შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფანჯარასთან


25-10-2017, 18:44
ავტორი HeeChul-ah
ნანახია 681

ფანჯარასთან

დიდი ხნის წინ ერთ უფერულ, ძველ, ხის სახლში ვცხოვრობდი. იტალიური ეზო, საერთო დერეფნები, ხის კედლები... თითქოს არანაირი პლიუსი არ ჰქონდა ჩემს სახლს. მაგრამ, დიდი ფანჯარა და ფართე რაფა, რომელზეც სიამოვნებით ვჯდებოდი წიგნის წასაკითხად ან უბრალოდ ფანჯარაში საყურებლად, დიდ ხიბლს მატებდა ჩემს უფერულ სახლს.
მიყვარდა ფანჯარასთან ჯდომა და გზის მეორე მხარეს წამოჭიმული მრავალსართულიანი სახლის ეზოს თვალიერება. ყველაზე ხშირად თვალში მხვდებოდა უპატრონო კატა... ცალთვალა, ცალყურა, მოჭმული კუდითა და მოტეხილი თათით, უამრავი შრამითა და დიდი, სევდიანი ჭრელი თვალებით.
როდესაც ქარიან ამინდში მე ფანჯარასთან ვიჯექი ჩაით ხელში, თბილად და კომფორტულად, კატა საბავშვო საქანელებს ეფარებოდა და სიცივისგან კანკალებდა.
როდესაც მზიან ამინდში მე ფანჯარასთან ვიჯექი და ნაყინს ვჭამდი, კატა მზეს ეფიცხებოდა და თვალებს ნაბავდა.
როდესაც მე ფანჯარასთან ვიჯექი სახლში უსაფრთხოდ, კატას ბოთლებს და ქვებს ესროდნენ ბავშვები. უფროსები კი ხან მდუღარეს ასხამდნენ, ხანაც კი ცდილობდნენ ცოცხით ეზოდან გაგდებას. არაერთხელ მინახავს, თუ როგორ ილოკავდა ჩვენი სახლის ქვეშ ახალ იარებს.
მე ფანჯარასთან კომფორტულად ვიჯექი, უპატრონო კატა კი ქუჩაში იყო მარტოდ მარტო. მე ვუყვარდი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ლექტორებს, კატა კი სულ მარტო იყო, ყველასგან მიტოვებული და გარიყული.
მაგრამ ყველაზე უცნაური იყო ის, რომ კატა არ ნებდებოდა. რაც ასაკი მემატებოდა, უფრო ხშირად ვიჯექი ფანჯარასთან და საკუთარ ანარეკლს შევჩიოდი ხალხის უკუღმართობაზე, კატა კი მოფერებას სთხოვდა მათ, ვინც წინა დღით დამდუღრა, დაკაწრა და ბოთლები ესროდა. მოთმინებით ელოდა ალერსს. არ ნებდებოდა, იმედი ჰქონდა, რომ ვინმე მიუალერსებდა. მე მხოლოდ წუწუნი შემეძლო, კატას კი გულით შეეძლო წრფელი სიყვარული.
ერთხელ, როდესაც მე ფანჯარასთან ვიჯექი და სამყაროს ამაოებაზე ვფიქრობდი, გავიგე ყეფა, მერე კი გულისგამაწვრილებელი კნავილი. მეზობლის ძაღლებმა დაიჭირეს კატა. ვიგრძენი როგორ შემეხუთა სული, როდესაც ვუყურებდი პატარა უმწეო სხეულს, რომელსაც დაუნდობლად ფლეთდნენ უფრო ძლიერნი. მაშინვე წამოვხტი და გარეთ გავვარდი. სულ რამდენიმე წამი დამჭირდა კიბეზე ჩასარბენად და გზის გადასაჭრელად.
ძაღლები აღარსად იყვნენ, საშინლად დაკბენილი კატა კი მიწაზე ეგდო ერთიანად დასისხლიანებული და ჩუმად კვდებოდა. თავის დაცვის მიზნით ბურთივით იყო შეკრული და ამ სანახაობისგან გული ყელში მომებჯინა.
კატა ხვდებოდა, რომ დადგა მისი ცხოვრებისა და წვალების აღსასრული და მაინც, ცრემლი სდიოდა, სიცოცხლეს მისტიროდა.
ხელში ავიტატე პატარა ბავშვივით. ხრიალებდა და სუნთქვა უჭირდა, მე კი მასთან ერთად ვტიროდი. ვგრძნობდი როგორ უჭირდა სუნთქვა და მაინც, თათი ასწია და ლოყაზე შემეხო, შემდეგ კი ჩემი ცრემლი ალოკა. მე უფრო ძლიერად მივიხუტე, მან კი ცხვირი მომადო კისერზე.
მაშინ მივხვდი, რომ ერთადერთი რასაც ეს კატა ითხოვდა ცხოვრებისგან, სულ ცოტა სითბო და სიყვარული იყო. ის იყო ყველაზე სუფთა, ყველაზე ნათელი და უბიწო არსება დედამიწაზე. პირველად იგრძნო ზრუნვა და არა დაცინვა, წიხლი ან ტკივილი, ამან კი გააბედნიერა, თუნდაც სიკვდილის წინ.
ახლა, წლების შემდეგ ვზივარ უკვე მრავალსართულიანი სახლის ლოჯში, რომელსაც აქვს ფანჯარა მთელს კედელზე, ვუყურებ როგორ ეთამაშება ჩემი შვილიშვილი პატარა, ფუმფულა კნუტს და ვიხსენებ იმ უსახელო კატას, რომელმაც ტკივილის რაობა დამანახა ნებისმიერ წიგნზე თუ ფილმზე უკეთესად... კატას, რომელმაც სული დამიფხაჭნა თავისი პატარა თათებით... კატას, რომელმაც ნამდვილი სიყვარული მასწავლა...скачать dle 11.3




№1  offline წევრი ლუკკიანეცცი

სახეზე თათი რო დაგადო გული ამიჩუყდა:D
მართალი ხარ, ხალხმა სიყვარული უნდა ვისწავლოთ.
მეტი შეიძლებოდა.
სიმართლე გითხრა წინა ჩანახატი უფრო მომეწონა.
წარმატებები კონკურსში!

 



№2 წევრი qeti.ii

გულწრფელად მეტკინა,ძალიან აზრიანი ჩანახატია,მომეწონა!

 



№3  offline მოდერი Eleniko13

გაიმარჯვებ.
ნუ, წყალი არ გაუვა, სხვა გზა არც აქვს არავის :დ

ჩანახატი კიდევ,
უბრალო იყო რა, რიგითი ნაწერი,
რიგითი ტექსტი,
არაფერი განსხვავებული და არც
არაფერმა მიმიზიდა.
გუდ ლაქ
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 



№4 სტუმარი კორლეონე

არ მომეწონა.
ჩემამდე ვერ მოვიდა ვერც ამბავი და ვერც ემოცია.

 



№5 სტუმარი სტუმარი teresa

პლიუსი არა, პლუსი.
ფართე არა, ფართო.

ცუდი არ იყო.
არა უშავდა, რა.
თუმცა არაფრით მესმის, როგორ უნდა იყოს კატა ყველაზე წმინდა მთელ დედამიწაზე, როგორც არ უნდა მოექცნენ მას.

მეტი შეგეძლო, ასე მგონია!
წარმატებები!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent