შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არასდროს ყოფილხარ სულერთი


27-07-2017, 21:21
ავტორი თუკა
ნანახია 2 065

არასდროს ყოფილხარ სულერთი

როცა შენზე ვწერ ყველა სიტყვა უფერულდება.თავმოყრილია რადგან შენში ყველა სიკეთე,შენ ისეთი ხარ სიყვარულსაც რომ შეშურდება,ისე კარგი ხარ ბოროტებაც ვერ გაგიმეტებს.
[center]
მიყვარხარო, მიყვარხარო სიგიჟემდე!ჩურჩულებენ სევდიანი სონეტები,დაგეწევი შორს მიმავალ ბილიკებზედა ვნებების მწველ ალმურად მოგედები!..
შენს ტუჩებზე ტკბილ შარბათად დავიღვრები,კოცნებს შორის გადავითვლით წამს წამებზე,ვითამაშებ შენი ყველა ახირებით,სიყვარულად დაგეფრქვევი წამწამებზე.

რა დამრჩა - იმედის ნახერხი.
და მაინც ვარ იმედიანად.
ვერავის ვიყვარებ ნახევრად
თუ მიყვარს
მიყვარს
და -
მთლიანად.
**
მე შემიძლია,
თვალებში გიყურო და გითხრა,
რომ არ მჭირდება, მხედავდეს ვინმე
შენს გარდა...

ნანატრ სიყვარულს დაჰყოლია ვარდის სურნელი
და ის ოცნებაც, შენ რომ მჩუქნი, ვარდისფერია,
შენზე ლექსებით გადავღალე თეთრი ფურცელი,
ყველა ლექსს გჩუქნი, რაც როდესმე დამიწერია,

ასე არასდროს არ მყვარებია
შენი მშიშარა სხეულის სითბო-
თითქოს პირველად შეგახე ხელი,
უკანასკნელად გიყურებ თითქოს.
**
...იცოდეს ყველამ იცოდეს,
ღვინის ტრფიალი როდი ვარ,
მე სიყვარულის ლოთი ვარ
და ახლაც, ფეხარეული,
შენი სახლისკენ მოვდივარ.

ქარი ფოთლებთან ისევ თამაშობს და მე ბაღიდან ახლა ვბრუნდები..
ალბათ ეს გრძნობა მალე დამახრჩობს.. ვიგრძნობ ყველაფერს და გავჩუმდები..
და მოლოდინიც სცადეს თვალებმამოვარდა ქარი და სული მიჰყავს..
და ახლა სადრაც შორს იმალება ქალი, რომელიც მე ასე მიყვარს..
და იყო სევდის გულზე დასევა,ყვავილებია და კვლავ სიშორე,
და მიხარია , დღეს რომ ასე ვარ,და მიხარია, რომ ვარ მდუმარე.

შენ მასწავლე ,რომ ყოველ დღე შემეძო შენი ნახვა.. შენთან შეხება, შენი თვალების დანახვა..
შენ მასწავლე რომ შეჩვევა ყველზე ტკბილი და კარგი რამ იყო რაც მე და შენ ამ წლებში გადავიტანეთ...
შენ დამაჯერე რომ ჩემს იქეთ შენთვის ქალი არ არსებობდა.. უსიტყვოდ, თვალებით მეუბნებოდი ამას..
შენ მაგრძნობინე რომ ჩემი ყოველი სიტყვა შენთის ფასეული იყო, თუნდაც ის სიტყვები როდესაც მე ვდუმდი დროის უმეტესი ნაწილი და შენ საუბრობდი...
შენ შემაყვარე შენი ღიმილი და უბრალოდ ჩახუტება...
შენ შემაყვარე არსებობა და ჩემი მანდ ყოფნის აუცილებლობა..
მაგრამ არ გისწავლებია რომ ერთ დღეს უშენოდ დამტოვებდი და წახვიდოდი. დაუმშვიდობებლად წახვიდოდი ჩემგან და გაქრებოდი...
არ გისწავლებია რომ ტკივილი ასეთი მძიმე იქნებოდა, შენით გამოწვეული ტკივილი ასეთი აუტანელი იქნებოდა და ასეთი საოცარი..

... არასდროს ყოფილხარ სულერთი,
სულ ერთი იყავი.
შენ კი ამ სიცარიელეს, სიტყვებს შორის ვერც კი ხედავდი.
ჩემი საათი, რომელიც ყველას ჩემი სურათი ჰგონია,
მუდამ ერთ დროს მიჩვენებს -
შენ მე მაკლიხარ...

ადამიანები ხანდახან , სრულიად არაფრის გამო ვკარგავთ ერთმანეთს. მერე ამას მარტივად ვაბრალებთ ბედს, ცხოვრებას და განგებას. იქნება ჩვევინე უნიათობის ბრალია ეს და ბედი არაფერ შუაშია, იქნება ბედმა მოგვცა შანსი და ჩვენ შეგვეშინდა ?! ამიტომაა რომ ჩვენივე წინ ბედნიერებას ძნელად ვიღებთ, თუ გიყვარს, თუ გენატრება თუ გინდა მაშინ ყველაფერი უნდა გააკეთო. ყველა და ყველაფერი უკან ჩამოიტოვო ...

„სადაც სიყვარულია, იქ ეჭვიანობაცაა. თუ გიყვარს, ეჭვიანობ კიდეც. თუ არ გიყვარს, არც ეჭვიანობ, არც იცი, რას ნიშნავს ეჭვიანობა, როგორი ბრჭყალები აქვს… ყველაფერი სულერთია შენთვის“

დავეძებ შენს თმაში ნათითურებს ბაგეზე თამაშობენ აპრილები
-შენს თვალებს, ზაფხულივით დათბილულებს,
-ვუკოცნე ზღვისფერი ნაპირები
--მაგ გულში მე ვფეთქავდი საფეთქარად ძარღვებში მეც სისხლებად დავძვრებოდი
ახლა კიი უჩემობა აფეთქდა და
უჩემო მონატრებას აწყდებოდი.
ამინდი მიგუდდება არეული
თვალებთან გადმოგიდგავ მდინარეებს გახდები ჩემი სულის მთვარეული გვნახავენ ცალ სხეულში მძინარეებს
-- დავეძებ შენს თმაში ნათითურებს ბაგეზე თამაშობენ აპრილები -შენს თვალებს, ზაფხულივით დათბილულებს, -ვუკოცნე ზღვისფერი ნაპირები

როგორც ეტყობა - გაზაფხულს ისევ უშენოდ მოვილევ,
ალბათ, სწორია, სამყარომ ერთად ვერ გვზიდა ორივე.
скачать dle 11.3

 




№1  offline √ წევრი ™ Mariiiiami

❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

 



№2 √ სტუმარი ™ Guest თამო

ძალიან კარგი იყო

 



№3  offline √ წევრი ™ eremar

ძალიან ლამაზია... მაგრამ არ მინდა უშენოდ არაფერი...

 



№4  offline √ ადმინი ™' თუკა

მადლობააა ბავშვებო.. heart_eyes heart_eyes
--------------------
4love.ge

 



№5  offline √ აქტიური მკითხველი ™ terooo

სიცოცხლე სიკვდილის მოლოდინში უფრო ლამაზია...

 



№6  offline √ წევრი ™ nqv

როგორც ეტყობა - გაზაფხულს ისევ უშენოდ მოვილევ,
ალბათ, სწორია, სამყარომ ერთად ვერ გვზიდა ორივე.
❤️❤️❤️❤️❤️

 



№7 √ სტუმარი ™ Guest luna

როგორი ემოციებით დატვირთული იყო ღმერთო ჩემო!ძალიან სევდიანი,მაგრამ თითქოს იმედიანიც,საოცრად ამაღელვებელი სიტყვებითა და შესანიშნავი სურათებით.ყოჩაღ!:-*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent