შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერება აქვეა მარად......


7-05-2016, 13:41
ავტორი თუკა
ნანახია 3 447

ბედნიერება აქვეა მარად......

გაზაფხულია. შენ კი ამბობ
გიცდის ზამთარი.
ახლა მთვარეა სავსე შენით, სავსე სრულიად
მე მიყვირია ვერ ნათქვამი გრძნობები ლექსად
ახლა ამ ლექსებს ჩემზე მეტად უფრო უვლიან.
ბედნიერება აქვეა მარად......
და მტკივა გესმის?მტკივა ლექსი ,მტკივა სიტყვები
გამთენიისას უფრო მეტად მტკივა სიშორე
შენს და ჩემს შორის. გაყოფილი საწოლი ორად
და ამ ტკვილებს ვეღარაფრით ვეღარ ვიშორე
ბედნიერება აქვეა მარად......
სხვა რაღა გითხრა? რომელ კუთხეს მივედ -მოვედო
ჩემი თვალებიც კი გრძობებით დანაღმულია.
ფანჯრიდან უნდა შევრიო ფილაქანს ქუჩის
თორემ აქ ლექსებს პოეტებზე მეტად უვლიან.
ბედნიერება აქვეა მარად......
მიყვარხარ, ჩემო...
ჯერ არ მითქვამს არასდროს, თუმცა,
ვფიცავ, ყოველ წუთს ამას ვამბობ,
უსიტყვოდ, სუნთქვით..
ბედნიერება აქვეა მარად......
დიდი ხნის მერე მე ვუსმენდი საყვარელ მოტივს,
გადაეცალა თითქოს წარსულს ერთბაშად მტვერი,
რომ ვთქვა "მახსოვხარ"- ეს იქნება ძალიან ცოტა,
რომ ვთქვა "მიყვარხარ"- ეს იქნება ძალიან ბევრი...
ბედნიერება აქვეა მარად......
ყოველდღე,
შენსკენ მომეჩქარება...
და უშენობას, დღემდე განვიცდი...
მე ვიცი,
ეჭვიც არ მეპარება...
მაინც გიპოვი, მაინც დამიცდი...
ბედნიერება აქვეა მარად......
ერთი ცხოვრება რას ეყოფა სიყვარულს ამდენს...
ნუ მოდუნდები... ხვალ ვინ იცის აღარც გათენდეს...
მე მინდა ჩვენი არსებობა სიგიჟეს ჰგავდეს და შენი სუნთქვა...
ჩემს სუნთქვასთან ღამეს ათევდეს...
მაღლა ასწიეთ... უფრო მაღლა ზეცის ქულები...
ერთი სიცოცხლე რას ეყოფა გიჟმაჟ აპრილებს...
რა მომადუნებს... თუკი სადღაც შენ მეგულები...
ეს სიყვარული ხვალ სიკვდილსაც გამიადვილებს..
ბედნიერება აქვეა მარად......
გამახსენე, რომ ამ საღამოს
ვიდრე დავწვებით დასაძინებლად,
გკითხო :
როცა თვალებში მიყურებ, მაშინ
აგებულებას ხედავ თვალისას თუ ჩემს სულს?
გამახსენე, როცა ერთად ვართ ,
როცა ხელებს გითბობ გაყინულს
გკითხო : მართლა გცივა თუ
არ გინდა ხელი გაგიშვა?
ბედნიერება აქვეა მარად......
როცა ყავას ვსვამთ, ანდაც უბრალოდ
სადმე ვსხედვართ, დრო არ გვადარდებს,
როცა მუსიკას ჯაზი ერევა
გამახსენე გკითხო ხოლმე რატომ იღიმი?
ან რატომ მინდა გულში ჩაგიკრა?
ან რატომ არის ცივი ქალაქი
თუ ამ ქალაქში ერთად დავდივართ?
ბედნიერება აქვეა მარად......
გამახსენე , ხვალ უთენია
სანამ ბავშვები გაიღვიძებენ ,
სანამ ფანჯრებში შემოვა დილა,
და სანამ თოვლი დაბარდნის თბილისს,
გამახსენე უნდა გკითხო
მართლა არსებობ თუ უბრალოდ გამოგიგონე... ?
ბედნიერება აქვეა მარად......
ვიცი მომელიან ახლა ეგ თვალები-
შენი მათრობელა თაფლის ღვინოები...
როგორც პეიზაჟი ლამაზ მოგონებას,
როგორც ცეცხლის ალებს ლერწმის ღეროები.
ბედნიერება აქვეა მარად......
აღარ დავბრუნდები ნუღარ მელოდები..
თმაზე მომაბარდნის ვარდებს თებერვალი...
დარდსაც თავის მიაქვს, წლები-ფოთოლცვენას,
რჩება ხელისგულზე ჩემი ნატერფალი.
ბედნიერება აქვეა მარად......
რატომ მემღერება ახლა მეც არ ვიცი,
სული გავაცილე ქარში მინამული...
ყველა გიორგობის თვეში დაბადებულს
თითო ყვავილივით მოაქვს სინანული.
ბედნიერება აქვეა მარად......
"გაზაფხულის ჰაერი მაიძულებს მხოლოდ წარსულზე ვიფიქრო, ვიფიქრო, თუ რა გველოდა ჩვენ რომ ერთად ვყოფილიყავით; ვიცი, ეს ოცნებაა, საერთოდ დავკარგე უნარი, არ ძალმიძს ვიცხოვრო აწმყოთი. დინებას მივყვები, არ მსურს, არც შორს, არც ღრმად ჩავხედო ცხოვრებას. ველი წუთებს, როდესაც ძალა დამიბრუნდება. ვიცი, ეს დროც მოვა. ცხოვრება ჯერ კიდევ მაინტერესებს, მინდა, თავი დავიხსნა, მაგრამ არ მსურს, თუნდაც წამით გავთავისუფლდე შენგან".
ბედნიერება აქვეა მარად......
დღეს თითქმის შენთან არაფერს ვმალავ,
უფრო გაღმერთებ რაც დრო გავიდა,
შენ კვლავ მომეცი იმდენი ძალა,
მთელ ჩემს ცხოვრებას ვიწყებ თავიდან.
შენთვს ვწნავ მინდვრის ყვავილთა გვირგვინს,
იქნება ჩემს თავს რამე ვუშველო,
შენს თავს ვფიცავარ გულწრფელად მიკვირს,
როგორ ვცოცხლობდი ერთ დროს უშენოდ!..
ბედნიერება აქვეა მარად......
ისევ ეცემა ფანჯრის მინას წვიმის წვეთები,
ისევ იწვიმა, იწვიმა და კვლავაც დარია,
გულმაც იტირა, იტირა და წვიმის წვეთივით
დაპატარავდა კიდევ უფრო მასზე ძალიან.
ცასაც გული აქვს, ისიც ტირის, ისიც განიცდის
და არ უხდება მარტოობა ღრუბელს ხალიანს,
რომ შემეკითხონ: რას ინატრებდი ყველაზე მეტად?
_მზეს ვინატრებდი, სიცოცხლეს და... შენს თავს ძალიან.........
ბედნიერება აქვეა მარად......
ცას ვარსკვალავებით იცი რა აწერია?
-რა?
- მე მოვდიოდი დასაბამიდან და ჩემი სული ყვაივილივით მომქონდა შენთვის
ბედნიერება აქვეა მარად......
წვიმა წამოვიდა...
ბაღში ამოსულა ნარცისი...
-შეგცივდათ ქალბატონო?
-არც ისე...
-მოდით მოგახურავთ
მზეების მანტიას,
რას იზამთ ქალბატონო,
მარტია...
წვიმა წამოვიდა...
ბაღში ამოსულა ნარცისი.......
ბედნიერება აქვეა მარად......

ცხოვრება მარტივით მარტივია,
დროდადრო მოიწვიმ-მოიცინებს.
გმადლობ,ჩემთან რომ ჩამოჯექი
და ჩემთან ერთად რომ მოიწყინეскачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი მოლურჯო

როგორი სევდიანი იყო
--------------------
მარიამი

 



№2  offline წევრი თამუნა

ყველა გასაოცრად ლამაზი და განსხვავებული გრძნობით იყო, მომეწონა ძალიან... love love
--------------------
ჩემი სიგიჟე შენს მიმართ არარსებული სიყვარულია...

 



№3  offline წევრი OnlyGirl

ძალიან საყვარელად წერ <3 შენს მოთხრობას ველი <3 ^_^

 



№4 სტუმარი tako

Yvela didi grdznobit ari dawerili, momewona dzaan

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent