთდ ავღნიშნე უზომოთ დავთვერით და უაზროდ ვიცინეთ მანამ, სანამ თვალებიდან ცრემლდენა არ დაგვეწყო.
ამ ახალწელს ჩემი დაქალის სუნამოს არომატი ჰქონდა. ახალიწელი ახლა უვე სხვანაირი არომატისაა ჩემთვის, ახალიწელი არის ჩემი მიღბის მოხსნის დღე სწორედ ამ დღესასწაულზე შეიძლება მნახოთ ისეთი როგორიც ვარ. ამ ახალწელს აღრავის ვკბენ და არ ვაბრაზებ მხოლოდ ვიცინი და ვითომ ბედნიერი კი არა მართლა ბედნიერი ვარ. კიდევ ერთი ფაქტი ახალიწლისა და ჩემს შესახებ რატომღც ახალიწელი ჩემთვს მანდარინის არომატთანაც ასოცირდება, ძლიან მიყვარს ეს ციტრუსი და ახალწელს მის გარდა თითქმის არაფერს ვჭამ.
სიმართლე გითხრათ ადრე თოვლისბაბუის გამო მაინც მიხაროდა ახალიწელი, ახლა უვე აღარ ვიცი რის გამო უნდა მიხაროდეს, იმის გამო რომ კიდევ ერთი არაფრის მომცემი წელი წავიდა ჩემი ცხოვრებიდან? თუ იმის გამო რომ უბრალოდ თოვს? სისულელეა.
რატომღაც ახალწელს ყოველთვის იმ ადამიანებზე ვფიქრობ რომლებიც ახალწელს ქუჩაში ხვდებიან და პურის მაგივრად ნაგვის საყრელ ურნაში ზიან და გადაგებულ ჭუჭყიან ტანსაცმელს ეძებენ. იმედი მაქვს წელს მაინც იქნება ის არომატი რომელიც სავსეა ადამიანების სიყვარულის და სიხარულის არომატით.........
ადამიანები ხანდახან ისეთი სასტიკები ვართ რომ ჩვენს გარშემო ვერაფერს ვხედავთ, ვერც მეგობრებს, ვერც ახლობლებს , ვერც თუმდაც უბრალო გამვლელ ადამიანებს, ასეთი ადამიანები ამდროში სანთლით საძებნელი ნამდვილად არაა მათთვის ახალწელს მხოლოდ ღამისკლუბებისა და არყის არომატი აქვს.
არსებონებ ადამიანები ვისაც საკუთრი თვის გარდა ყველა აინტერესებს, ასეთი ადამიანებისთვის ახალიწელი უბრალოდ ის სიხარულია რომელსაც სხვისი ბედნიერებით გამოწვეუი სიხარული ჰქვია, მათთვის სულ ერთია თვიანთი მდგომარეობა.
იცით ერთხელ ახალიწლის ღამეს ლამაზად თოვდა და გადავწყვიტე გამესეინა ქალაქში, გამოვედი პატარა სახლიდან სადაც ყველა მხიარული და მომღიმარი სახით მიყურებდა და გავუდექი ერთ პატარა ბილიკს, საოცრად თოვდა ხეები შეემოსა პატარა ფიფქებს როგორც უქონელი ადამიანი მის ახლად ნაპოვნ სამოსს, როგორც მდიდარი ადამიანი ქურქს.
ვსეინობდი უდარდელად და ვტკბებოდი ამ პატარა ფიფქების ციდან ცვენით. ჩემი ყურადღება ერთმა პატარა გოგონამ მიიქცია რომელიც იქვე ქუჩის კუთხეში ჩუმად იჯდა დაგლეჯილი ტანსაცმლით, ხელში ერთი პატარა ქაღალდის ნაფლეთი და დაღეჭილი პასტა ეჭირა, რატომღაც დამაინტერესა ამ პატარა გოგონას წერილის შინაარსი, იქვე პატარა სკამზე ჩამოვჯექი და ვუყურებდი როგორ წერდა გოგონა რაღც ნაფლეთზე ხელის კანკალით ასოებს და როგორ სდიოდა ღაპა-ღუპით ცრემლები.
ცოტახანში გოგონამ ფურცლის ნაფლეთი იქვე ქვიის ქვეშ ამოდო და გაიქცა. მივუახლოვდი ქვას, გამოვიღე ქვიდან ფურცელი და კითხვა დავიწყე.
ძვირფასო თოვლის ბაბუა, უკვე მერამდენედ გწერ წერილს და ჩემთან არ მოსულხარ, მითხარი რამეს ცუდად ვაკეთებ? სხვა ჩემს თანატოლებს საჩუქრებით ავსებ მე კი მთელი გულით მინდოდა ახალი ლამაზი კაბა და ფეხსაცმელი მაგრამ შენ არ მოგიტანია ჩემთვის. ყოველდღე ვზივარ ქუჩაში იმის შემდეგ რაც ჩემი მშობლები დაიღუპნენ და ბინიდან გამომაგდეს, მოწყალებას ვითხოვ ხალხისგან რომელიც ზედაც არ მიყურებს. მეგონა შენ მაინც არ არჩევდი ადამიანებს სიმდიდრის და ჩაცმის მიხედვით. იცი? გუშინ ერთი ბავშვი, დაახლოებით ჩემი სიმაღლის, მოჰყავდათ თვის მშობლებს სიცილით და ეხუტებოდნენ სიყვარულით, მე არ გთხოვ ბევრს გთხოვ აქ დადე კაბა და ფეხსაცმელი თუ ახლა მაინც მიიღებ ამ წერილს. ზოი.
ამ წერილმა გული ამიჩუყა, ზიზღი მომგვარა, ცრემლი მომაყენა თვალზე. წავედი მაღაზიისკენ და ვუყიდე ამ პატარას უბრალო წითელი კაბა და ფეხსაცმელი. მეორე დიას რომ მივედი დავინახე როგორი გახარებული იყო გოგონა და როგორ ტიროდა.
სწორედ ამის შემდეგ მივხვდი რას ნიშნავს როცა ახალწელს სიყვარულის, სიკეთის და სიხარულის არომატი აქვს.



№1 სტუმარი Guest მარიკუნა

ძაან მაგარიააა :*

 


№2 სტუმარი Guest ლიზა

ძლიან მომწონს, ამეტირა =) <3 heart_eyes satisfied kissing_heart

 


№3 სტუმარი Guest ალექსანდრე

ძლიან კარგია =) stuck_out_tongue_winking_eye hushed

 


№4  offline წევრი pupsik22

რაღაცნაირი გრძნობა დამიტოვა. აიი ვერ გადმოვცემ weary მომეწონა ძალიან heart_eyes უყურე შენ ეს რაკარგი კონკურენტი მყოლია smile laughing smiley satisfied grinning

 


№5  offline წევრი Frigga

pupsik22
რაღაცნაირი გრძნობა დამიტოვა. აიი ვერ გადმოვცემ weary მომეწონა ძალიან heart_eyes უყურე შენ ეს რაკარგი კონკურენტი მყოლია smile laughing smiley satisfied grinning

მადლობა <3 heart_eyes

 


№6 სტუმარი რატი

კაია ძაან :დდდდ ^_^

 


№7 სტუმარი იოვანე

მომწონს საიდან ამდენი ტკივილი. :(

 


№8  offline წევრი Frigga

რატი
კაია ძაან :დდდდ ^_^

მადლობა ;)

 


№9  offline წევრი xatusha

ძალიან კარგია მარიამ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent