შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხელს თუ გამომიწვდი...


5-10-2017, 23:41
ავტორი VIKTA
ნანახია 1 531

***


ხანდახან,დგება მომენტი,როცა უბრალოდ გინდა,რომ გაიქცე,გინდა ყველაფერს გაექცე...

მარტო დარჩენილს ათასი ფიქრი რომ გეხვევა, გინდა გონება გათიშო და საერთოდ აღარაფერზე გეფიქრებოდეს...
ხანდახან,უბრალოდ გინდა ადგე და შემოიგლიჯო ეს სევდის მარწუხები,რომელიც იმდენად გეხვევა მთელს ტანზე, რომ სუნთქვის საშუალებას აღარ გაძლევს...
ხანდახან კი ყველასგან გამოქცეულს,გჭირდება ადამიანი, რომელიც დაგეწევა,გაგაჩერებს და გეტყვის - "მომიყევი"
და მეც ვეტყოდი ასეთ ადამიანს,რომ ჩემი შიშები ნელ-ნელა რეალობაში გადმოდიან,მოვუყვებოდი როგორ ამეხილა ერთ დღეს თვალები, საკუთარ პრობლემებზე ფიქრით დაბრმავებულს და როგორ აღმოვაჩინე, რომ დედა დამიბერდა... ვეტყოდი რომ ბავშვივით,ჟრუანტელს მგვრიდა დედის სახეზე გაჩენილი ნაოჭები,ნაადრევად,უსინდისოდ რომ დასტყობოდნენ მის ლამაზ სახეს. ცრემლებად დავიღვრებოდი მის წინაშე,იმიტომ რომ ჩემი შიში- არასოდეს მენახა დედის სახეზე ნაოჭები,უკვე რეალობად იყო ქცეული. სიმწრით გავიცინებდი და ვეტყოდი ამ ადამიანს, რომ ვერც კი შევამჩნიე,ისე მალე ჩამოუხმა კანი ჩემს დედიკოს. ჩემს მზის სხივს სულ რომ თავს დამნათებდა, ჩემს პირველ ნაბიჯებს რომ თან დასდევდა, ჩემი თითოეული ცრემლი გულს რომ უსერავდა, ზამთარში სახლიდან გასვლისას ქურთუკს რომ მაცმევდა, ახლა ხელები უკანკალებს და მაისურის ჩაცმაში დახმარება სჭირდება-მეთქი ვეტყოდი. რომ გამოჩენილიყო ჩემთან ასეთი ადამიანი,ვთხოვდი ეკლესიაში წავეყვანე. იქ მისული კი დავემხობოდი ხატების წინ და ღმერთს ვთხოვდი,არასოდეს წაეყვანა დედაჩემი,ვთხოვდი უფალს,რომ თუ საჭირო იქნებოდა ჩემს საკუთარ ენერგიას მივცემდი,ჩემს სიცოცხლეს ვაჩუქებდი,ოღონდ კიდევ დიდხანს არ მოეტეხა სიბერეს ჩემი დედიკო. ასე რომ გამომკიდებოდა მეც ვინმე გამოქცეულს, ხელს ჩავკიდებდი, სახლში მივიყვანდი და ვანახებდი-ნახე როგორ ჭკნება დედაჩემი,მე კიდევ ვერაფერს ვაკეთებ-მეთქი.
შემდეგ უფრო ახლოს მივიყვანდი და ვანახებდი დედაჩემის თვალებს,უბერებელს,შიგ ჩახედვისას ჩემი სახე რომ ირეკლება და 17 წლის გოგოსავით, მოციმციმე ვარსკვავები რომ მოუჩანს.ვანახებდი მას დედაჩემის თვალებს და ის დაინახავდა იმ უსაზღვრო სიყვარულს რაც ასე ძლიერად აკავშირებს ჩემთან...
და მჯერა,ეს ადამიანი მეტყოდა,რომ ჯერ ადრეა,
ადრეა ამ ნაოჭებისთვის, რადგან დედაჩემის თვალებში არეკლილი სული, ჯერ კიდევ 17 წლის გოგონას ეკუთვნის...



№1 სტუმარი ჟოლო

სევდიანი იყო, შეცდომებიც იყო, მაგრამ კი, ჰგავდა დღიურში გაკეთებულ ჩანახატს.

 


№2  offline წევრი ლუ♋

ნაცნობი სათაურია

 


№3 სტუმარი Guest teresa

როგორც ჩანახატი, ცუდი არაა, მაგრამ როგორც საკონკურსო ჩანახატი?
რა ვიცი.
თან ამ თემაზე უკვე იმდენი ჩანახატი დაიწერა, რომ არჩევანს თუ გავაკეთებ, უპირატესობის სხვისთვის მინიჭება მომიწევს.
წარმატებები!

 


№4  offline წევრი Mtirala

წარმატებები ^-^❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№5 სტუმარი კორლეონე

არც ცუდი, არც კარგი.
ვერ გეტყვი რა არ მომეწონა, უბრალოდ დამაკლდა რაღაცები.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent