შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა უშენობა წვიმს...


8-11-2015, 20:45
ავტორი თუკა
ნანახია 10 857

არავის უამბო გზები რად გაიყო,
რად შევრჩით ცალ-ცალკე ცხოვრების დინებას,
არავის უამბო რა მოხდა ,რა იყო
არავის უამბო, გული მეტკინება..
როცა უშენობა წვიმს...
გათენდა........
წვიმს........
წვიმის წვეთებმა გამაღვიიძეს.........
ჩემი სული ივსება უამრავი პაწაწინა ცივი წვეთებით.......
მენატრები..........
ასეთ ამინდში განსაკუთრებით მენატრები.......
დავდივარ და ....... დაგეძებ........
ქუჩა-ქუჩა დაგეძებ............
შენს ღიმილიან მზერას დავეძებ......
სველ თვალებს მარიდებენ ვერხვები.........
ცივი სახით მიყურებს უშენოდ ცარიელი ქუჩა.........
როცა უშენობა წვიმს...
თითებზე ვითვლი ჩვენს შეხვედრამდე დარჩენილ დღეებს....... ერთად ავკინძავ და ისე მოვიტან შენამდე ჩემს ცრემლიანს საღამოებს........ წვიმიან დღეებს. ჭადრების ფოთლებს, ვარსკვლავებს, მზეს, იმედებს, ფიქრებს და სიზმრებს, აუხდენელ ოცნებებს.......
ერთად შეგიგროვებ ჩემს ღიმილს, ცრემლებს, ლურჯთვალა იებს, მინდვრის გვირილებს, იმედის მერცხლებს, ზღვის ლამაზ კენჭებს, ჭექა-ქუხილს და წვიმის წვეთებს, თეთრ ფანტელებს, მთვარიან ღამეს.......
**
პატარა ხელისგულებით გავათბობ ჩვენს სიყვარულს და ისე მოვიტან შენამდე.......ფრთხილად, რომ არ დამეღვაროს........
წვიმს.......
წვიმს შინ და გარეთ........
წვიმს უშენობა.........
მენატრები........
**
როცა უშენობა წვიმს...
უყვარხარ? მეცხრე ცას შეეხე ხელებით,
წამი, რომ წამია, სიცოცხლედ გაწელე,
მინდვრები მოხატე შეშლილი ფერებით,
მზის სხივით ზეცაზე "მიყვარხარ" დაწერე.
**
მერჩია, სულ არ შეგხვედროდი,
რადგან მაშინვე
დაიწყო ჩვენი განშორებაც...
ხვალ გაცილებით შორს ვიქნებით ერთმანეთისგან,
ვიდრე დღესა ვართ.
დღესაც ძლივს მესმის შენი სუნთქვა,
ან მეჩვენება
და თავს ვიტყუებ –
ჯერ მესმის მეთქი.
როცა უშენობა წვიმს...
ჩემი გონების პაწაწინა ეკრანზე დღემდე
აღბეჭდილია ერთადერთი კადრი ფილმისა,
რომელსაც ,,ჩვენი ცხოვრება" ჰქვია –
ჩემს მხარზე მშვიდად თავმიდებული,
ზიხარ და სუნთქავ –
რაც არასოდეს არ მომხდარა სინამდვილეში,
ვერ მოვიცალეთ საამისოდ,
***
ჩვენ ხომ უაზროდ
და უსაშველოდ
და ვარსკვლავებზეც უფრო მეტად ვართ მოწყვეტილნი
ერთმანეთს... მაგრამ კი არ ვცდილობთ,
მხოლოდ ვოცნებობთ,
თავისით როდის ამოივსება
ეს გამთიშავი, გამთოშავი სიცარიელე,
რომელმაც გვშობა რაღაცისთვის
და რომელშიაც
თანდათანობით ვითქვიფებით
რაღაცის გამო.
როცა უშენობა წვიმს...
თვალს ვხუჭავ და ქრება სამყარო, სავსებით, ასე რომ,
ისევ ვხსნი, ყველაფერს სული უბრუნდება თავისით
(ვინ იცის, იქნებ შენც მხოლოდ ჩემს ფიქრებში არსებობ).

ახედე წითელში და ლურჯში ვარსკვლავებს ვალსები
როგორ გაუშლიათ, გვეყოფა, სიშავე ჩავიცვით:
ქუთუთოს დაუშვებ და ქრება, რაც იყო გარშემო.
როცა უშენობა წვიმს...
იცი, ვოცნებობდი, შეგეტყუებინე საჩემო
ადგილას, საწოლში, გიჟივით გეკოცნა (რა ვიცი,
იქნებ შენც მხოლოდ და მხოლოდ ჩემს ფიქრებში არსებობ).

ცას ჭერი ეხდება, ქვეყანა ცეცხლში და ქარშია,
ღმერთის და დემონის ბრძოლაში ბრძანება გავეცი:
თვალს ვხუჭავ და ქრება უკვალოდ, რაც იყო გარშემო.
**
მჯეროდა, ამბობდი, ისეო, მოვალო, ასეო,
მაგრამ გავიზარდე და შენი სახელიც არ ვიცი
(იქნებ შენც მხოლოდ და მხოლოდ ჩემს ფიქრებში არსებობ).

სჯობდა, მყვარებოდა ჩიტი, თბილ ქვეყნებში წამსვლელი,
უკან ბრუნდებიან ჩიტები ზაფხულის ჟამისთვის
თვალს ვხუჭავ და ქრება სამყარო, სავსებით, ასე რომ,
ვინ იცის, იქნებ შენც მხოლოდ ჩემს ფიქრებში არსებობ.
**
ასეთ დროს, საერთოდ, ფხიზლობენ გიჟები -
ხუთი საათია, ღამის, არასრული.
გკითხულობ... გკითხულობ - წიგნივით ქვიშების,
არც დასაწყისი გაქვს და არც დასასრული.
როცა უშენობა წვიმს...
გკითხულობ ბრაილით, სანტიმეტრ-სანტიმეტრ,
სხეულზე სხეულით მიკრულს და მიბორკილს
და მთვარე, ნიკელის თხუთმეტი სენტიმი,
პროფილით აბატი მონარქის, სებორგელ,

გვიყურებს ანთებულ თვალებით კორუნდის
და სულში უსკდება ვარსკვლავთა ეგზემა
და იცის, არ უნდა, არ უნდა, არ უნდა,
არ უნდა დაეცეს და მაინც ეცემა...
როცა უშენობა წვიმს...

და მერე წამია წუთისოფელიც კი.
და მერე მთვარესაც თავში ქვა უხლია!
დგას ღამე ფანჯრებთან, როგორც ობელისკი
და ახლა შეშლამდე ისეთი ახლოა,

რომ ამ დროს, საერთოდ, ფხიზლობენ გიჟები -
ხუთი საათია, ღამის, არასრული.
გკითხულობ... გკითხულობ - წიგნივით ქვიშების,
არც დასაწყისი გაქვს და არც დასასრულ



№1  offline ადმინი უნდა ვწერო

მომეწონა.ძალიან საყვარლობა იყო love

 


№2  offline აქტიური მკითხველი uchveulo

კარგია. ❤️ ახალ იატორიას როდის დაიწყებ ? :)) მომენატრეე :((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent