შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე მწერალი ვარ


2-10-2017, 13:01
ავტორი Foxgirl
ნანახია 2 003

მე მწერალი ვარ,რომელსაც არ შეუქმნია არცერთი ლექსი,
არც ნოველა,
არც მოთხრობა
და არც რომანი.
მე მწერალი ვარ,მაგრამ ყველაფერი უკვე თქმულა და დაწერილა.
მწერალი ვარ წლებით გვიანი. ყველამ დამასწრო. ჰომეროსიდან - დოსტოევკსიმდე; რუსთაველიდან - შექსპირამდე; ალიგიერიდან - სერვანტესამდე, ჰიუგომდე, ტოლსტოიმდე,დიუმამდე,ბრონტეებამდე და გრიმებამდე.
ვერაფერს ვწერ,რადგან ყველაფერი,რასაც ვგრძნობ და ვხედავ, უკვე თქმულია და დაწერილი. ათასჯერ გადაკითხული,ცრემლებითა და ჩაის ფინჯნის ოვალური რკალით დალაქავებული, დამტვერილი და ბნელ თაროზე შემოდებული.
რა ვთქვა ახალი და რა ვუთხრა სხვას?! - ყველამ დამასწრო.
ოხ,ეგ ბებერი, გაღლეტილი პლაგიატები! ჩემგან წაიღეს ყველა სიტყვა! მიისაკუთრეს! დაიჩემეს ისე,თითქოს მათგან შობილა. მხოლოდ იმიტომ,რომ მე იმ დროში ჯერ არ ვიყავი.
მე მწერალი ვარ. გეფიცებით,ყველაზე წმინდას - იმ ფურცლებს,რომელთაც არ ასდით მელნის სურნელი. ( და არც აუვათ. რაღა უნდა მოხდეს ახალი?!)
მწერალი ვარ,როგორც მხატვარი,რომელიც დაიბადა და მოხატული დაუხვდა „სიქსტეს კაპელა“
რეჟისორი ვარ,რომელსაც წაგლიჯეს ყველა ფილმი. და მუსიკოსი,რომლის სიმღერაც სხვებმა იმღერეს.
რა გვიან გავჩნდი. ასე მგონია, დავიგვიანე ყოველი წელით,რაც არსებულა დედამიწაზე.
დავიბადები, ვიცხოვრებ, წავალ. კვალს ვერ დავტოვებ იმდენად დიდს,რომ მერე თქვან ჩემზე: გამთენიისას უყვარდა ცეკვა, ჩაი მურაბით,ყველი უპუროდ, მუსიკა უხმოდ, ფილმი შავ-თეთრი და ძილი მშფოთვარე. აფრენდა ხანდახან, როცა აწუხებდნენ მუზები და ქმნიდა შედევრს.
იტყვიან: იყო მშვიდი და უხმო კაცი, ამ ქვეყნის შვილი.
არანაირი პომპეზურობა. არანაირი სატანა ჩემში. მხოლოდ უფერო,უფორმო და უშინაარსო უბრალოება.
მე გვიან გავჩნდი. დავაგვიანე და ვერ დავწერე ვერცერთი სიტყვა,რომლის გამოც სიცოცხლე უღირთ ადამიანებს.
სიყვარულისთვის არ მიმღერია თეთრი ლექსებით, არც მიგლოვია გრძელზე-გრძელი რომანებისთვის.
ვერ დავიჩემებ ავტორობას,მაგრამ ნამდვილად და უთუოდ ვარ მწერალი. გეფიცებით ყველაზე წმინდას! - იმ ფურცლებს, დაკუჭული რომ ყრია კუთხეში.

და მაინც,
იქნებ სადღაც
რაღაც
დარჩა უთქმელი?!
იქნებ ჯერ კიდევ არ დასმულა ბოლო წერტილი?!
იქნებ მე ის ვარ, ვინც უნდა იყოს ჩემი შემდგომის პლაგიატი.
იქნებ მე უნდა წავართვა მომავლის მწერალს სათქმელი?!
არსებობს კიდევ, ის რაც არ იცნობს გაყვითლებულ თაბახის ფურლებს?!
არსებობს ის,რაც ჯერ არავის წაურთმევია?!

მზის ამოსვლისას ცეკვას შევწყვეტ და ჩაის დავლევ ლიმონით. ფურცლებს ავიღებ, იმ კაცზე მინდა წერა,ვინც ეძებდა და ალბათ იპოვის.



№1 სტუმარი Giffin

ძალიან მოვიხიბლე. ცოტა დახვეწა უნდა, მაგრამ კარგი, სასიამოვნო ნაწერი იყო.
განაგრძე წერა აუცილებლად.

 


№2 სტუმარი ჟოლო

მალამო იყო...
სუფთა იყო...
გამართული და სასიამოვნო წასაკითხი იყო.
გულზე მომედო ისე თბილად და ოდნავ სევდით...
შენ ჯერ ყველაფერი წინ გაქვს...
დღის განწყობა შემიქმენი, მადლობა ამ სიმშვიდისთვის.
წარმატებები კონკურსში :3

 


№3 სტუმარი შავი ორქიდეა

უზომოდ, უსაზღვროდ ვისიამოვნე.
როგორ ეტყობა ნაწერს ავტორი, რომ ხელოვნების მოყვარულია, ინტელექტუალია. ყველაფერი გულიდან მოდის სულიდან, შინაგანი მდგომარეობიდა. ეს კი იმხელა ღირსებას სძენს ნაწერს გულს უხარია.
კარგი გოგო/ბიჭი ხარ, მჯერა უკეთესადაც შეგიძლია. იყო რაღაცები, რასაც ალბათ მომავალში გამოასწორებ, უპირველეს ყოვლისა მძიმის და საერთოდ სასვენი ნიშნის შემდგომ გამოტოვე ადგილი. თვალს სიამოვნებს ორტოგრაფიულად და პუნქტუაციურად გამართული ტექსტის ხილვა.
ნიჭიერი ხარ, წარმატებები.

 


№4 სტუმარი Guest teresa

უნაკლო იყო ჩემთვის.
იმდენად უნაკლო, რომ ერთი მძიმეც რომ ჩაამატო სადმე, მეორედ წაკითხვისას აუცილებლად მივხვდები.
არაფერი გიკლია იქამდე, რომ იპოვო დაუწერელი.
წაურთმეველი.
ჯერ კიდევ ართქმული.
ჰო, ჩემი ფავორიტი ხარ
და
თუნდაც მარტო იმიტომ, ჩემს სათქმელს რომ ამბობ.

 


№5 სტუმარი codvili

mainc movedi;)

 


№6 სტუმარი კორლეონე

ლექსივით იკითხებოდა რაღაც მონაკვეთები. თავისით მიჰყვებოდნენ სიტყვები ერთმანეთს. ძალდაუტანებლად. მარტივად.
სიამოვნება იყო ამ ყველაფრის კითხვა და ყოველი წინადადების შემდეგ, მე თანხმობის ნიშნად გიქნევდი თავს smile
ჩემთვის, ეს იყო ძალიან ემოციური, ლამაზი და განსხვავებული.
ჰქონდა ყველაფერი, რაც სჭირდება კარგ ჩანახატს.
ძალიან მომეწონე.
ნუ, ძალიანზე მეტადაც heart_eyes

ძალიან მაგარი გოგო/ბიჭი ხარ!

და ბევრი წერე. ხშირად დადე ხოლმე და გვასიამოვნე.

წარმატებები :*

 


№7  offline მოდერი Eleniko13

დავიბადები, ვიცხოვრებ, წავალ. კვალს ვერ დავტოვებ იმდენად დიდს,რომ მერე თქვან ჩემზე: გამთენიისას უყვარდა ცეკვა, ჩაი მურაბით,ყველი უპუროდ, მუსიკა უხმოდ, ფილმი შავ-თეთრი და ძილი მშფოთვარე. აფრენდა ხანდახან, როცა აწუხებდნენ მუზები და ქმნიდა შედევრს.
იტყვიან: იყო მშვიდი და უხმო კაცი, ამ ქვეყნის შვილი.
არანაირი პომპეზურობა. არანაირი სატანა ჩემში. მხოლოდ უფერო,უფორმო და უშინაარსო უბრალოება.

ერთი სიტყვით,
შენ მწერალი ხარ და
იმედი მაქვს,
იპოვი იმას,
რასაც არ ეძებ, ცოტათი გვიან,
და არ გჭირდება ადრე დაბადება,
რამეთუ გენია არ
არათუ დროში,
იბადება ადამიანებში და
მე შენ მომწონხარ.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№8  offline წევრი Mtirala

მეიდიალურა...
ჩემთვის იდეალური იყო...
შეიძლება არც... მაგრამ იყო, ჩემთვის იყო.
წარმატებები
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№9 სტუმარი MmsriiamM))

სასიამოვნო საკითხავია, ამ ჩანახატში ნამდვილად არის რაღაც სიღრმისეული. კარგს იზამ თუ სხვა დროსაც გამოაქვეყნებ მზგავს ჩანახატებს და შენს მკითხველს გაახარებ.

 


№10 სტუმარი fadingsoul

თამამად შემიძლია გითხრა, გავგიჟდი ისე მაგრად მომეწონა!
ყველა დეტალი, ემოცია, განცდა.
ისეთი განსხვავებული იყო, ისეთი მშვენიერი.
კიდევ და კიდევ მინდოდა მეკითხა, დაუსრულებლად.
თუმცა, ამ ზომაშიც ყველაფერი საკმაოდ სრულყოფილად გქონდა.

შენ გაქვს ის, რაც აუცილებლად გათქმევინებს შენს სათქმელს.


ყოჩაღ!
იმაზე მეტი გამოგივიდა, ვიდრე შენ ელოდი საკუთარი თავისგან.
ბევრი ტაში შენ!

წარმატებები!

 


№11  offline აქტიური მკითხველი terooo

ძალიან მომეწონა...
წარმატებებს გისურვებ

 


№12  offline წევრი nathali lifhonava

dzaan bowtie magaarriia heart_eyes 100jerr flushed wa viikiixee relaxed relaxed kissing_heart kissing_heart
--------------------
"როცა ვინმე შეურაცხყოფას მოგაყენებს, ნუ ეტყვი მას: „დაე ღმერთმა გადაგიხადოს“, იმიტომ რომ ეს თავაზიანი წყევლაა".

 


№13 სტუმარი Guest écrivain

მომეწონა - ახლოს იყო გრძნობის იდეალთან.
წაიკითხო და მოგეწონოს ერთია, მაგრამ კითხვისას ხედავდე ავტორს, უყურებდე მის "სახეს" და ეს 1-2 წუთი მის სამყაროში იცხოვრო - გენიალურია.
მეტი უნდა წერო.
რა თქმა უნდა, შეცდომები გამოსწორდება.
პ.ს აქ არის წინადადებები, რომლებიც რომ არ დაგეწერა, სხვანაირად არ შეიძლებოდა. ეს სიტყვები ძალიან ბევრ რამედ ღირდა.

 


№14  offline წევრი Foxgirl

დიდი მადლობა ყველას, მიხარია რომ მოგეწონათ. ჩემთვის თითოეული თქვენგანის სიტყვა ძალიან ბევრს ნიშნავს <3 შევეცდები გავითვალისწინო შეცდომები მომავლისთვის. მახარებს თითოეული თქვენგანის კომენტარი და წერის ძალას და სურვილს მმატებს. მადლობა კიდევ ერთხელ და შევეცდები იმედები არ გაგიცრუვოთ <3

 


№15 სტუმარი თებე

დამაფიქრა!
სულში ჩააღწია ყველა სიტყვამ და ბედნიერებამ მოიცვა.
აი,ეს მჭირდებოდა,ამ ჩანახატს ვცნობ,როგორც ჩანახატს,უბრალოებით და სინაზით შემკულს.
შენ ხარ მწერალი,ნამდვილად ხარ.
ვგონებ,შეგიძლია იმაზე მეტი დაწერო,ვიდრე ამას ზემოთ აღნიშნული მწერლები წერდნენ.
ყოჩაღ!
წარმატებები! blush

 


№16  offline წევრი HeeChul-ah

კარგი იყო!
სულით ხარ მწერალი და ეს ძალიან კარგია.
და რაც მთავარია, ამ განწყობით მალე იპოვი იმას, რასაც ეძებ და ყველას გააოცებ. მინდა რომ ეს ასე მოხდეს. შენც იმსახურებ და ჩვენც, შენი მკითხველები.
--------------------
Nico nico nii

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent