შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფანჯარასთან


28-10-2017, 21:38
ავტორი teddy))
ნანახია 412

ფანჯარასთან

ფანჯრისკენ მივიწევ, რომელის ჩარჩო ყვითელი საღებავით შევღებეთ, მე და ყვითელმაისურიანმა. მინის ნახევარი ნაწილი დაბურულია, ნახევარი კი გამჭირვალე. კუთხეებში საღებავის კვალი ატყვია, აქა-იქ კი დაკაწრულია. ფანჯრის მიღმა ნაძვის ხეები მოსჩანს, მათ მიღმა კი მატარებელი, რომლის ხმაური ჩემ ძილს აფრთხობს. ბილიკზე, უპატრონო ძაღლებისთვის და კატებისთვის პურია მოგროვებული. მზე, ცას თავის სიფერადეს მატებს, ყვითელგულა ჩიტებს ჟღურტული გააქვთ, თან ფრენით ირთობენ თავს, თავის მოვალეობას ასრულებენ. მე ყოველთვის ყვითელი ფერით ვიხედები ამ ფანჯრიდან, რადგან ამავე ფერის ჩარჩო არ მაძლევს საშუალებას, სამყაროს სხვა ფერით დავუწყო ყურება. რაფაზე ყვითელი ყვავილები აწყვია, რომელსაც წყალს ვუსხამ, შემდეგ იატაკზე ვუძებნი ადგილს და მე ვთავსდები რაფაზე. ხელებზე ყვითელი ფლომასტრით ფოთლებს ვიხატავ და კვლავ გარეთ ვიხედები, თან ყვითელ ადამიანებზე დაკვირვებებს ვახდენ. აი, ყვითელმაისურიანიც გამოჩნდა. როგორც ყოველთვის კედები დასვრილი აქვს, ხელები კი საღებავით მოთხუპნული. თვალები კი... თვალებს ვერ გავუგე, ხან ლურჯი აქვს, ხან ცისფერი, ხან კი სალათისფერი. მე კი მინდა ყვითლად ელვარებდეს, მაგრამ იშვიათად ხდება. ღიმილს კი ყვითელი ფერი ყოველთვის თან დაყვება... იცით, ადრე ის წითელმაისურს ატარებდა, მაგრამ შეიცვალა, აღარ მოსწონს წითელი... მე კი ის არ მომწონდა წითლად მოელვარე... მგონი, გატყუებთ, არა? მე ის წითლად მოელვარეც მიზიდავდა, მაგრამ სადაც ეს ფერია, იქ სხვა ფერს არაფერი ესაქმება. მაჯებზე მოცეკვავე ლურჯი ფერის ვენების ნაცვლად, ყვითელი აქვს... და ჰო, ყვითელი აზრები...
როგორი ვარ მე?
მეც ყვითელმაისურიანი ვარ, მეც სხვა ფერის თვალები მაქვს, თუმცა ჩემს თვალებში ყოველთვის შეამჩნევთ ყვითლის კვალს. ლოყები ვარდისფერის მაგივრად, ყვითლად მიღაჟღაჟებს. ფრჩხილებზე, მუდამ ყვითელი ლაქი მისვია. ყვითელი მზერა მაქვს და ყვითელი ფიქრები. ჩაის მუდამ ლიმონიანს ვსვამ და მუდამ ყვითელ საკვებს მივირთმევ. ყვითელი ჩემი ფერია, ყვითლად ვიცნობ ადამიანებს და ყვითლად ვკითხულობ წიგნებს. შემიძლია სიმღერას ჩემი ფერით მოვუსმინო, ფოტოები ამავე ფერით გადავიღო და შემდეგ ყვითელი ფონით დავბეჭდო. სულიც ყვითელი მაქვს... მე ყვითელი ყვითელი ვარ და მორჩა!
რა გვაქვს საერთო მე და მას?
სიყვითლე, სიყვითლე, სიყვითლე...
თქვენც ყვითელი ფერებით აივსეთ, არა?
კიდევ, როგორი ყვითელი ვარ მე? ის? არ შეიძლება, უფრო მეტად შემოიჭრათ, ჩვენს სიყვითლეში...
ჩემი ფანჯრის ჩარჩო ყვითელია, მე კი ყველაფერს ყვითლად ვხედავ...
ის კი ჩემით ხედავს ყელაფერს ყვითლად...

скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი კორლეონე

თითქოს არ არის ცუდი.
მაგრამ მეტი მინდოდა.
მომწონს, მაგრამ გამარჯვებისთვის არამგონია საკმარისია იყოს.

 


№2  offline წევრი teddy))

კორლეონე
თითქოს არ არის ცუდი.
მაგრამ მეტი მინდოდა.
მომწონს, მაგრამ გამარჯვებისთვის არამგონია საკმარისია იყოს.

გმადლობ heart_eyes

 


№3 სტუმარი სტუმარი teresa

სიყვითლე. სიყვითლე. სიყვითლე.
მივიხედ-მოვიხედე და ყველგან ყვითელი დამხვდა.
ემოციურად ახლოს იყო ჩემთვის, ალბათ, ამიტომაც დამიტოვა ამდენად მძაფრი შეგრძნება, თუმცა მეტიც გამოვიდოდა ამით, რაც იყო, ვიცი.
წარმატებებს გისურვებ!

 


№4  offline წევრი teddy))

სტუმარი teresa
სიყვითლე. სიყვითლე. სიყვითლე.
მივიხედ-მოვიხედე და ყველგან ყვითელი დამხვდა.
ემოციურად ახლოს იყო ჩემთვის, ალბათ, ამიტომაც დამიტოვა ამდენად მძაფრი შეგრძნება, თუმცა მეტიც გამოვიდოდა ამით, რაც იყო, ვიცი.
წარმატებებს გისურვებ!

გმადლობ, ტერესა! heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent