შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ციტატები - თორნიკე ზვიადაური


18-07-2017, 23:17
ნანახია 5 608

ციტატები - თორნიკე ზვიადაური

"მკვდარი სიყვარული ხელოვნებისკენ მიგვაქანებს"

"ბოლოს სინათლე მაინც გვირგვინს დაიფარებს"

"მგლური კანონი უნდა სახლობდეს პიროვნებაში, რომ ჯილაგი ჯილაგობდეს."

"ბავშვს საყვარლად იმიტო სძინავს, რომ მან მის შესახებ არაფერი იცის. "

"ქართული სუფრაა? ჰაჰ, ანუ იმას სიტყვით ეთაყვანები ვისაც დილით აგინებდი"

"თუ ადამიანის შეძულება გსურს, მის წარსულს თვალი გადაავლე და შედეგსაც ნახავ."

"ეგოიზმის შემთხვევაში არანაირი ურთიერთობა არ საზრდოობს."

"მოულოდნელობა უდრის ემოციებს."

"ადამიანებს უნდათ, სასრიალოდან ისე ჩამოსრიალდნენ რომ ის სრიალი მუდამ გრძელდებოდეს და არ მოუწიოთ ხელახლა ასვლა იმისთვის რომ ახლიდან ჩამოსრიალდნენ."

"ნამდვილი სიბრძნის მოზღვავება ზუსტად მაშინ იწყება, როცა სიტყვები წინ უსწრებს გონებას."

"თუ გინდა რომ საკუთარი თავი იპოვო, პირველ რიგში, ცადე გამოცადო და იგრძნო იმაზე მეტი ვიდრე შეგიძლია რომ იფიქრო."

"ნაკლებად წარუმატებელია ის შეთანხმება როცა, ბარიგა და ნარკომანი გაცვლას აწარმოებენ ერთმანეთში. "

"მშობლები ბავშვს რასაც მიუგდებენ იმაში იპოვის სიამაყეს, ჩვენ კი კომუნისტი მშობლები ვთვლით რომ რახან თავისუფლება დაგვაკლეს, ჩვენ შვილებს თავისუფლება არ უნდა მოვაკლოთ, 10 წლის ბავშვს ის უნდა მივცეთ რაც მას უნდა. ეს რათქმაუნდა სისულელეა. მაშინ უთხარი მას რომ ქუჩა კარგია და ის მაშინვე ქუჩაში იპოვის საკუთარ თავს. "

"საკმარისია ადამიანს დაანახო რომ საზოგადოებაში არაა საჭირო, ამის შემდეგ კი ის თავის უვარგისობას თვითონვე დაინახავს, რაც მას შინაგანად გაანადგურებს."

"თავისუფალ ადამიანს სძულს როცა მასზე ბრძანება მოქმედებს, ამიტომ სისტემაში აუცილებელია თავისუფალ ადამიანს დაანახო, რომ ის თავისუფალია და მისი სისტემაში ყოფნა უბრალოდ არაფერია, მაშინ ეს უკვე კარგი იქნება იმისთვის რომ სისტემას დაემორჩილოს."

"თუ გრძნობ რომ ვინმე შენზე მეტიაა, დიდი არჩევანი არ გაქ: ან უბრალოდ შეეცადო რომ წარმოიდგინო შენს წინაშე არავინ დგას, ან უნდა ადგე და მის გალანძღვაზე გადახვიდე რომ გაბრაზდეს და შენს ლანძღვაზეც გადმოვიდეს, რაც შენში თავმდაბლობას მოსპობს. "

"საქმის არაპროფესიონალს რომ უთხრა შენ საქმე კარგად იციო, ის მაშინვე მოიწონებს მის ნათქვამს და მიიღებს ისე თითქოს მართალია. სინამდვილეში პროფესიონალი ადამიანი შექებას, არაფრად ჩათვლიდა. "

"ასაკის ზრდა, არსების ევოლუცისაავითა; ბავშვი ხარ, დედას იფიცები. კაცი ხარ დედას იგინები;"

"ნაკლებად სანდოა, როცა ადამიანი სხვის ნათქვამს იჯერებ. ფაქტიურად არ არსებობს ბოროტი და კეთილი ადამიანი, ეს ასეა, თუ ეძებ რამეს იპოვი ადამიანში, რაც არ უნდა კარგი ადამიანი იყოს. "

"ვერცერთი მოუთმენელი ადამიანი ვერ აიტანს მოაზროვნე და მშვიდ ადამიანს."

"იმისთვის რომ შენი თავისუფლება არ აღმოჩნდეს ბორკილები. ამისთვის ადამიანი, როგორც გონებით ასევე სულითაც თავისუფალი უნდა იყოს. და არაა მხოლოდ გონებით."

"რაც უფრო იდუმალი ხარ, შენს შემოქმედებას უფრო მეტი ფასი აქვს და შესაბამისად მეტად ყურადღების ცენტრში ხარ; მთავარია ხალხმა იცოდეს, რა გააკეთე და არაა ის, როგორ გააკეთე. ჰაკერი ყოველთვის ინტრიგას ჩამოაგდებს საზოგადოებაში, აი გამომძიებელი კი პროკურორთან დაიხარჯება თუ როგორ გამოიძია საქმე. "

"არ არსებობს უაზრო ცხოვრება, ეს უბრალოდ შენ ხარ ვინც აპათიაშია"

"ცხოვრების დაბრკოლებები, შენი არჩევანის შესაბამისად მოქმედებს, ამიტომაა ცხოვრება რთული. როცა შენთვის ადამიანი ძვირფასია, მისთვის გინდა კარგი იყო, მაგრამ რაც უფრო ეცდები რომ სიძლიერე აჩვენო უფრო არ გამოგივა. იმიტო რომ, როცა რაიმე ძლიერ გინდა, ეს უკვე სისუსტის ნიშანია. სიყვარულიც ამას ქადაგებს, რამდენადაც შეიყვარებ, იმდენადვე გაგიჭირდება მისი მოპოვბა. სიყვარულის დონე, შიშების პროპორციულია."

"გონება უბრალოდ არსებობის წყაროა. არსებობ და ამბობ, რომ არ ვყოფილიყავი რა მოხდებოდაო: უბრალოდ ეს აზრი არ იარსებებდა, მეტი არაფერი. შენ ხარ ის ვინც ამას ფიქრობს. შენ ხარ ადამიანი, რომელშიც მნიშვნელობა ენიჭება სულს და არაა სხვა რაიმეს. "

"თავისუფალი გონება, ყოველთვის სულს უგდებს ყურს და ისე მოქმედებს. "

"რაც არ უნდა ბედნერი იყო, ან რაც არ უნდა ბედნიერებისკენ მიილტვოდე, ბოლოს მაინც ის ფიქრი შეგაწუხებს, რომ ბედნიერება ყველაფერი არაა."

"უსასრულობა ღრუბლებივითაა, გინდა შეეხო, მაგრამ ვერ ეხები."

"ამპარტავნული თავმდაბლობა. ანუ ცდილობ განვითარდე, მაგრამ ფარ-ხმალს ადვილად ყრი. ცდილობა განვითარების ისაა, რომ შენ სხვას ედრები. "

"კრიტიკოსი ისურვებდა თავის საქმე უფრო დიდი სფერო ყოფილიყო, რახან მოეწოდებინა რომ მისი სფერო მეტად რთული სასწავლია და აღსაქმელია. "

"ვინც რეალურად ბედნიერია, ის ვერასდროს კრიტიკოსი ვერ გახდება. ნეგატივი ადამიანში ყოველთვის კრიტიკას წარმოშობს, ნეგატივი კი დიდი სტრესისგან მოდის."

"ნამდვილი მეგობარი ზუსტად ისაა ვინც, საკუთარ თავში გაჯერებს ვინ ხარ შენ."

"მაღალი თვითშეფასება, იგივეა რაც, თუ შენ ჩემიდან არაფერს მოითხოვ, მაშინ მე მოვითხოვ"

"სისულელეა ის ცნება რომ ადამიანები შეცდომებზე სწავლობენ."

"თუ სული არ გთხოვს, ვინმე მოკლა, მაშინ ამას ნუ გააკეთე, უბრალოდ იმიტო რომ ეს აზრი გონებამ გიკარნახა. თორე შედეგად დიდ სინანულს მიიღებ;

"კაცს თავისი სანდოობის სამტკიცებლად, არ უნდა სჭირდებოდეს თავისას მიაყენოს შეურაწყობა. "

"ყველაზე სწორი ადამიანი არავისგანს არაფერს მოითხოვს... არც ცდილობს, რომ რამე დაამტკიცოს. ეს პიროვნება ჭეშმარიტი ღრმთის შვილია. "

"თუ შენ სურვილებს ყოველთვის წინ აყენებ ვიდრე სხვის სურვილებს, მაშინ შენ არ შეგიძლია ნამდვილი მეგობრობა... ღმერთად ქცეულ პიროვნებას როცა შია, ჯერ თავის თავს დაიკმაყოფილებს და მერე გეტყვის დაგიტოვეო. "

"ქალი ისეთი არ უნდა იყოს, რომ ქონისგან მუხლის ძვალი აღარ ეტყობოდეს."

"ძმაკაცის ხელგადახვევაც კი დისკომფორტს შეგიქმნის თუ შენი გონება წინსვლისკენაა მიდრეკილი"

"საცოდავი ადამიანი თავის თავს მაქსიმალურად გაწურავს, რომ ვინმეს რამე დაუმტკიცოს და თავისი მე გამოავლინოს. სინამდვილეში დასამტკიცებლად, ამის სურვილი არაა საჭირო. პირიქით, მან რომ ხალხზე გავლენა იქონიას როგორც დიდი პიროვნება. ყველა კომპლიმენტი - კომპლიმენტად არ უნდა მიიღოს, ყველა კითხვას პასუხი არ უდნა გასცეს, ყველას თვალებში არ უნდა შეხედოს ვინც მას შეხედავს. აი დიდი ტიპი ამას ყურადღებას არ მიაქცევდა და ხალხის მიმართ ნიჰილისტურ დამოკიდებულებას არეკლავდა, იმის გამო რომ ხალხი მის მიმართ ბევრ რამეს აკეთებს, მაგრამ ის მაინც ვერ იგებს ამ ყველაფრის აზრს, რაც იმას ნიშნავს რომ ეს ადამიანი რთულად მოსაპოვებელია, ანუ იმ ადამიანად გეჩვენება ვინც გონია, რომ ადამიანზე მეტიაა. გგონია რომ შენზე მეტია და ამიტომ მასთან ურთიერთობაში აღარაფერი გამოგდის, იმიტო რომ ცდილობ დაიხარჯო და მაქსიმალურად საკუთარი თავი გამოავლინო, ამ დროს კი ამას აზრი არ აქ, იმიტო რომ შენ დაბალი ხარ, ის კი დიდი. "

"ათეისტი როცა ღმერთის არარსებობას ამტკიცებს, მან უნდა იცოდეს რომ ამით არარსებობას კი არაა, პირიქით ღმერთის არსებობას ამტკიცებს."


თორნიკე ზვიადაურიскачать dle 11.3




№1  offline აქტიური მკითხველი terooo

თუ შენ სურვილებს ყოველთვის წინ აყენებ ვიდრე სხვის სურვილებს, მაშინ შენ არ შეგიძლია ნამდვილი მეგობრობა... ღმერთად ქცეულ პიროვნებას როცა შია, ჯერ თავის თავს დაიკმაყოფილებს და მერე გეტყვის დაგიტოვეო. "

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent