შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამანადგურა...


12-10-2017, 20:44
ავტორი Mtirala
ნანახია 125

გამანადგურა...

***
ყოველ ღამე ვტირი, რადგან მეშინია.
ყველა'ფრის მეშინია...
პატარა ვიყავი, როცა მშობლების ჩხუბს შევესწარი.
მამა ყვიროდა, დედა კი ტიროდა.
თანდათან გავიზარდე...
გავიზარდე და მით უფრო აუტანელი გახდა "სახლში" ყოფნა,
მით უფრო აუტანელი გახდა მამაჩემი.
მუდამ ყვიროდა, უწმაწურ სიტყვებს იძახდა...
დიახ, ზუსტად ასე იყო...

***
დედას ჯამრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა, საშვილოსნო ამოუღეს...
ვინერვიულე?
ძალიან ბევრი...
ღამ-ღამობით ვტიროდი და ასე,
თვალებდასიებული ვიღვიძებდი...

***
შემდეგ იყო ავარია...
ძლივს გადარჩენილი ხალხი და "ფეხგახლეჩილი" დედაჩემი...
თვეების შემდეგ ისევ ოპერაცია...
და ისევ ყავარჯნები.
ვუყურებდი მას და გული მეკუმშებოდა,
ისევ იძულებული იყო აეტანა ყველაფერი...
მამაჩემიც, მისი გინებაც და ეს... ეს აუტანელი ყავარჯნები...

***
ჩემ გამო იტანდა მას.
ჩემ გამო უძლებდა მას
და
ჩემ გამო თმობდა
სიმშვიდეს,
ბედნიერებას,
ოჯახს...
არადა მერჩივნა,
მერჩივნა მარტო გვეცხოვრა...
მე და დედას...
მამაჩემის გარეშე...
ის კი თვლიდა, რომ მამა მჭირდებოდა.
მჭირდებოდა?
რა/ვინ მჭირდებოდა?

***
ყოველ ღამეს ტირილში ვათენებდი...
მუდამ ვდუმდი და ყალბი ღიმილით ვიღიმოდი.
თითქოს უგულო ვიყავი, უემოციო.
ასე თვლიდნენ,
რადგან ღიად არ ვღვრიდი ცრემლებს,
რადგან თითქოს დედაჩემზე არ ვღელავდი...
თითქოს მისი ტკივილი არ მტკიოდა.
ყველაზე მეტად მე მტკიოდა,
ყველაზე მეტად მე განვიცდიდი,მაგრამ...
მაგრამ უგულო არსებად მივაჩნდი მათ და
ეს მტკიოდა ყველაზე მეტად...

***
ვიღიმოდი...
ვიღიმოდი, თითქოს ყველაზე ბედნიერი ვიყავი.
სულიერად კი ვკვდებოდი,
მამაჩემი მკლავდა...
ის კი გაგიჟდა,
ფსიქიკა შეერყა...
აღარც მე ვანაღვლებდი, აღარც დედაჩემი...
თითქოს ჩემზე ზრუნვაში, მომკლა...
გამანადგურა...

***
ყველაზე ფერადი
ყველაზე უფერულად იქცა...
და მე...
მე დავიფერფლე.

***
მე ისევ ვიღიმი...
ვიღიმი და მჯერა,
მჯერა, რომ უსასრულობა ბედნიერებაა...
და მჯერა,
მჯერა,რომ ჩემი ფერფლი
უსასრულობაში ჩაიკარგება...скачать dle 11.3

 





№1  offline √ მოდერი ™ ელპინი

შენ პატარა საოცრება ხარ!
ძალიან კარგი იყო.
მე მომეწონა.
წარმატებები.
მიყვარხარ.

 



№2  offline √ წევრი ™ Mtirala

ელპინი
შენ პატარა საოცრება ხარ!
ძალიან კარგი იყო.
მე მომეწონა.
წარმატებები.
მიყვარხარ.

სულ შიშით გავხსენი სიახლე :დდ
მაგრამ შენი ნიკი, რომ დავინახე გავიბადრე ❤❤
მადლობა დიდი ❤❤❤
მეც მიყვარხარ, დიდო :დდ ❤❤❤❤❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 



№3 √ სტუმარი ™ კორლეონე

კონკურსისთვის ბევრად მეტია საჭირო.
შენ კარგი გოგო ხარ, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი.

 



№4  offline √ წევრი ™ Mtirala

კორლეონე
კონკურსისთვის ბევრად მეტია საჭირო.
შენ კარგი გოგო ხარ, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი.

არაუშავს :)) გამარჯვებისთვის არ ვიბრძვი, უბრალოდ ვცადე :))
მადლობა ❤ მომწონხარ!!! ❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 



№5 √ სტუმარი ™ სტუმარი teresa

ემოციური იყო ძალიან,
თუმცა მეპატარავა.
ანუ განა მეტი უნდა დაგეწერა? არა, უბრალოდ მეტი უნდა გეთქვა სწორედ ამ სიტყვების რაოდენობაში.
იმედია მიმიხვდი.
წარმატებებს გისურვებ!

 



№6  offline √ წევრი ™ Mtirala

სტუმარი teresa
ემოციური იყო ძალიან,
თუმცა მეპატარავა.
ანუ განა მეტი უნდა დაგეწერა? არა, უბრალოდ მეტი უნდა გეთქვა სწორედ ამ სიტყვების რაოდენობაში.
იმედია მიმიხვდი.
წარმატებებს გისურვებ!

მადლობა დიდი ❤ უბრალოდ ამაზე მეტი ვერ დავწერე...
არ დავწერე კი არა ვერ დავწერე...
სამწუხაროდ ასეთ ოჯახს იმდენად კარგად ვიცნობ და იმდენად კარგად გადმოვეცი (მე ასე ვთვლი) დავიცალე...
ჩემთვის ის იყო რაც უნდა ყოფილიყო და მეტის თქმა არ ვისურვე.
მადლობა კიდევ ერთხელ ❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 



№7 √ სტუმარი ™ დამწვარი ვისი

მეტს ველოდი, კითხვა რომ დავიწყე.
ჩანაფიქრი კარგი იყო, მაგრამ დამაკლდა, მეტი მინდოდა თითქოს. კონკურსიც მეტს ითხოვს, ვფიქრობ.
წარმატებებები !

 



№8  offline √ წევრი ™ Mtirala

დამწვარი ვისი
მეტს ველოდი, კითხვა რომ დავიწყე.
ჩანაფიქრი კარგი იყო, მაგრამ დამაკლდა, მეტი მინდოდა თითქოს. კონკურსიც მეტს ითხოვს, ვფიქრობ.
წარმატებებები !

არაუშავს ❤ მადლობა ❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent