შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კიდევ გავფრინდეთ ერთად


14-10-2017, 22:43
ავტორი mariamgg
ნანახია 2 011

შენ არ ვიცი როგორ ხარ, მე არც ისე კარგად. ყოველ ღამე, როცა ვწვები, არ მასვენებს დანაშაულის გრძნობა. მგონია გაგიშვი და ისე ვერ დაგაფასე, როგორც იმსახურებდი. ყოველდღე ვზივარ ფანჯარასთან სიჩუმეში და შენს მოსვლას ველი. მიუხედავად იმისა, ვიცი აღარ მოხვალ. დამიბრუნდი გთხოვ... დამიბრუნდი...
მენატრება შენი თვალები წყლიანი, მაგრამ ბედნიერებით სავსე. შენი ხმა ახლაც მუსიკად ჩამესმის ყურში და ვცდილობ, რიტმი შევანელო. შენ წახვედი.
წახვედი და დამტოვე მარტო ჩემს ოცნებებთან ერთად.

გახსოვს? წვიმაზე რომ მეუბნებოდი, იმიტომ მიყვარს შენ გგავსო. ხან სიყვარულს მახსენებს, ხან ბედნიერებასო. შენც ასე არ ხარ? ახლა ვიხედები ფანჯრიდან. წვიმს. მოდი და ისევ მითხარი რომ წვიმას ვგავარ, ისევ ჩამეხუტე და გამათბე შენი ხელებით, ისევ მითხარი ახლა ჩემს გვერდზე ხარ, მაგრამ მაინც მენატრებიო. მოდი...

გახსოვს? მეშვიდე კლასში ცუდად რომ გავხდი სკოლაში და სახლში რომ გამიშვეს, რომ მეკითხებოდი რა გჭირსო, არაფერი მეთქი. ეგ არაფერი ყველაფერი იყო ჩემთვის. მეგონა სხვა გოგო მოგწონდა და მე მატყუებდი.

გახსოვს? ფრენა რომ მასწავლე. ხელები ამაწევინე, მე დაგიყვირე, ამწიე მეთქი . მაშინ დავფრინავდი. სიყვარულისგან დავფრინავდი. გუშინ კვლავ ვცადე ფრენა , მაგრამ ამაოდ.

ყოველ ღამით შენს საფლავზე იმის იმედით მივდივარ, რომ კვლავ ამოხვალ და ხელებს ზეცაში ამაწევინებ.

მინდა დაგინახო, კიდევ ერთხელ დავინახო შენი ლამაზი თვალები, რომლებიც მხოლოდ ბედნიერებას მანიჭებდა.

ახლა კვლავ გარეთ გავდივარ, იმის იმედით, რომ მოხვალ და კიდევ მასწავლი ფრენას. შეიძლება არ გამომივიდეს, კიდევ სცადე.

ხელებს ჰაერში ვწევ და ვყვირივარ : ამწიე. არ ვინძრევი, ვერ ვფრინავ. მჭირდები. მოდი ...კვლავ მასწავლე ფრენა. ვიცი, გამომივა!



№1 სტუმარი ამანდა.

კარგი ხარ, წარმატებები!

 


№2  offline მოდერი zia-maria

შენს მოსვლას ველოდები,მიუხედავად იმისა ვიცი აღარ მოხვალ. cry disappointed_relieved cry ჩემთვის ძალიან მძიმე წასაკითხი იყო,პატარა და ტკივილით სავსე.უფრო გრძნობ სხვის ტკივილს,როცა გულით იგივე ტკივილს დაატარებ.მტკივნეული,სევდიანი,მაგრამ მაინც კარგი იყო.წარმატებები. kissing_heart

 


№3  offline წევრი Mtirala

შუაღამეს უნდა ამატირო ახლა? :((
აუუ, ვიტირებ მართლა...
კარგი იყო ძალიან, მომეწონა ❤❤
წარმატებები ❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№4 სტუმარი სტუმარი გიკი გოგო

ძალიან ემოციური იყო

 


№5 სტუმარი სტუმარი teresa

მგონი ამ ჩანახატით რისი თქმაც გინდოდა, თქვი.
მართლაც რომ ემოციური იყო.
წარმატებები!

 


№6  offline წევრი mariamgg

ამანდა.
კარგი ხარ, წარმატებები!

გმადლობ საყვარელო

Mtirala
შუაღამეს უნდა ამატირო ახლა? :((
აუუ, ვიტირებ მართლა...
კარგი იყო ძალიან, მომეწონა ❤❤
წარმატებები ❤


გმადლობ საყვარელო

სტუმარი გიკი გოგო
ძალიან ემოციური იყო


გმადლობ საყვარელო

zia-maria
შენს მოსვლას ველოდები,მიუხედავად იმისა ვიცი აღარ მოხვალ. cry disappointed_relieved cry ჩემთვის ძალიან მძიმე წასაკითხი იყო,პატარა და ტკივილით სავსე.უფრო გრძნობ სხვის ტკივილს,როცა გულით იგივე ტკივილს დაატარებ.მტკივნეული,სევდიანი,მაგრამ მაინც კარგი იყო.წარმატებები. kissing_heart

გმადლობ საყვარელო

 


№7 სტუმარი კორლეონე

ემოიცური ნამდვილად იყო.
თუმცა მეტი ინდივიდუალიზმი მინდოდა.
რაღაც დამაკლდა... რაღაც, რითიც თავს დამამახსოვრებდი. უფრო "არ მომეწონა"სკენ ვიხრები.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent