შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

25 სამარცხვინო გრამატიკული შეცდომა

24-01-2020, 19:34
ავტორი სელენე
ნანახია 731

1. ალბად
შეცდომაა: ალბად, მოგენატრე.
სწორია: ალბათ, მოგენატრე.

2. რამის
შეცდომაა: რამის დედაჩემში ამერიე.
სწორია: ლამის დედაჩემში ამერიე.

3. საავანტყოფო
შეცდომაა: საავანტყოფოში დააწვინეს.
სწორია: საავადმყოფოში დააწვინეს.
პ.ს: ავადმყოფი - ავად + მყოფი.

4. მაგრათ
შეცდომაა: მაგრათ ვიცინე.
სწორია: მაგრად ვიცინე.

5. ბევრჯელ
შეცდომაა: ბევრჯელ გავუმეორე.
სწორია: ბევრჯერ გავუმეორე.

6. არაფლის
შეცდომაა: არაფლის.
სწორია: არაფრის.

7. საქმის ყურში (ყურში არა, საქმის სწორ ნაწლავში :) )
შეცდომაა: მამაჩემი საქმის ყურშია.
სწორია: მამაჩემი საქმის კურსშია.

8. ჩემს ამპულაში
შეცდომაა: ჩემ ამპულაში ვარ.
სწორია: ჩემს ამპლუაში ვარ.

9. ბიზმესმენი
შეცდომაა: ჩემი შეყვარებული ბიზმესმენია.
სწორია: ჩემი შეყვარებული ბიზნესმენია.
პ.ს1: სიტყვიდან - ბიზნესი.

10. რეამინაცია
შეცდომაა: რეამინაციაში მოათავსეს.
სწორია: რეანიმაციაში მოათავსეს.

11. აბსოლიტური
შეცდომაა: აბსოლიტური ჭეშმარიტებაა.
სწორია: აბსოლუტური ჭეშმარიტებაა.

12. უდაოდ
შეცდომაა: უდაოდ მართალია!
სწორია: უდავოდ მართალია!

13. ბავშობა
შეცდომაა: ბავშობა მენატრება.
სწორია: ბავშვობა მენატრება.

14 . აფსურდი
შეცდომაა: სრული აფსურდია.
სწორია: სრული აბსურდია.

15. რაღაცეები
შეცდომაა: რაღაცეები მჭირდება ამ სამუშაოსთვის.
სწორია: რაღაცები მჭირდება ამ სამუშაოსთვის.

16. ანზოგადებს
შეცდომაა: რაღაცებს ანზოგადებს.
სწორია: რაღაცებს აზოგადებს.

17. დაჯდნენ
არასწორია: მაგიდასთან დაჯდნენ.
სწორია: მაგიდასთან დასხდნენ.

18. ერთის მხრივ
შეცდომაა: ერთის მხრივ ყველაფერი კარგად იყო.
სწორია: ერთი მხრივ ყველაფერი კარგად იყო.

19. ვუთანაგრძობ
შეცდომაა: ვუთანაგრძობ ბებიის გარდაცვალებას.
სწორია: თანავუგრძნობ ბებიის გარდაცვალებას.

20. იცმევს
შეცდომაა: ტანსაცმელს იცმევს.
სწორია: ტანსაცმელს იცვამს.

21. შეურაწყოფა
შეცდომაა: შეურაწყოფა მიაყენა.
სწორია: შეურაცხყოფა მიაყენა.

22. არაფლის
შეცდომაა: არაფლის.
​სწორია: არაფრის.

23. საშვალება
შეცდომაა: სხვა საშვალება არ არსებობს.
სწორია: სხვა საშუალება არ არსებობს.

24. ჯამრთელობა
შეცდომაა: ჯამრთელობას გისურვებ.
სწორია: ჯანმრთელობას გისურვებ.

25. ტრამვა
შეცდომაა: ხელხემლის ძლიერი ტრამვა მიიღო.
სწორია: ხერხემლის ძლიერი ტრავმა მიიღო.

№1  offline წევრი Ma No

"დაქალოჭკა" შემხვდა სადღაც რამოდენიმე დღის წინ. ჯერ "დაქალოჩკა" ხომ სწორია და ახლა ეს რუსულ-ქართულის ნაზავი უფრო დაამახინჯა ????????

№2  offline მოდერი სელენე

Ma No
"დაქალოჭკა" შემხვდა სადღაც რამოდენიმე დღის წინ. ჯერ "დაქალოჩკა" ხომ სწორია და ახლა ეს რუსულ-ქართულის ნაზავი უფრო დაამახინჯა ????????

დაქალოჭკა, გოგჩო... მეზიზღება ეს ფორმები <3

№3  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

აქედან რასაც ვერ მივეჩვიე რაღაცებია, აი ხო ვიცი რო რაღაცებია მაგრამ მაინც რაღაცეები:დ ჯანდაბა,
ასევე კვირებიც ამის მსგავსია ვერ შევეგუე და :დდ
ჩემი ნომერ პირველი გამაღიზიანებელი
გამარჯობა”თ”
გამარჯობა ისედაც ზრდილობიანი ფორმაა და აღარ ჭირდება ზედმეტები:დდ
ნომერ მეორეა “რამოდენიმე” რამდენიმე :დ აუ რამდენი ვწერე ჯანდაბა

№4 სტუმარი ია

შეცდომაა -გვერძე
სწორია-გვერდზე !

შეცდომაა -მდივანზე ზის
სწორია-დივანზე ზის
კიდევ უამრავი შეცდომაა,რომელსაც უშვებენ საუბარში და აქ ატვირთულ მოთხრობებში,ყველაზე ცუდი კი ისაა,მიუთითებ გამოასწოროს და მერე განგებ უფრო მეტ ადგილზე ჩაჩხირავენ,აქაოდა ფეხებზე გვკიდია თქვენი სწორი ფორმებიო...ხოდა მაგიტომაც იქნებით სულ დამწყები ვაიმწერლები ))

№5  offline მოდერი სელენე

ტომაჩკა
აქედან რასაც ვერ მივეჩვიე რაღაცებია, აი ხო ვიცი რო რაღაცებია მაგრამ მაინც რაღაცეები:დ ჯანდაბა,
ასევე კვირებიც ამის მსგავსია ვერ შევეგუე და :დდ
ჩემი ნომერ პირველი გამაღიზიანებელი
გამარჯობა”თ”
გამარჯობა ისედაც ზრდილობიანი ფორმაა და აღარ ჭირდება ზედმეტები:დდ
ნომერ მეორეა “რამოდენიმე” რამდენიმე :დ აუ რამდენი ვწერე ჯანდაბა

100%-ით გეთანხმები <3

ია
შეცდომაა -გვერძე
სწორია-გვერდზე !

შეცდომაა -მდივანზე ზის
სწორია-დივანზე ზის
კიდევ უამრავი შეცდომაა,რომელსაც უშვებენ საუბარში და აქ ატვირთულ მოთხრობებში,ყველაზე ცუდი კი ისაა,მიუთითებ გამოასწოროს და მერე განგებ უფრო მეტ ადგილზე ჩაჩხირავენ,აქაოდა ფეხებზე გვკიდია თქვენი სწორი ფორმებიო...ხოდა მაგიტომაც იქნებით სულ დამწყები ვაიმწერლები ))

უშეცდომო არავინაა, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია. არ მიყვარს ასეთი ხალხი )

№6 სტუმარი ლელ

მოგესალმებით, ჩემი მოსაზრება გამოვთქვი კომენტარის სახით, სადაც საუბარი იყო საიტის განვითარებაზე, ვფიქრობ, რომ საიტის ორგანიზატორებმა არ უნდა დაუშვან არასწორი სიტყვებით და ფრაზებით დაწერილი მოთხრობების გამოქვეყნება, წაიკითხეთ ძველი ნაწარმოებები, არ მინდა იმ ავტორების ჩამოთვლა, რა კარგად წერენ, ბოლო დროს თითქმის ყველაისტორია მსგავსი არასწორი სიტყვებითაა დახუნძლული, კარგა ხანია არცერთი არ მომწონებია

№7  offline მოდერი სელენე

ლელ

გეთანხმებით, მაგრამ ორგანზატორებმა რა უნდა გააკეთონ, კარგით რა <3 ხომ არ ჩაუჯდებიან და ვიღაცის შეცდომებს ხომ არ გაასწორებენ. ეგ ისტორიის ავტორის პრობლემაა, საიტის ადმინისტრაცია რა შუაშია )

№8 სტუმარი Eli

ძალიან სასიამოვნოა ამაზე ყურადღებას რომ ამახვილებთ. ყველაფერი მართებულადაა,თუმცა ერთი პატარა შეცდომაა გაპარული, შესაძლოა ასო უბრალოდ გამოგრჩათ, ვგულისხმობ "შეურაცხყოფას" სწორია: შეურაცხჰყოფა:-)
კარგი გოგო ხარ, წარმატებები!

№9  offline მოდერი სელენე

Eli
ძალიან სასიამოვნოა ამაზე ყურადღებას რომ ამახვილებთ. ყველაფერი მართებულადაა,თუმცა ერთი პატარა შეცდომაა გაპარული, შესაძლოა ასო უბრალოდ გამოგრჩათ, ვგულისხმობ "შეურაცხყოფას" სწორია: შეურაცხჰყოფა:-)
კარგი გოგო ხარ, წარმატებები!

როგის მიხედვით მიწერია. არასწორი სიტყვა ნომერთან და ასევე ქვეტექსტში სწორი და არასწორი ვარიანტი ????

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent