შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ციტატები საყვარელი წიგნებიდან(1)


12-08-2017, 20:17
ავტორი თუკა
ნანახია 5 769

ციტატები საყვარელი წიგნებიდან(1)

“რაც არ უნდა მოხდეს შენს ცხოვრებაში როგრც არ უნდა შეგაწუხოს და დაგზაფროს მომხდარმა, სასოწარკვეთას ნუ მიეცემი. ყველა კარი რომ ჩარაზული დაგხვდეს, ღმერთი ახალ კარს გააღებს მხოლოდ შენთვის! იყავი მადლიერი! მადლიერება იოლია, როცა დალხინებული ხარ. სუფი მხოლოდ იმისთვის კი არ არის მადლიერი რაც მიეცა არამედ იმისთვისაც რაზეც უარი მიიღო”

"ყველანი თითქოს პატარა ნაპერწკლები ვართ, უჩინარი ქარისაგან დევნილნი."

"რა უნდა მისცეს ერთმა ადამინმა მეორეს ერთი წვეთი სითბოს გარდა? და რა უნდა იყოს ამაზე დიდი?"

"სიკვდილი - აი, რაშია ჭეშმარიტი სიდიადე, მასში აღწევს ადამიანი სრულყოფილებას, და ისიც მოკლე ხნით."

"ვიდრე ცოცხალი ხარ, არავის ენაღვლები, მოკვდები თუ არა, არაჩვეულებრივად მნიშვნელოვანი ხდები."

"პარიზი ერთადერთი ქალაქია, სადაც შეიძლება ბრწყინვალედ გაატარო დრო ისე, რომ არაფერი აკეთო.

"შეურაცხყოფისაგან თავის დაცვა შეიძლება, თანაგრძნობისაგან კი - არა."

"რისთვის უნდა სცადოს კაცმა რაიმეს შენება, თუკი მალე ყველაფერი უსათუოდ დაინგრევა?"

"შეუძლებელია მთიდან დაქანებული ზვავის შეჩერება. ყველას ჩაიტანს, ვინც ამას შეეცდება. ჯობს, დავიცადოთ და მერე ცოცხლად ჩამარხულები ამოვთხაროთ."

"დედამიწაზე ყველაფრისათვის საკმარისია ადგილი. მხოლოდ ადამიანებს არა აქვთ ადგილი."

"ყოველთვის გვეჩვენება, რომ ადამიანს დავეხმარეთ, და განზე ვდგებით ხოლმე მაშინ, როცა ყველაზე მეტად უჭირს."

"იცხოვრო - ნიშნავს, იცხოვრო სხვებისთვის."

"სინანული ყველაზე უსარგებლო რამ არის ამქვეყნად. გამოსწორება საერთოდ არაფრის არ შეიძლება. თორემ, ეს რომ შეიძლებოდეს, ყველანი წმინდანები ვიქნებოდით. ცხოვრება არ აპირებდა ჩვენგან სრულყოფილ არსებათა შექმნას. ვინც სრულყოფილია, მისი ადგილი მუზეუმშია."

"იმ ქალთა შორის, რომლებიც მამაკაცის გვერდით არასოდეს დაწოლილან, მეტი მეძავია, ვიდრე მათ შორის, ვისთვისაც ეს ამბავი მწარე ლუკმა-პურად ქცეულა."

"არაფერი არ მეორდება. ვმეორდებით ჩვენ, მორჩა და გათავდა."

"ძალაუფლება - ყველაზე გადამდები სნეულებაა დედამიწაზე."

"ყველაფერი, რისი მოგვარებაც ფულით ხერხდება, იაფია."

"ადამიანი დიდია თავის ზრახვებში, მაგრამ უძლურია მათ განხორციელებაში. ამაშია მისი უბედურებაც და მომხიბვლელობაც."

"თუ რაიმეს გაკეთება გინდა, არასოდეს იკითხო, ამას რა მოჰყვება, თორემ ვერაფერს გააკეთებ."

"ორიდან ერთი ყოველთვის ტოვებს მეორეს. მთავარი ისაა, რომელი რომელს დაასწრებს."

"ასე ხდება ყოველთვის: მხოლოდ წვრილმანები ხსნიან ყველაფერს, მნიშვნელოვანი ქცევები არაფერს ნიშნავს. მათში მეტად ბევრი რამ არის აღებული მელოდრამიდან, ცდუნებიდან, რომ ადამიანმა იცრუოს."

"ადამიანებს უყვართ ერთმანეთი და ამაში ყველაფერია. ეს ყველაზე უფრო დაუჯერებელიცაა და ყველაზე უფრო უბრალო რამეც ამ ქვეყანაზე."

"ყველაზე უფრო დაუჯერებელი ამბავი ყოველთვის ყველაზე უფრო ლოგიკური აღმოჩნდება ხოლმე."

"ბედნიერება ჩვენს გარშემო იმდენია, რამდენიც გნებავს. მხოლოდ დაიხარე და აიღე."

"აცხოვრე ქალი თუნდაც რამდენიმე დღე იმ ცხოვრებით, რომლის უზრუნველყოფაც მისთვის მუდმივად არ შეგიძლია, და აუცილებლად დაკარგავ."

"ყოველთვის კარგი გვგონია იქ, სადაც არა ვართ. დაბრუნდები ძველ ადგილზე და ყველაფერი სხვანაირი გეჩვენება. მერე კი ისევ ძველ სახეს იღებს."

"უცნაურია, რამდენს ფიქრობს ადამიანი, როცა გზაშია და, რა ცოტას - როცა შინ ბრუნდება."

"ქალი ან უნდა გააღმერთო, ან უნდა მიატოვო. ყველაფერი დანარჩენი სიცრუეა."

"თუ სწრაფად გამოღვიძება შეგიძლია, გადარჩენის მეტი შანსი გრჩება."

"გაწამებულნი არიან მხოლოდ გამარჯვებულნი. დამარცხებულნი ფრიად საომარ განწყობილებაზე გახლავან. გამარჯვება უდარდელობას იწვევს."

"სამშობლოს ღალარი პატრიოტიზმის თავისებური ნაირსახეობაა."

"ვირთხებს ორთაბრძოლა კი არ უნდა გაუმართო, უბრალოდ, უნდა გაანადგურო."

"ვინც მეტისმეტად ხშირად იხედება უკან, იოლად წაჰკრავს რაიმეს ფეხს და დაეცემა."

"სიყვარულს ჩირქს არ სცხებენ მეგობრობით. დასასრული არის დასასრული."

"საკვირველია... რომ ადამიანს შეუძლია სიკვდილი... როდესაც უყვარს..."

„რასაც კი სხეული ეხება, – ლოგინი, თეთრეული, აბაზანაც კი – როგორც კი ადამიანის სითბოს მოსცილდება, იმწამსვე კვდება. სითბოს რომ კარგავენ, საგნები აღარ გვიზიდავენ.“

„განა შეიძლება იყოს სიყვარული სრულყოფილი, თუ ყოველღამე დაძინებისთანავე ვკარგავ?“

„არაფერი ისე არ ქანცავს ადამიანს, როგორც ყბედობა.“

„თუ სისულელეების ჩადენაზე ხელი ავიღეთ, ჩანს დავბერებულვართ.“

„ადამიანი უსიყვარულოდ იგივეა, რაც მიცვალებული შვებულებაში.“скачать dle 11.3

 





№1  offline √ წევრი ™ ნონორე.

ანუ რა აზრი აქვს ამის წაკითხვას, როცა არ აწერ ვისი სიტყვებია და რომელი წიგნიდან.))

 



№2  offline √ ადმინი ™' თუკა

ნონორე.
ანუ რა აზრი აქვს ამის წაკითხვას, როცა არ აწერ ვისი სიტყვებია და რომელი წიგნიდან.))

შეგიძლია იკითხო და პასუხსაც გაიგებ. """"რემარკი- ტრიუმფალური თაღი""""
--------------------
4love.ge

 



№3  offline √ წევრი ™ busku

ყველა ტრიუმფალური თაღიდან არის?

 



№4  offline √ აქტიური მკითხველი ™ terooo

ადამიანებს უყვართ ერთმანეთი და ამაში ყველაფერია. ეს ყველაზე უფრო დაუჯერებელიცაა და ყველაზე უფრო უბრალო რამეც ამ ქვეყანაზე."

 



№5  offline √ მოდერი ™ Yvavi.

შესანიშნავი სიახლეა <3

 



№6  offline √ წევრი ™ veroo

მომწონს ესეთი დამაფიქრებელი ციტატები მადლობა ამისთვის❤

 



№7  offline √ წევრი ™ kika

busku
ყველა ტრიუმფალური თაღიდან არის?

არა პირველი სიყვარულის 40 წესია მაგალითAდ

 



№8  offline √ წევრი ™ Winter is coming

კარგია <3 აწი ავტორები და წიგნებიც მიუთითე უკეთესი იქნება.

 




ბოლო რომელი წიგნიდანაა?

 



№10  offline √ ადმინი ™' თუკა

გოგონა შავი თვალებით
ბოლო რომელი წიგნიდანაა?

ტრიუმფალური თაღიდანააა . რემარკის. ყოველი ციტატა
--------------------
4love.ge

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent