შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფანჯარასთან


1-11-2017, 01:31
ავტორი Yvavi.
ნანახია 522

ფანჯარასთან

პირველად ფანჯრის მიღმა არარეალური მოვლენები ბავშვობაში დაინახე. მაშინვე ფსიქიატრთან გაგაქანეს, რომელმაც თვალების ბრიალით გამოგიცხადა "პარალელური სამყარო არ არსებობსო".
მორჩილად დაუხარე თავი და საკუთარი პირით აღიარე, რომ გიჟი იყავი.
თუმცა მაინც ყოველ საღამოს დგებოდი ფანჯარასთან და მის მიღმა გახედვას ცდილობდი. მაშინაც კი როცა ლამპიონებით განათებული რეალური ქალაქები მოჩანდა, შენ მაინც არარეალურ, ზღაპრულ სამყაროს ეძებდი.
თითქოს იქ, სადღაც ვიღაც გეძებდა.
ფანჯარასთან დგომით გჯეროდა, რომ შენკენ მომავალ გზას უნათებდი.
ხედავდი ყოველ დილას ცხენზე მოჯირითე უცნაურ ტანსაცმლიან ადამიანებს, რომლებიც ლაღად იცინოდნენ და სასაცილო ამბებს ყვებოდნენ.
მათი არ გესმოდა მაგრამ ხვდებოდი.
პერიოდულად ენაცვლებოდა რობოტებთან მაქიმალურად მიახლოებული გარეგნობის ადამიანები.
ხედავდი და არაფერს ამბობდი.
გჯეროდა, რომ ფანჯრიდან დანახული სამყარო მოფრთხილებას იმსახურებდა.
თინეიჯერი იყავი როცა ახალგაღვიძებულმა ფანჯარასთან ადამიანის ლანდი დაინახე. შეშინებული წამოვარდი საწოლიდან და საწოლთან მიგდებული წიგნები მოუღერე.
თუმცა საპასუხოდ, ჩაცინება მიიღე.
-ღარიბი ხარ თუ რატომ არ გაქვს სანთლები შუქისთვის? - მოულოდნელად გაიგე მისი ჩურჩულით წარმოთქმული სიტყვები.
სხვა დროს გადაიხარხარებდი, მაგრამ თითქოს უკვე იცოდი ვინც იყო.
-სამყარო N2 ჰო? - დაბნეულმა ამოილაპარაკე და ოთახში შუქი აანთე. შეშინებული უცნობი დაფრთხა და ფანჯარასთან, კედელთან ჩაიკეცა.
მზრუნველად დახედე მაღალ, მაგრამ უკვე ოთხად მოკეცილ მამაკაცს.
-ნუ გეშინია. - მის წინ ჩაიმუხლე და მონაცრისფრო თვალებში მიაშტერდი.
-მოვკვდი? - თვალებს აცეცებს და მზერა კედელზე გაკრულ საშინელებათა ფილმის პოსტერებზე ეყინება.
-რატომ გგონია? - გაოგნებული იცქირები და ხვდები, რომ სხვა სამყაროს ადამიანებით აღფრთოავანება სადღაც ქრება.
-ფანჯრიდან გადავხტი. სამოთხეა თუ ჯოჯოხეთი? - თვალების ცეცებას აგრძელებს, შენ კი ნერვები გეშლება და ღრმად სუნთქავ.
-სამყარო, თქვენთვის არ ვიცი მერამდენე. - პასუხობ და ფეხზე დგები. შემდეგ იღებ ენციკლოპედიას მსოფლიოში შესანიშნავ არქიტექტურულ შენობებზე და აწვდი.
დაკვირვებით ათვალიერებს და აღფროვანებული პერიოდულად უცნაურ ხმებს გამოსცემს.
შემდეგ ფანჯარასთან მდგარ მოხატული როაილისკენ იხედება. თვალები უციმციმებს და დაუკითხავად იჭრება მასთან.
კლავიშებს ნაზად უსვამს თითებს და გაპრიალებულ ზედაპირზე თავის თავს აკვირდება.
-შეიძლება დავუკრა?
მხრებს იჩეჩავ, ის კი ისევ კითხვის აღსავსე მზერით შემოგცქერის.
-კი დაუკარი. - როგორც იქნა ხვდები და სიტყვიერად პასუხობ.
მაშინვე ჯდება როიალთან და თითებს სწრაფად დააცოცებს კლავიშებზე. უცნაური, აქამდე არ გაგონილი მუსიკის მოსმენისას ერთიანად გივლის ჟრუანტელი და მონუსხულივით შეშდები ადგილზე.
ის კი მოულოდნელად შენკენ ბრუნდება და აციმციმებული ნაცრისფერი თვალებით გიმზერს.
-ცოტა ხნით შეიძლება დავრჩე?
შენც თანხმდები.
ცოტა ხნით შენთან რჩება, ყველაფერს აცნობ და ყოველ ჯერზე მის გაოგნებულ სახეზე გეღიმება.
ბოლოს პიცა გაასინჯე და ბედნიერი უყურებდი თუ როგორი ნეტარებით ჭამდა და გარშემო ვეღარაფერს ამჩნევდა.
ერთ დღესაც მოულოდნელად შეწყვიტა ყოველ საღამოს დაკვრა, აღარ აოცებდა საკვები და ქალაქის ატქიტექტურა. აღარც შენს ხუმრობებზე ეცინებოდა.
-სამყაროს შეცნობა მინდა, უნდა წავიდე. - ერთ საღამოსაც ფანჯარასთან იდგა და სევდიანად, თუმცა იმედიანი თვალებით გიცქერდა. - წამოხვალ ჩემთან ერთად?
შეგეშინდება, კედელს აეკვრები.
ის კი შენ წინ დადგება და ფაფუკი ტუჩებით შენს ტუჩებს შეეხება. მიხვდები თუ როგორ ტრიალებს სამყარო შენს გარშემო. გაუცნობიერებლად თანხმობას განუცხადებ და მასთან ერთად ფანჯრის რაფაზე დგები.
პირველი ის ხტება, შენც აპირებ.
თუმცა მუცელზე ძლიერად შემოხვეული ხელები გაფერხებენ.
-გამიშვით. - ყვირი და არაადამიანურ ხმებს გამოსცემ. თან ტირი, თან გიხარია. თვითონაც აღარ იცი რა გინდა.
ჯონათანის წასვლის შემდეგ კი ყოველ საღამოს ფანჯარასთან მდგარ როიალის კლავიშებს ეფერები და გულით გჯერა, რომ დაბრუნდება.
დაბრუნდება შენთვის, თუმცა მის მოძებნას ვერ ბედავ.
აღარც ფანჯარაში იქცირები.
აღარც იცინი.
უბრალოდ ზიხარ ფანჯარასთან და ღერს ღერზე ეწევი, და ელოდები.
უკვე შენთვითონაც აღარ იცის რას.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი day

Kარგია წარმატებები❤❤

 


№2 სტუმარი Ибрахим

Magaria zalian

Ибрахим
Magaria zalian

 


№3  offline მოდერი Yvavi.

მადლობა <3

 


№4 სტუმარი სტუმარი mamuka

Yvavi.
მადლობა <3

Hai

 


№5 სტუმარი სტუმარი teresa

უბრალოდ ცუდი არ იყო.
ეს კი ძალიან ცუდი შეფასებაა შენთვის, რადგან მე ვიცი, ვინ ხარ, რა ხარ, რამდენი შეგიძლია და ისე მეცოტავა, ისე მეცოტავა, რომ...
გელი უკეთესებით!

 


№6  offline მოდერი Yvavi.

სტუმარი teresa
უბრალოდ ცუდი არ იყო.
ეს კი ძალიან ცუდი შეფასებაა შენთვის, რადგან მე ვიცი, ვინ ხარ, რა ხარ, რამდენი შეგიძლია და ისე მეცოტავა, ისე მეცოტავა, რომ...
გელი უკეთესებით!

უკეთესებს არასაკონკურსოებისთვის ვინახავ :3
არადა მართლა მინდოდა კარგი გამომსვლოდა უბრალოდ თემას ვერ დავუმუღამე :/

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent