შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ შეგიჩვიეს ჩემმა თვალებმა!


5-10-2017, 23:06
ავტორი Auroram
ნანახია 1 678

მე გიყურებდი,როგორ იცინოდი.
მე გიყურებდი,როგორ მიბრაზდებოდი ხოლმე. ამ დროს ყველაზე მეტად მიჭირდა. მე გიყურებდი,როგორ ფუსფუსებდი სამზარეულოში,საყვარელი სიარულის მანერითა და სხვადასხვა ემოციით. მე გიყურებდი,როგორ ივსებოდი ბედნიერებით,როდესაც სკოლაში მივდიოდი და სახლში მაღალი ქულით ხელდამშვენებული მოვდიოდი. მე გიყურებდი,როგორ გტკიოდა სიბერე,ყელში ამოსული ტკივილი და დამღლელი რეალობა.

მე გიყურებდი,როგორ აღიქვავდი ჩვენი თითოეულის გულისნადებს,განიცდიდი ისევე როგორც ჩვენ. მე გიყურებდი,როგორ მიდიოდა დრო,ჩვენ გვერდით,მაგრამ იმასაც ვხედავდი,რომ ის ვერაფერს გვაკლებდა. მე გიყურებდი,როგორ მხნედ დააბიჯებდი სახლში,ოთახიდან ოთახში. მე გიყურებდი,როგორ გიხაროდა სიცოცხლე,მაგრამ ამაზრზენი ყოფა გიწვავდა სულს. მე გიყურებდი,როგორი ერთგული იყავი ჩემი! მე გიყურებდი,როგორ ამაყობდი ჩვენით და ამით მეც მახალისებდი.

მე მეგონა ყველაფერი კარგად იყო. მე მეგონა არ გტკიოდა–გაგიარა–წამალმა გიშველა. მემეგონა ვეღარ გაკლებდა დრო ვერაფერს. მე მეგონა… ვაი,რომ მეგონა…
მხოლოდ მეგონა…


მე გიყურებდი,როგორ დამყავდი ხელით. მე გიყურებდი,როგორ გიჭირდა სიარული,მოძრაობა და მაღაზიაში კუნტრუში. მე გიყურებდი,როგორ გიჭირდა ეს უკანასკნელი. ჩემო კარგო მე გიყურებდი,როგორ ნელა სუნთქავდი–ძალით. ვხედავდი არ გინდოდა–ესეც აღარ გინდოდა.მე გიყურებდი,როგორ სევდა ჩამდგარი თვალებით მიყურებდი აცრემლიანებულ თვალებში.მე გიყურებდი,როგორ აღარ შეგეძლო–და ვეღარც შეძელი…

მე გიყურებდი,როგორ მიყავდი მამაკაცთა ხროვას სიცივისკენ,უფსკრულისკენ,არარელობისკენ. მე ვეღარ ვხედავ შენ ლამაზ სახეს. ხელს მიშლიდა გამხმარი ხე. მე ვეღარ ვხედავდი შენ თვალებს და ვეღარც ღიმილს ასე ძალიან,რომ მიყვარდა. მე ვეღარ გხედავდი შენ და შენ ამაყ გამოხედვას,ვეღარც შენ ცრემლებს ლოყებზე.

მე გიყურებდი,როგორ მაცლიდნენ შენ თავს ხელიდან. გიყურებდი,როგორ გკარგადი ძლიერად! მე გიყურებდი მიწის ზემოდან–ვეღარ გხედავდი სიცივეში დაკარგულს. მე გიყურებდი მთელი ბავშვობა,მთელი ცხოვრება,მაგრამ შენი ერთი გამოხედვა ჩემთვის ნეტარება იყო.

და ახლაც შენი ერთი გამოხედვის გულისთვის ვარ დაჩოქილი და გეძებ,რომ გიპოვო,მხოლოდ იმიტომ,რომ აღმოვთქვა–აღმოვთქვა გრძნობები,რომლებიც თან წაიყოლე. ახლაც შენ გეძებ,ახლაც შენ გეძებ ჩემო მდუმარე,სიცივეში დაკარგულო,სითბოს მოკლებულო და ერთადერთო ადამიანო–ჩემო …



№1  offline წევრი Lily Morgan

აი ძალიან მომეწონა!^^ ცრემლები წამომივიდა...ძალიან სევდიანი იყო <3 წარმატებები! ^_^ <3 <3 <3

 


№2  offline წევრი Auroram

FyFaen
აი ძალიან მომეწონა!^^ ცრემლები წამომივიდა...ძალიან სევდიანი იყო <3 წარმატებები! ^_^ <3 <3 <3

მადლობა❤️

 


№3 სტუმარი Guest teresa

გრძნობები ვერ მომიტანა.
ისეთი შეგრძნება დამრჩა, თითქოს ვიღაც ძალიან უგულოდ ყვებოდა ლექსს.
მე მაპატიე, თუ ეს ასე არაა.
წარმატებები!

 


№4  offline წევრი Auroram

Guest teresa
გრძნობები ვერ მომიტანა.
ისეთი შეგრძნება დამრჩა, თითქოს ვიღაც ძალიან უგულოდ ყვებოდა ლექსს.
მე მაპატიე, თუ ეს ასე არაა.
წარმატებები!


უღრმესი მადლობა❤️მე ვცადე...

 


№5  offline წევრი Mtirala

კარგი გოგო ხარ შენ ❤
წარმატებები ^-^
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№6  offline წევრი Auroram

Mtirala
კარგი გოგო ხარ შენ ❤
წარმატებები ^-^

მადლობა <3 იმიტომ,რომ წაიკითხეთ და მადლობა იმიტომ,რომ ჩემი ემოციები გაიზიარეთ <3

 


№7 სტუმარი კორლეონე

უბრალო ნაწერია. წავიკითხე, მაგრამ მომეჩვენა რომ ხელოვნური იყო გრძნობები.
ეს კონკურსია, აქედან გამომდინარე ბევრად მეტია საჭირო.
წარმატებები.

 


№8 სტუმარი შავი ორქიდეა

სათაური ისევე როგორც თემა გაცვეთილი და ბანალურია, მკაცრი ვიქნები, მაგრამ უნდა გითხრა. უგულოდ და ზერელედ უდგები საკითხს. არ არის ის ჩანახათი, რომელსაც ოდნავ მაინც აქვს სანსი კონკურსში იღებდეს მონაწიელეობას. მე რომ ჟიურიში ვიყო არ მომეწონებოდა.

 


№9  offline წევრი Auroram

შავი ორქიდეა
სათაური ისევე როგორც თემა გაცვეთილი და ბანალურია, მკაცრი ვიქნები, მაგრამ უნდა გითხრა. უგულოდ და ზერელედ უდგები საკითხს. არ არის ის ჩანახათი, რომელსაც ოდნავ მაინც აქვს სანსი კონკურსში იღებდეს მონაწიელეობას. მე რომ ჟიურიში ვიყო არ მომეწონებოდა.


ყველანაირ შენიშვნას მივიღებ რაც ჯდრბა კრიტიკის ფარგლებში,მაგრამ ავტორის პირად ემოციებს ნუ შეეხებით მაშინ,როდესაცარ იცით რა განცდით არის დაწერილი და არა -ზერელედ და უგულოდ! რაც არ უნდა იყოს თქვენა რ ხართ ჟიურის წევრი,მადლობა,რომ წაიკითხეთ და თქვენი აზრი გამოხატეთ❤️

კორლეონე
უბრალო ნაწერია. წავიკითხე, მაგრამ მომეჩვენა რომ ხელოვნური იყო გრძნობები.
ეს კონკურსია, აქედან გამომდინარე ბევრად მეტია საჭირო.
წარმატებები.


მადლობა❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent