და..
შენ აღარა ხარ..
ჩემი ცხოვრებიდან ფურცლად მოსახევი..
დღემდე ათასჯერ და მეტჯერ მოსარყევი..

ახლა საღამოა..
ფიქრადჩამოღვრილი..
გული დამიმძიმდა
ასჯერ მოსათხრელი..
შენკენ მექაჩება
ყველა გზაწვრილი
და
ყველა ბილიკი
და
ყველა მოსახვევი

როცა აკრძალულ სიყვარულს ეტრფი,
და როცა გიყვარს თხემიდან ტერფით.
როცა ცას წვდები გაშლილი ფრთებით,
და როცა გიღირს ცხოვრება ერთ დღით.

როცა გული ცემს აპრილის ტემპით,
ატმის ყავივლებს ქარი შლის პენტვით.
უნდა გიყვარდს მუცელში პეპლით,
პეპლებიც ერთ დღით მოდიან , ერთ დღით!

რაღაც ხასიათზე დღეს ვარ ირონიულ,
ისევ მენატრება შენი სიახლოვე,
მინდა ეს ფოთლები მოვურ-მივურიო,
ბოლოს მაინც ვინმე ერთად შეაგროვებს.

უფრო ცივი არის ამწელს ნოემბერი,
კიდევ გაცივდება წლები მიყოლებით,
მინდა ახლა ისე თბილად მოგეფერო,
თითქოს მომავალ წელს აღარ გეყოლები.

თითქოს ბავშვი ვიყო,
ისე მეტირება,
იცი,
წუხელ ერთი ლექსი დაგიწერე,
არის უსარგებლო ყველა შეპირება,
მაგრამ ეს სიტყვები ჩემს თავს გაგიწევენ.

ახლა მგონი უკვე მივედ-მოვედები,
გახდა სისულელე -
ასი მილიარდი,
წამო,
შევიშალოთ,
როგორც პოეტები,
ვინც ამ ცხოვრებისგან ზურგით მიტრიალდნენ.

წამო,
თორემ ეს ცა ისე გაიბურა,
სხვა ცა აღარა ჩანს ჩვენი ფანჯრებიდან,
წამო,
გეხვეწები,
მინდა ძველებურად
სისხლი გადაგისხა ჩემი მაჯებიდან.

ბევრი არაფერი,
ოთხი კედელი და ერთი ტახტი,
საშუალოზე დაბალი ჭერი...
ბოლო დროს რაღაც უჩვეულოდ მოტყდი და გახდი,
უსურვილობის დაგედო ფერი.

ზიხარ კუთხეში მიყრდნობილი საკუთარ წარსულს,
გტკივა ბეჭები...
ოღონდ ეგ არა,
თანაგრძნობა ნამდვილად არ გსურს,
ტკივილს ეჩვევი.

" სხვაგვარად ვიტანჯებით როცა დამოკიდებული ვართ ადამიანზე და ვკარავთ მას და სხვაგვარად, როცა არ ვართ დამოკიდებული მასზე და ვკარგავთ. პირველ შემთხვევაში, უფრო საკუთრი თავი გვენატრება მასთან მიმართებაში ვინც დავკარგეთ, მეორე შემთხვევაში კი უბრალოდ ის პიროვნება. როცა სიყვარული დამოკიდებულია, მაშინ - "მიყვარხარ იმიტომ რომ მჭირდები", მაგრამ როცა სიყვარული დამოკიდებული არ არის, მაშინ " მჭირდები, იმიტომ რომ მიყვარხარ" - აი ეს განსხვავებაა."

იცი რა მიყვარს?
მაღალ სკამზე რომ ვზივარ და
ფეხებს ძირს რომ ვერ ვაწვდენ და
ჰაერში ჩემი ტერფები ქანაობენ...
ძალიან პატარა ვარ ამ დროს...
და ცაში ვარ თითქოს...
ქვემოდან ადამიანები მეძახიან მიწაზე დაეშვიო.
მე კიდე ფეხებს ვიქნევ და
ტერფები ჰაერში სრიალებენ და
მთელი ხმით,
მთელი ძალით
(პატარა მალულიტასავით)
მინდა ვიყვირო:
„ცუკველა გაცუმდეს!!!...“

იცი რა მიყვარს?
გაზაფხული რომ მოსაღამოვდება და
რომ იწვიმებს და
იმ ტერფებით,
ცოტა ხნის წინ ჰაერში რომ დააბიჯებდნენ,
ახალდანამულ მიწაზე რომ გავივლი და
ნაადრევად ჩამოცვენილი ფოთლები გამიწვებიან ფეხებთან...
და რომ ავკრეფ სათითაოდ, გზა-და-გზა...
მათ კიდე ძალიან გაუკვირდებათ
გათელვას რომ გადარჩნენ და
ჩემს ხელებში სიხარულით გაინაბებიან....
მე კიდე ძალიან პატარა ვარ ამ დროს...

იცი რა მიყვარს?
იასამნები რომ გაიღვიძებენ და
ხელებს რომ შემოვხვევ უზარმაზარ თაიგულს,
მერე თვალებით ხუთფურცლიან ყვავილს დავუწყებ ძებნას და...
ძლივს რომ ვიპოვნი და მოვწყვეტ...
ცოტა ხნის წინ გაფაციცებული რომ ეძებდნენ,
იმ თვალებს რომ დავხუჭავ და,
სურვილს რომ ჩავიფიქრებ და ყვავილს ჩავყლაპავ...
ძალიან პატარა ვარ ამ დროს...

იცი რა მიყვარს?
მაღალ სკამზე რომ ვზივარ და
ხელში გაზაფხულს რომ მოვტაცე მიწაზე ყოფნისას,
ის იასამნები და ფოთლები მიჭირავს და
პატარა ტერფებს მთელი ძალით ვიქნევ ჰაერში...
გარედან „ვიღაცეები“ რომ მეძახიან და
ადამიანებთან დაბრუნდიო, მთხოვენ....
მე კიდე მთელი ხმით მინდა ვიყვირო:
„ცუკველა გაცუმდეს!!!...“

ასეთ მონატრებას და დაბნეულ ფიქრებს როგორ სცოდნია დაღლა,
ახლა შენთან მინდა და ამ ამბოხებას,ვერავინ ვერ დამიშლის ალბათ.
მაგრამ რომ მოვიდე,რისთვის მოვედითქო,შენთან რა მინდოდათქო რა ვთქვა?!
შენ რომ ვერ გაიგო,ჩემი სიყვარული,შენ რომ ვერ მიმიხვდე რა ვქნა?!.

უკრავს შოპენი, უკრავს შოპენი, ღამის ჩრდილი ადგას კლავიშებს, თითები ამსხვრევს ვიწრო წელზე მალებს გაბნეულს, და როცა ვალსი გულს იჯერებს, ხელებს გაგიშვებს, სადმე ჰანგები დაგეწევა გზა–კვალ –არეულს. უკრავს შოპენი, მოსდებია აკორდებს ალი, სულის დარაბებს შელეწავენ ტალღები მუზის, ირწევა ვალსი უჩვეულო მუსიკით მთვრალი, და ძველ როიალს ანთებული თვალებით უზის. უკრავს შოპენი, დასრულდება საცაა ბალი, შემდგარა განცდა, მოცეკვავე წყვილის ცერებზე, გამთენიისას, კლასიკურად იცეკვებს ქარი და უკვდავებას გადაიწვენს დაღლილ ხელებზე....

არ გეჩვენებათ, რომ
ძალიან გაფართოვდით, მისს...
თვალები კი გაქვს შველის!
იქით მიიხედეთ - მშლის!
გული დამტევია ზღვის...
მაგრამ ეშინია თვლის.
არც კი გეჩვენებათ თქვენ,
რომ გულში გაფართოვდით, მისს!

შეჩერებულან,
გათოშილან
ჩემთვის წუთები...
რამდენი რამე დამრჩენია
შენთვის უთქმელი.
გიხსენებ შენ და
მოგონებებს
ვესათუთები...
შეჩერებულან,
გათოშილან
დღესაც წუთები...

დრო, სუნთქვასავით გარდასული, თვალსა და ხელს შუა ქარივით გაჰქრა.
მივყვებით ცხოვრებას, მივყვებით, მაგრამ, ვერავინ გვეტყვის, ვერაფერს მართალს.
...დრო ისევ მიჰქრის, მიიპარება, როგორც ღრუბელი ცის კამარაზე...
ჩვენი ცხოვრება ისე მცირეა, ბევრად პატარა, ჩიტ ნაცარაზე.
შემოგვაპარებს სიო ნაზ ალერსს, ჩურჩულს დაგვიწყებს სევდა ნარევად...