შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე და შენ ყველაზე მაგარი წყვილი ვართ...


27-05-2015, 22:22
ავტორი თუკა
ნანახია 6 747

მე და შენ ყველაზე მაგარი წყვილი ვართ...

მიყვარხარ იმდენად, პატიმრად დავრჩებიგრძნობების ტყვე ვარ და მსაჯულად გიგულებ..
თუ შენი კანონით დასჯას ვერ ავცდები,განაჩენს რომ მეტყვი, თვალებში მიყურე..!
მე და შენ ყველაზე მაგარი წყვილი ვართ...
წამსვლელი თვითონ დგება და მიდის -ზღვებსაც აცოფებთ ზედმეტი წვეთი.
მე ჩემს თავს უფრო ძლეირად ვთვლიდი სხვა არაფერი შემშლია მეტი.
**
აი, შედეგიც… დრომ მეც გამტეხა.დრო მეც ზარივით დამემხო თავზე.
არადა, ალბათ კიდევ რამდენ ხანს უნდა იდინოს ამ მტკვარმა ასე.
მე და შენ ყველაზე მაგარი წყვილი ვართ...
ახლა ერთი სულელური ლექსი მახსენდება
და ვხვდები, მეც რომ გამასულელეს
საკუთარმა აზრებმა და შეხედულებებმა..
არაო, ეს არაო, უფრო იდეალურიო,უფრო ჟრუანტელისმომგვრელიო
აი ისეთი - რომ ვერ გადაეჩვევი და ადვილად ვერ შეელევიო...
მე და შენ ყველაზე მაგარი წყვილი ვართ...
სისულელეა, ეს ყველაფერი სისულელეა...
ყველაზე ნამდვილი, ის სურათია გონებისა და გულის ყველაზე ღრმა კუნჭულში რომ გიდევს და
მხოლოდ სიზმრებში ამოტივტივდება, ისე ბუნდოვნად,
რომ დილით სახესაც ვეღარ იხსენებ, ან - არ იხსენებ...
უბრალოდ გამოყოლილ სევდანარევ სითბოს გრძნობ და დაგაქვს დღეობით...
***
ჰო, წლების მერე გამოცდილება, (ჭკუა ნაკლებად) გემატება და ხვდები,
სულ ერთია ვინ დგას ნაპირის მეორე მხარეს, როცა გადაცურვა გინდა,
არც იმას აქვს აზრი ის - მეორენაპირზემდგომი შენ გელოდება, თუ ვინმე სხვას...
მე და შენ ყველაზე მაგარი წყვილი ვართ...
შენი ცხოვრების მთავარი გმირი შენ ხარ და შენში რა ხდება ისაა მთავარი,იმ სხვას ჯანდაბამდე გზაც ჰქონია
ჰო ის სულელური ლექსი ისევ მახსენდება:
,,..ცოცხალი მომწონდა, მკვდარი კი - მიყვარს"
რა სი-სუ-ლე-ლე-ა, სი-გი-ჟე-ა
მეც გამასულელეს... წასულებზე ცუდს არ ამბობენ...
არც დარჩენილებზე ღირს რამის თქმა... ბოლომდე მოვწევ ამ ღერს და დავივიწყებ სიზმარში ნანახ დავიწყებულ, თუ გადამალულ სახეებს
***
ზოგჯერ ისე მჭირდება გაგებუტო დროებით,გადავეშვა ქაღალდის მივიწყებულ ნავიდან,
უფრო ახლოს გეხები სავსე განმარტოებით,ვისაც ასე ველოდი, შეხვედრამდე წავიდა...
მე და შენ ყველაზე მაგარი წყვილი ვართ...
ირგვლივ დამალობანა დაკარგვამდე იციან,გაბეზრებენ ისე თავს, პოვნა არვის გინდება,
მარტო უფრო კარგად ხარ, ვით ღვთის რეპეტიცია,სიყალბე კი ქრისტეზე მეტად გაგეყიდება...
***
"სიყვარულიდან შეხებამდე
ზღვარია რიდის,
ხელები გასცემს, შენს სისუსტეს,
ხელები გყიდის,
მასშია ძალა მაგიური,
გრძნობების კვესი,
გულივით გიცემს ყველა ძარღვი და
ყველა მყესი.
მე და შენ ყველაზე მაგარი წყვილი ვართ...
მდგომარეობას სულისა და
ვნებების ქარცეცხლს,
ხელები გაძლევს ემოციას,
აპრილად გაქცევს,
ალერსისათვის სითბო დააქვთ
მზესავით მწველებს,
შემოგეხვევა და ნუშივით
აგასურნელებს.
***
მე და შენ ყველაზე მაგარი წყვილი ვართ,ბოლო დროს დამჩემდა ფიქრი და ანკესი,
სიყვარულს ძალიან ხმამაღლა ვყვირივარ,სიყვარულს ვყვირივარ და შენ კი არ გესმის..
მე და შენ ყველაზე მაგარი წყვილი ვართ...
მიყვარხარ - ეს ისე,
მიკვდება გული და, კანაფის საშინელ სიცილით ვტირივარ,
მე თუ ვარ ფხიზელი, ძალიან ცუდი და თუ მთვრალი -
ყველაზე მაგარი წყვილი ვართ !!
***
-რისთვის არიან ადამიანები ერთად??? ---ერთმანეთი უყვართ ალბად.! ---აბა მაშ რატომღა შორდებიან ერთმანეთს? ---რომ ერთად გატარებული დრო გაიხსენონ! ---მაშ რატომღა ტირიან დაშორების დროს? ---იციან რომ აღარასდროს იქნებიან ერთად!
მე და შენ ყველაზე მაგარი წყვილი ვართ...
მე მოვალ შენთან! –ბანალური არის სიტყვები...ზუსტად ისეთი, როგორც ახლა ჩვენი განწყობა...
არაფერს გეტყვი,შენ ყველაფერს ისეც მიხვდები –წასვლისას ყველა გულნატკენიც ასე ამბობდა...
***
დამელოდები? –არც ეს კითხვა არის ახალი და უფრო ხშირად პასუხია – თავის დაქნევა...
ისიც იცი, რომ არაფერი აღარ მახარებს და მხოლოდ ძველი სურვილია –კვლავ გადარევა!
მე და შენ ყველაზე მაგარი წყვილი ვართ...
რასდროს ყოფილხარ სულერთი,
სულ ერთი იყავი.
შენ კი ამ სიცარიელეს, სიტყვებს შორის ვერც კი ხედავდი.

ჩემი საათი, რომელიც ყველას ჩემი სურათი ჰგონია,
მუდამ ერთ დროს მიჩვენებს -
შენ მე მაკლიხარ...
***
მაინც შენმა მონატრებამ მომიარა, ისევ შენი მომიფრინდნენ ოფოფები...
მე ცხოვრება გადამექცა ბოდიალად... ან თვითონ ვარ მაწანწალა – მოწოდებით!
მე და შენ ყველაზე მაგარი წყვილი ვართ...

ნუ ელი, რომ ჩემს ლექსებში მოვა წვიმა და უნაზეს ოცნებებით დაგასველებს...
ცელიანმა კაცმა თუკი გამიღიმა მხოლოდ შენი მონატრება გამაჩერებს...
***
ვიცი, თუმცა, ამ ლექსებით იხიბლები, უჩემობას არასოდეს მაპატიებ...
მაინც შენი მიხსენებენ ოფოფები, ჩემი ვნება სხვას ვერავის დავაწიე!скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი F E N I X

მიყვარხარ!
--------------------
გრძნობების მკვლელი...

 


№2  offline მოდერი desktop

აუჰ, აუჰ. ეს მოძველებული და უაზრო ფრაზები რა უბედურებაა what
--------------------
© umanita' mi stai sul cazzo...

 


№3  offline წევრი თამუნა

მომწონს ძალიან... მაგარია.
--------------------
ჩემი სიგიჟე შენს მიმართ არარსებული სიყვარულია...

 


№4  offline წევრი mariam m.k

Sayvarloba ????

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.