შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის სიმწარით


12-10-2017, 13:59
ავტორი პოლ ინა
ნანახია 111

სულის სიმწარით

თვალებს ვერ ახელს, ცხელი წვეთები მთელ ტანს წვავს, ძალა გამოცლილი ხელები თვალებისკენ ნელი მოძრაობით მიაქვს და ლიმნის არომატით დამტკბარი ქაფის უსიამოვნო შეხების ჩახშობას ცდილობს, ხელებს ბთელ ტანზე ისმევს თითქოს ცდილობს ჩამოირეცხოს ცოდვები, სიბინძურე, ძირში მუხლებზე ეცემა და ხელებს თავში ირტყავს
- რატომ ჯერ რატომ?
ხმები მოსვენებას არ აძლევს, ხმები რომლებიც არსაიდან მიდიან ჯეკის გონებაში და ტრიალებენ მანამ სანამ არ მობეზრდებათ
- ჰეი გენიოსო - და ისევ ყურისწამღები სიმწრის ხმა
- რატომ? - ყვირის გაგიჟებული, მთელი ტანის დაძაბვით ხელებს ყურებზე იჭერს რათა ხმები შეწყდეს მაგრამ ისინი უბრალოდ არ წყდებიან
- შენ მოკალი ჯეკ!
- არა არა - ისევ შემზარავი ყვირილი და უსიამოვნო სიცილი ჩაესმის ყურთან, ეს კიდევ უფრო აღაგზნებს და ხელებს მთელი ძალით ურტყავს იატაკს
- მაპატიე, სოფი მაპატიე - ამბობს ამჯერად ჩუმად და წვეთებს შორის ცრემლის მიტოვებული რგოლი სრიალებს მის ჩამშრალ სახეზე, იისფერ ნაჭერს იღებს და მთელი ძალით ისმევს ტანზე, იმდენად ძლიერად, რომ გრძნობს როგორ აუწითლდა ტანი, თითქოს ხორცებს იღებს თუმცა მას არ... აღარ ანაღვლებს, საკუთარი თავის არარაობით შეძრწუნებული მაშინვე იხვევს ნაჭერს ტანზე, აჩქარებული ნაბიჯებით და გახშირებული სუნთქვით, თეთრ სივრცეში შედის, გვერდზე მიყრილ ტანსაცმელს იღებს და იცვამს, სახლის კარს აღებს გადის და უცოდველი ღიმილით მიიწევს ახლოს მყოფ პარკში.
შუაგულს ატმის ხესთან დგება, ჯიბიდან ვარდის ერთ დამჭკნარ ფურცელს იღებს და ხეზე ამოტვიფრული ორი ასოს ზემოთ აკრავს.
- მაპატიე - ისევ ჩუმად ამბობს ხეს ეყრდნობა სიგარეტს ეძებს ან არაყს, ნერვიულობის გასაქარწყლად, მაგრამ არსად არის, შარვლის უკანა ჯიბეშუ ბასრი საგანი ხელს მტკივნეულად ჭრის და ჩერდება, ისტერიკულად იცინის, საგანს ხელში ითავსებს და ვენებზე ნელა დაატარებს, მისი სიცილი აპობს სიჩუმეს, მალევე იღებს სერიოზულ სახეს და სიცილი ქვითინში გადასდის
- ვერ დაგიცავი, შენ უნდა გეცოცხლა და არა მე, მე არ ვარ მკვლელი, მაგრამ ვერდაგიცავი! გახსოვს?! ბეჭედი გაჩუქე - მოგონებებუ თავშ უტრიალებს თვალები უბრწყინავს, რადგან გაახსენდა რომ ბეჭედს სულ თან ატარებდა ყელიდან კულონი მოიხსნა, ძაფს ასხმული ორი ოქროს ბეჭედი ხელის გულში ჩაიდო თვალებში კი სამუდამო სიბნელე მალე მკვდარ სიჩუმედ გადაექცა...скачать dle 11.3

 





№1 √ სტუმარი ™ Monnonours

თითქოს ვერ გავიგე, სად დაიწყო ამბავი, სად განვითარდა და მორჩა.
არაფერი იყო გაუგებარი,მაგრამ დაულაგებელი იყო. დროებშიც აირიე რამდენჯერმე.
ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა,რომ ძალიან მძაფრი გინდოდა,ძალიან ეცადე და სადღაც მაინც დაიკარგე.
ვერ ვიტყვი,რომ სულ ვერაფერი ვიგრძენი,მაგრამ ალბათ მეტი მინდოდა.
არ შეწყვიტო წერა. წარმატებები^^

 



№2  offline √ წევრი ™ პოლ ინა

Monnonours
თითქოს ვერ გავიგე, სად დაიწყო ამბავი, სად განვითარდა და მორჩა.
არაფერი იყო გაუგებარი,მაგრამ დაულაგებელი იყო. დროებშიც აირიე რამდენჯერმე.
ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა,რომ ძალიან მძაფრი გინდოდა,ძალიან ეცადე და სადღაც მაინც დაიკარგე.
ვერ ვიტყვი,რომ სულ ვერაფერი ვიგრძენი,მაგრამ ალბათ მეტი მინდოდა.
არ შეწყვიტო წერა. წარმატებები^^

ჰო რავი პირველია და იმედია განვვითარდები ^^

 



№3 √ სტუმარი ™ სტუმარი mkvdarivar

registracia chartet blin

 



№4 √ სტუმარი ™ სტუმარი teresa

ჰა?
აზრი სად იწყებოდა, სად მთავრდებოდა, ვერ ვიგებდი, გჯერა?
თავიდან ვიფიქრე, იქნებ ავტორს ასეთი სტილი აქვს, დაველოდები, ვნახოთ, დასასრულს რა იქნება_მეთქი. დაველოდე და არაფერი შეიცვალა.
რა ვიცი, რა ვიცი.
როგორც წესი, ასე არ მემართება ხოლმე.
წარმატებები!

 



№5 √ სტუმარი ™ კორლეონე

შემზარავი იყო.
თითქოს ის სიცილიც გავიგე...

 



№6  offline √ წევრი ™ პოლ ინა

სტუმარი teresa
ჰა?
აზრი სად იწყებოდა, სად მთავრდებოდა, ვერ ვიგებდი, გჯერა?
თავიდან ვიფიქრე, იქნებ ავტორს ასეთი სტილი აქვს, დაველოდები, ვნახოთ, დასასრულს რა იქნება_მეთქი. დაველოდე და არაფერი შეიცვალა.
რა ვიცი, რა ვიცი.
როგორც წესი, ასე არ მემართება ხოლმე.
წარმატებები!

მადლობა :დდ ^^

კორლეონე
შემზარავი იყო.
თითქოს ის სიცილიც გავიგე...

მადლობა ^^ ბევრს არ მოეწონა <3

 



№7  offline √ წევრი ™ Mtirala

წარმატებები ^-^ ❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 



№8  offline √ წევრი ™ პოლ ინა

Mtirala
წარმატებები ^-^ ❤

მადლობა ^^

 



№9 √ სტუმარი ™ ანიტა.

ჩემთვის ყველაფერი გასაგები იყო,
ვფიქრობ ჩანახატი ნამდვილად არ იყო ცუდი. წარმატებები!

 



№10  offline √ წევრი ™ პოლ ინა

ანიტა.
ჩემთვის ყველაფერი გასაგები იყო,
ვფიქრობ ჩანახატი ნამდვილად არ იყო ცუდი. წარმატებები!

მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent