შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ციტატები წიგნებიდან [1]


31-12-2016, 12:02
ავტორი მემე O.H
ნანახია 1 405

ციტატები წიგნებიდან [1]

1) “ვინც გრძნობს , მშვენიერი მომავალი მელისო, დუხჭირ ცხოვრებაში ისე მიაბიჯებს, როგორც დასასჯელად მიმავალი უდანაშაულო ადამიანი – მას არაფრის რცხვენია.” ო.დ.ბალზაკი “შაგრენის ტყავი”

2) “ჩვენ ყოველ წუთში ახალი არსებანი ვართ, განუმეორებელნი, განსხვავებულნი ჩვენი წარსული და მომავალი მესგან.” ო.დ.ბალზაკი “შაგრენის ტყავი”

3) “ადამიანი მოკვდა. მაგრამ მერე რა არის აქ ისეთი? ყოველ წუთს კვდება ადამიანი, ასე ამბობს სტატისტიკა. არც ამაშია არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ იმისთვის, ვინც მოკვდა, მისი სიკვდილი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე თავისი ღერძის გარშემო მბრუნავი მთელი დედამიწა.” ე.მ.რემარკი “ტრიუმფალური თაღი”

4) “რწმენას ადვილად მიჰყავს ადამიანი ფანატიზმამდე. აი რატომ დაიღვარა ამდენი სისხლი რელიგიისთვის. შემწყნარებლობა ეჭვის ქალიშვილია.” ე.მ.რემარკი “ტრიუმფალური თაღი”

5) “შეურაცხყოფისგან თავის დაცვა შეიძლება, თანაგრძნობისგან კი არა” ე.მ.რემარკი “ტრიუმფალური თაღი”

6) “დედამიწაზე ყველაფრისთვის საკმარისი ადგილია, მხოლოდ ადამიანს არ აქვს ადგილი.” ე.მ.რემარკი “ტრიუმფალური თაღი”

7) “მარტოობა – ცხოვრების მარადიული რეფრენია დასაბამიდან.” ე.მ.რემარკი “ტრიუმფალური თაღი”

8) “თქვენს ომში თქვენ ხართ მბრძანებელი, ჩემს სახლში – მე.” გ.გ მარკესი “მარტოობის ასი წელიწადი”

9) “კაცი მაშინ კი არ კვდება, როცა უნდა მოკვდეს,არამედ მაშინ, როცა შეუძლია,” გ.გ მარკესი “მარტოობის ასი წელიწადი”

10) “მხოლოდ სუსტი ბუნების ადამიანები ემორჩილებიან და ივიწყებენ ყველაფერს, ძლიერნი კი ბობოქრობენ და უთანასწორო ბრძოლაში ებმებიან ყოვლისშემძლე ბედთან.” შ. ცვაიგი “მარიამ სტიუარტი”

11) “საოცარია, რა იოლად ელევი ადამიანი იმას, რასაც ჯერ კიდევ გუშინ გეგონა, რომ ვერასდროს განშორდებოდი.” ე.მ.რემარკი “ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა”

12) “ამბობენ ადამიანი სიკვდილთან ყველაზე ახლოს გარიჟრაჟზე ან გრძნობების მოჭარბების დროს არის და ამ საწუთროსაც უფრო ხშირად ასეთ ჟამს ეთხოვებაო.”

13) “გაკიცხვა თუ დააპირო ვისიმე, გაიხსენე, რომ ამ ქვეყნად ყველას შენებურად არ უცხოვრია” ფ.ს.ფიცჯერალდი “დიდი გეთსბი”

14) “ბრძენს მთელი სიცოცხლე უხდება ბრძოლა ბედთან, რომელსაც თითქოს ალყაში ჰყავს მომწყვდეული მისი ფილოსოფია.”

15) “დედამიწას სიყვარული ატრიალებს, ასე რომ არა, დაიქცეოდა, ამდენი ცოდვა დაამძიმებდა , ვეღარ შეძლებდა ბრუნვას, ზოგ-ზოგიერთისადმი სიყვარული რომ არა.” გ.დოჩანაშვილი “სამოსელი პირველი”

 




№1  offline √ წევრი ™ kakulia

მომეწონაააააააააა heart_eyes

 



№2 √ წევრი ™ მემე O.H

kakulia
მომეწონაააააააააა heart_eyes

heart_eyes

 


ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ