შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არსება - თორნიკე ზვიადაური


5-09-2017, 10:15
ნანახია 2 056

არსება - თორნიკე ზვიადაური

"ნარცისიზმი ფლირტს ითხოვს"
"ეგოიზმი გონებას ბინდავს"
"სისუსტე ემოციებს ავლენს"
"მკვდარი სიყვარული ხელოვნებისკენ მიგვაქანებს"
"პატივმოყვარეობა დაკარგული ადამიანი უნდა აქო, ამაყს უნდა დასცინო"
"ძლიერი სიყვარული საშუალებას არ გვაძლევს ვიყოთ ძლიერები"
"წარსულზე ფიქრი წარმატებული გადაწყვეტილების მომავალს გვიზღუდავს."
"სიყვარული დუმილს გვასწავლის"
"სიყვარულზე გაგიჟებული კაცი სიყვარულს ომში ნათრევი ჟეტონივით დაათრევს იქამდე, სანამ ვალს არ მოიხდის, ან სიყვარულს არ შესწირავს თავს."
"სოციალური ქსელები სარკეში ყურებას ჰგავს; თანამედროვე სამყაროს საშუალება გახდა, რომ თვითკმაყოფილებას მივაღწიოთ და საკუთარი თავი სრულყოფილად დავინახოთ სარკეში"
"ძნელია ის ბუნება შეიცვალო, რომელიც მშობლებისგან გერგო. ვიბადებით და ცხოვრებას მარყუჟში ჩაბმული მივყვებით, როცა ვიზრდებით და ვაანალიზებთ რამხელა სიამაყეში შევაბიჯეთ, მერე უკვე რთულია იმის საპირისპიროდ წახვიდე, რაც ხარ."
"როცა სისხლისთვის ჰაერი აღარაა საკმარისი, ადამიანის ორგანიზმი დუნდება და გულის ტემპი ეცემა. ვფიქრობ, ჰაერის უკმარისობა კარგი საშუალებაა შიშების დასაძლევად. "
"როცა ადამიანს გრძნობებით მხარდაჭერა აკლია ვინმესგან და მასში ბევრი მოზღვავებული გრძნობები ვერ კმაყოფილდება, მასში ყალიბდება ზუსტად ისეთი პიროვნება, რომელიც თვითკმაყოფილებას ემსახურება."
"სიყვარული უბრალოს აუბრალოებს და ამაყს უფრო აამაყებს"
"ნარცისტი ყოველთვის ბედნიერია თავის წარსულით"
"ცხოვრებაში რამდენი ბედნიერებაცაა, იმდენი დარდია"
"ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს, ომს კი - დასასრული."
"სიმთვრალეც ერთგვარი რომანტიზმია"
"სევდიანი ბავშვობა შანსს გვაძლევს გავხდეთ პოეტები"
"ადამიანის თვითრეალიზება მაშინ ხდება, როცა დიდი ხნის დაგროვილი ემოციების და გრძნობების გამოხატვის საშუალება აღარ აქვს"
"თუ გადაწყვიტე რომ შიში მოსპო, პირველ რიგში საკუთარი თავი შეიძულე. ადამიანის სისუსტე მისი სიყვარულია. რამდენადაც შენი თავი გიყვარს, იმდენად გიყვარს სხვა. ადამიანისთვის სიყვარული პასუხისმგებლობაა, რადგან სხვა რამის სიყვარული ჩვენი თავის სიყვარულიდან მოდის. "
"ნუ დაუჯერებ სხვის აზრს; თუ რა თქვა იმის შესახებ, ვინც შენ მოგწონს. მან ის თავისი გონებით შეაფასა, გონება და შეხედულება კი ყველას ინდივიდუალური გვაქვს"
"თავგადასავალში ნაპოვნი სიყვარული უფრო ლამაზია და აზრიანი"
"ეგოიზმით სავსე ადამიანი ყოველთვის რაღაცის საწინაღმდეგოდ მიიწევს და ბრძოლისთვის არის მზად"
"რომანტიკოსს ისე სჯერა ღმერთის, როგორც ხალხს იმის, რომ მზე აღმოსავლეთიდან ამოდის და დასავლეთით ჩადის. "
"ნუ შეეცდები ცხოვრების არსს შეეჭიდო, ტყუილად უნდა შესცოდო. მარადიულობა ერთი დიდი ჰიპერკუბია"
"საყვარელი ადამიანის ირგვლივ მყოფი ხალხის მიმართაც სიმპათია გიჩნდება. უყურებ თითოეულს და ხედავ, რომ მათი სულები არაფრისმთქმელი და აუღელვებელი იმის ფონზე, რომ ისინი შენი საყვარელი ადამიანის ირგვლივ არიან, რომლის გამოც შენი სული მღელვარებაშია. "
"არ გეგონოს, რომ განსაკუთრებული ხარ, ისეთივე ორგანიზმი ხარ, როგორც ყველა მოკვდავი ადამიანი. ნურც იფიქრებ სხვის ადგილზე იყო, საკუთარ თავს ყველა ისეთი გონებით ვმართავთ, რომელიც ცხოვრების განმავლობაში ჩამოვაყალიბეთ"
"მარადიულობის მსხვერპლი მაშინ ხდები, როცა ყელში არწივი გიჭერს"скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი qarishxali

ბევრ რამეზე დამაფიქრა ამ ციტატებმმა smirk smirk დაველოდები შემდეგს blush

 


qarishxali
ბევრ რამეზე დამაფიქრა ამ ციტატებმმა smirk smirk დაველოდები შემდეგს blush


ეს არის ჩემი წიგნის "არსება" -დან ამოღებული ციტატები;

;)

https://4love.ge/statusebi/128263-citatebi-tornike-zviadauri.html
--------------------
rotation in your brain ;

 


№3  offline წევრი qarishxali

თორნიკე ზვიადაური
qarishxali
ბევრ რამეზე დამაფიქრა ამ ციტატებმმა smirk smirk დაველოდები შემდეგს blush


ეს არის ჩემი წიგნის "არსება" -დან ამოღებული ციტატები;

;)

https://4love.ge/statusebi/128263-citatebi-tornike-zviadauri.html

არ ვიცოდი თქვენი წიგნიდან ამოღებბული ციტატები თუ იყო:) ნამდვილად კარგია :)

 


№4  offline წევრი ერემეევიტი

არაჩვეულებრივია

 


№5  offline აქტიური მკითხველი terooo

სიყვარული არასდროს გაძლიერება, ის გვასუსტებს

 


№6 სტუმარი lena abuselidze

სად შემიძლია შევიძინო?

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.