შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფანჯარასთან


29-10-2017, 20:03
ავტორი Foxgirl
ნანახია 466

ფანჯარასთან

ის დილა, როცა მისი თითები ჩემს კანზე აღარ მიგრძვნია, სუსხიანი იყო.
ფანჯარასთან დამტოვა და ამით თითქოს იმედი დამიტოვა, რომ დაბრუნდებოდა.
მე ველოდი...

ის დილა სხვებს არ ჰგავდა; მარტოობის სუნით იყო გაჯერებული. ორთქლშეპარული მინიდან დიდ ეზოსა და უშველებელ კორპუსებს გავყურებდი და ვფიქრობდი, რატომ ერჩივნა მას ის რუხი სამყარო ჩემსას?!
ჩემთან ხომ ყოველთვის მშვიდად იყო?! მე თავად ვიყავი ამის გარანტი მაშინაც კი, როცა უსიამოვნო ამბები მიმქონდა მისთვის. ის არ ღელავდა. იმიტომ, რომ იცოდა, ჩემი განცდები არასდროს ეკუთვნოდა მას და იმ სამყაროს, რომელშიც საბოლოოდ გამცვალა.

ფანჯრის ღია კარი სუსტ, უსიამოვნო ნიავს აპარებდა. სხვა დროს, ანუ მაშინ, როცა ის ჩემთან იყო, ყურადაც არ ვიღებდი ამას, მაგრამ ახლა ვიგრძენი, როგორ დამიარა სუსხმა სხეულზე და გამყინა. ამ შეგრძნებას მხოლოდ ჭეშმარიტად მიტოვებული ადამიანები თუ გაიგებენ. ანუ ისინი, ვინც ჩემსავით ფანჯარასთან მიატოვეს და მტანჯველი სინელით აყურებინეს წასულის თითოეული ნაბიჯი.

მე კიდევ ბევრი მქონდა მისთვის მოსაყოლი. ვაპირებდი, გამეოცებინა, ამეღელვებინა, ჩამეთრია თხემით-ტერფამდე, რომ იმდენად ღრმად შემოეღწია ჩემში, გასასვლელი კარი დაეკარგა. დასასრულს მინდოდა ეტირა იმ ცრემლით, გამომშვიდობებას რომ მოასწავებს.
მაგრამ მან ყველაფერი შეწყვიტა. მანამ, სანამ შევუყვარდებოდი; მანამ, სანამ ყოველდღე მოუნდებოდა ჩემი გულში ჩაკვრა და იმ სამყაროში ჩაძირვა, რომელიც მე მეკუთვნოდა.
წავიდა. მომაშორა მისი მწველი თითები, ცხელი სუნთქვა და თავბრუდამხვევად მძაფრი არომატი.
არ შევუყვარდი. არ შეუყვარდა ჩემი სუნი, თითოეულ ფურცელზე თავიდან რომ ახსენებდა თავს. არ გაუძნელდა ჩემი დატოვება; აუჩქარებლად, ცივი გონებით გამშორდა.
როცა თაროზე დავბრუნდები, ალბათ სხვები მეტყვიან, უნდა მიმხვდარიყავიო. ის ხომ არასდროს იყენებდა ფანქარსა და სანიშნს ჩემთან ყოფნისას?! არასდროს მათბობდა ცხელი ცრემლის შეხებით. მეგონა, ზღვარსგამცდარი ზრუნვის გამო აკეთებდა ამას, მაგრამ სხვები იტყვიან, არ ადარდებდიო.

ერთხელ დაცდილმა ნიავმა უფრო ძლიერად დაუბერა და ფურცლები ამიშალა. ბოლო გვერდზე გადამშალა, უნებლიედ. იქ, სადაც არასდროს შემხებია მისი თითები. იქ, სადაც არასდროს მიგრძვნია მისი ორმაგად დამძიმებული სუნთქვა.
ეს ნიშნავდა, რომ ყველაფერი სამუდამოდ დასრულდა.
დავიხურე.

ის წავიდა. ფანჯარასთან დამტოვა მისი ყველაზე ერთგული საყვარელი და ამით თითქოს იმედი დამიტოვა, რომ დაბრუნდებოდა.
ფანჯარასთან. ადგილას, საიდანაც ყველაზე კარგად ჩანს ჩვენგან წასულის მტანჯველი სინელით გავლილი თითოეული ნაბიჯი...скачать dle 11.3




№1 სტუმარი სტუმარი გიკი გოგო

საინტერესო იყო წიგნის თვალით დანახული მკითხველი.
წარმატებები

 



№2  offline წევრი Ignifex

"ის დილა, როცა მისი თითები ჩემს კანზე აღარ მიგრძვნია, სუსხიანი იყო" პირველივე წინადადებით ჩამითრიე. ძალიან,ძალიან,ძალიან მომეწონა მე პირადად! წარმატებებს გისურვებ,მართლა საოცრად მომხიბლე! ♥♥

 



№3 სტუმარი სტუმარი teresa

მაგარი გოგო ხარ.
ასეთი კრეატიულობა საიდან? არ მესმის!
შენი ინდივიდუალიზმი მაოცებს. გაოცებულზე მეტი ვარ ახლა.
გამორჩევა მთლად სწორი არ იქნება, მაგრამ ჩემი ფავორიტი იყავი წინა ტურშიც და ახლაც ასეა მგონი, ვეჭვობ.
ორჯერ წავიკითხე.
ერთხელ ვერ გავიგე ბოლომდე, მეორედ შემრცხვა, ეს როგორ ვერ დავინახე_მეთქი.
აღარ ვიცი რა გითხრა მეტი.
უბრალოდ ძალიან გამიხარდება, თუ გაიმარჯვებ!
ძალიან!

 



№4  offline წევრი Foxgirl

სტუმარი გიკი გოგო
საინტერესო იყო წიგნის თვალით დანახული მკითხველი.
წარმატებები

დიდი მადლობა <3

Ignifex
"ის დილა, როცა მისი თითები ჩემს კანზე აღარ მიგრძვნია, სუსხიანი იყო" პირველივე წინადადებით ჩამითრიე. ძალიან,ძალიან,ძალიან მომეწონა მე პირადად! წარმატებებს გისურვებ,მართლა საოცრად მომხიბლე! ♥♥

მადლობა <3 მეც ძალიან მომეწონა შენი ჩანახატი ^^ <3 წარმატებები <3

სტუმარი teresa
მაგარი გოგო ხარ.
ასეთი კრეატიულობა საიდან? არ მესმის!
შენი ინდივიდუალიზმი მაოცებს. გაოცებულზე მეტი ვარ ახლა.
გამორჩევა მთლად სწორი არ იქნება, მაგრამ ჩემი ფავორიტი იყავი წინა ტურშიც და ახლაც ასეა მგონი, ვეჭვობ.
ორჯერ წავიკითხე.
ერთხელ ვერ გავიგე ბოლომდე, მეორედ შემრცხვა, ეს როგორ ვერ დავინახე_მეთქი.
აღარ ვიცი რა გითხრა მეტი.
უბრალოდ ძალიან გამიხარდება, თუ გაიმარჯვებ!
ძალიან!

ძაალიან მიხარია ასე რომ მოგეწონაა ^__^ <3 ყველანაირად ვეცადე ორიგინალური ვყოფილიყავი <3 მადლობაა <3

 



№5 სტუმარი კორლეონე

კრეატიული ხარ ძალიან.
საინტერესო იყო.
მგონი პირველად წავიკითხე ასეთი რამ და ძალიან მომეწონა!

 



№6  offline წევრი Foxgirl

კორლეონე
კრეატიული ხარ ძალიან.
საინტერესო იყო.
მგონი პირველად წავიკითხე ასეთი რამ და ძალიან მომეწონა!

დიდი მადლობა <3 <3 <3

 



№7 სტუმარი სტუმარი თამარა

ვერ ვხვდები რატო მოიგე. თეთრი შოკოლადი შენზე ბევრად უკეთესი იყო >:(

 



№8 სტუმარი me

ნაწერი უვარგისია,შიგ იმოდენა ხელოვურობა
კაპიკად არ ვარგა
ერთი სიტყვით და ორი გაგებით
ორი გაგებით იმიტომ რომ მე ვარ ამისთანა კომენტარს რომ გიწერ
ვინაიდან და რადგანაც,ეს არ არის ადამიანური
მაგრამ ჩვენ ყველა ვინაიდან და რადგანაც ღმერთები ვართ

დაე ვიგრძთ ეს
და ვიცოდეთ ჩვენი არსებობის ფასი
პატივისცემით მე
არ გამიბრაზდე
ცუდზე მეტად კარგს გეუბები
ჩემი სულიდან გამომდინარე
ბედნიერი იყავი .

 



№9  offline წევრი მარიკუნაა♥️

me
ნაწერი უვარგისია,შიგ იმოდენა ხელოვურობა
კაპიკად არ ვარგა
ერთი სიტყვით და ორი გაგებით
ორი გაგებით იმიტომ რომ მე ვარ ამისთანა კომენტარს რომ გიწერ
ვინაიდან და რადგანაც,ეს არ არის ადამიანური
მაგრამ ჩვენ ყველა ვინაიდან და რადგანაც ღმერთები ვართ

დაე ვიგრძთ ეს
და ვიცოდეთ ჩვენი არსებობის ფასი
პატივისცემით მე
არ გამიბრაზდე
ცუდზე მეტად კარგს გეუბები
ჩემი სულიდან გამომდინარე
ბედნიერი იყავი .

არც შენი კომენტარის გამართულობა და პუნქტუაცია არ ვარგოდა კაპიკად.
ენივეი,
ვინც გაიმარჯვა, დამსახურებულად გაიმარჯვა:))
ძალიან მომეწონა
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent